კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიხადა ათასკაციანი ქორწილი მარტვილის უღრან ტყეში ბანდიტმა, „კამეჩის“ მეტსახელით

ცნობილი ქართველი კრიმინალის, დურუ ხურცილავას ასპარეზზე გამოჩენამდე, მთელ დასავლეთ საქართველოს ტიტე შურღაია, მეტსახელად „კამეჩი“, აზანზარებდა. ის მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ „მოღვაწეობდა“ და შიშის ზარს სცემდა სამართალდამცველ ორგანოებს. პატიოსან ხალხში კი დიდი სიყვარულითა და მხარდაჭერით სარგებლობდა. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ ადამიანის ცხოვრებიდან.
გაქცევა
ტიტე შურღაია მარტვილის რაიონში, გლეხის ოჯახში დაიბადა 1925 წელს. 1941 წელს პატარა ტიტე დასავლეთ უკრაინაში წაიყვანა მამიდამ, სადაც მისი მეუღლე საავიაციო პოლკში მსახურობდა. მის მოსანახულებლად ჩასულებს 22-მა ივნისმა, ანუ ფაშისტების თავდასხმამ, სწორედ იქ მოუსწრო. ტიტეს ბიძა და მამიდა ომის დაწყების დღეს დაიღუპნენ საავიაციო თავდასხმისგან და 16 წლის ყმაწვილმა როვნოს ტყეებს შეაფარა თავი, სხვა გადარჩენილებთან ერთად. მცირე ასაკის მიუხედავად, 16 წლის ყმაწვილი 25 წლის ახალგაზრდასავით გამოიყურებოდა და რაც მთავარია, მას არაადამიანური ფიზიკური ძალა ჰქონდა. მოზრდილი ცხენის მხრებზე შამოგდება შეეძლო და თითებით ნალს ღუნავდა, რისთვისაც მას ჯერ კიდევ პატარას თანასოფლელებმა „კამეჩი“ შეარქვეს. ტიტე, ძირითადად, მშვიდი ბუნების, კეთილშობილი, წყნარი და სამართლიანი ადამიანი იყო. ჩხუბი და აყალმაყალი არ უყვარდა. მაგრამ, თუკი გაბრაზდებოდა, დამშვიდება უჭირდა, შეეძლო, ყველაფერი მიელეწ-მოელეწა და წინ ვერავინ დაუდგებოდა.
როვნოს ტყეებში ორდღიანი ხეტიალის შემდეგ, გადარჩენილები ერთ პატარა სოფელში მივიდნენ და დაცარიელებულ სახლს შეაფარეს თავი. იქ ორი დღე გაჩერდნენ და კვლავ ტყეში გაიქცნენ, თან ფაშისტებისთვის წართმეული იარაღიც წაიღეს, რომლებსაც სოფლის განაპირას დაესხნენ თავს და განაიარაღეს. ტყეში მათ კიდევ სამი დღე იარეს და წითელი არმიის განლაგებამდე მიაღწიეს. ტიტემ ნაწილის მეთაური მოატყუა, თითქოს 22 წლის იყო და მოქმედ არმიაში გაამწესეს... 16 წლის ყმაწვილმა მეორე უკრაინული ფრონტის შემადგენლობაში თითქმის 4 წელი გმირულად იბრძოლა. 1945 წლის თებერვალში კი პრაღასთან ტყვედ ჩავარდა და მისი მოხელთება ფაშისტებმა მხოლოდ იმიტომ შეძლეს, რომ ბიჭი უგონოდ იყო. ტიტე შურღაია საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. ის ომის დამთავრებისთანავე გაათავისუფლეს ბრიტანელებმა და საბჭოეთს გადასცეს. თუმცა, იმის მაგივრად, რომ გმირი, 20 წლის ჭაბუკისთვის ღირსეული პატივი მიეგოთ, შურღაია ტყვეობისთვის 10 წლით ციხეში ჩასვეს და გააციმბირეს. ციმბირში მან 4 წელი დაჰყო. 1949 წელს კი, როდესაც ტიტე საეტაპო მატარებლით გადაჰყავდათ სხვა კოლონიაში, მან გაქცევა მოახერხა...
მოუხელთებელი აბრაგი
პატიმრობიდან თავდაღწეული ტიტე შურღაია, ძალიან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საკმაოდ გამოცდილი იყო და არც საზრიანობა და ეშმაკობა აკლდა. თან, მას ნადირის ინტუიციაც ჰქონდა და კარგად ახერხებდა ხიფათის თავიდან არიდებას. ომმა და ციხემ მას ბევრი რამ ასწავლა და 24 წლის ბიჭი გამოცდილ ადამიანად ჩამოყალიბდა. 1949 წლის ნოემბერში შურღაიამ მოსკოვამდე ჩააღწია. იქ ის ცნობილ ბანდიტს, ანდრეი კესარევს შეხვდა, რომელთან ერთადაც ციმბირში იჯდა. კესარევმა ტიტეს თავის ბანდის წევრობა შესთავაზა და „კამეჩმა“ პირველად მოსკოვში დაიწყო კრიმინალური მოღვაწეობა. კესარევის ბანდა შიშის ზარს სცემდა მოსკოველ, ომისშემდგომ გამდიდრებულ საზოგადოებას და უმოწყალოდ ძარცვავდა მათ. კესარევის ბანდიტები, აჩრდილებივით წამოადგებოდნენ ხოლმე „მოგუგუნე“ ბომონდს და მათ მთელ ფულსა და ძვირფას სამკაულებს ართმევდნენ. 1950 წელს „მური“ ბანდის კვალზე გავიდა. ჩაუსაფრდნენ და დანებება უბრძანეს. ატყდა ურთიერთსროლა, რომლის დროსაც ბანდის მეთაური ანდრეი კესარევი და ხუთი ბანდიტი დაიღუპა. ფეხში დაიჭრა ტიტეც, თუმცა გაქცევა მოახერხა და თავისი საყვარლის, ლარისა ივანოვას ბინას შეაფარა თავი. განკურნების შემდეგ, ტიტე შურღაია მშობლიურ მარტვილში დაბრუნდა. თუმცა, მშობლები გარდაცვლილები დახვდნენ და „კამეჩი“ გააბრაგდა, ტყეში გავიდა... მის დასაჭერად სამეგრელოს ძალოვანი  სტრუქტურების საუკეთესო თანამშრომლები იყვნენ ჩართულები, მაგრამ მის მოხელთებას ვერ ახერხებდნენ. სოფლებში იმდენი თაყვანისმცემელი და მფარველი ჰყავდა, რომ მილიცია უძლური იყო.
ქორწილი
25 წლის აბრაგი რომელ ოჯახშიც შეადგამდა ფეხს, იმ ოჯახს ზედმეტად ვერავინ შეეხებოდა. თუკი ვინმე გაკადნიერდებოდა, მაშინ მას „კამეჩთან“ მოუწევდა პასუხისგება. შურღაია, როგორც კლასიკური ქართველი აბრაგი, დაჩაგრულებისა და სუსტების ქომაგი იყო. არსენასავით – მდიდარს ართმევდა, ღარიბს აძლევდა... თუმცა, მდიდრებად ის იმათ კი არ მიიჩნევდა, ვინც პატიოსანი შრომით იხვეჭდა ხვავსა და ბარაქას, არამედ მექრთამეებსა და მევახშეებს. ასეთებს „კამეჩი“ მოკლე ბარათებს უგზავნიდა, რასაც მრავალი წლის შემდეგ დურუ ხურცილავაც აკეთებდა. ამ ბარათებში ეწერა: „გამომიგზავნე 5 ათასი მანეთი. „კამეჩი“. თითქმის ასიდან ას შემთხვევაში შურღაიას ფულს უყოყმანოდ აძლევდნენ და „კამეჩი“ ამ თანხებით გაჭირვებულებსა და ავადმყოფებს ეხმარებოდა. ტიტეს მაგალითი გადამდები აღმოჩნდა. გააბრაგების სურვილი მრავალ ადამიანს უჩნდებოდა და „კამეჩთან“ მიდიოდნენ ტყეში. 1952 წელს ტიტე შურღაიას ტყეში გავარდნილი ბანდა უკვე 40 წევრს ითვლიდა. ეს კი უკვე სარიოზული ძალა იყო და ძალოვანმა სტრუქტურებმა  მათი დაუყოვნებლივი ლიკვიდაციის ბრძანება მიიღეს. მით უმეტეს, რომ ბანდიტები მხოლოდ წვრილმანი რეკეტით არ კმაყოფილდებოდნენ და მსხვილი საქმეების კეთებასაც მიჰყვეს ხელი. შურღაიამ და მისმა ბანდამ ქუთაისში, სოხუმში, ბათუმსა და ზუგდიდში 16 მსხვილი ძარცვა მოაწყვეს და საერთო ჯამში, 260 ათას მანეთს დაეუფლნენ. თბილისიდან მათ სალიკვიდაციოდ მილიციის საგანგებო რაზმი გაგზავნეს, თუმცა ძალოვანთა ძალისხმევამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. მეტიც, 1953 წლის მაისში, 28 წლის „კამეჩმა“ ჯერ მარტვილის ეკლესიაში დაიწერა ჯვარი. შემდეგ კი უღრან ტყეში გრანდიოზული ქორწილი მოაწყო, რომელსაც 1 000 ადამიანი დაესწრო. მილიციის სპეცრაზმელები იმ დროს სოფელში იმყოფებოდნენ და ამის შესახებ ინფორმაციაც ჰქონდათ, მაგრამ ტყეში არ შევიდნენ.
მზაკვრული სვლა
„კამეჩის“ ჯვრისწერამ და ტყეში ჩატარებულმა ქორწილმა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ისტერიკამდე მიიყვანა და სამეგრელოში პოლკოვნიკი ჯამბულ კაკალია გაგზავნა სიტუაციის გამოსასწორებლად. კაკალია სადისტი და ჯალათი იყო. ნებისმიერ, ყველაზე ბინძურ საქმესაც კი უყოყმანოდ ასრულებდა. პოლკოვნიკი, მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში „კამეჩის“ სიდედრსა და სიმამრს მიუვარდა. „ნაგანის“ ტარით სცემა და დაემუქრა, თუკი შურღაია თავისი ნებით არ ჩაბარდებოდა მილიციას, მისი მეუღლის მთელ ნათესაობას დახოცავდნენ... „კამეჩის“ ცოლი, ცირა გვახარია კი, ქმართან ერთად ტყეში იმალებოდა და ამის გამო გადაურჩა კაკალიას კლანჭებს. ცოლის მშობლების შეურაცხყოფით გამწარებულმა „კამეჩმა“, ორი კვირის შემდეგ მისსავე შტაბში, ღამით მოიხელთა პოლკოვნიკი ჯამბულ კაკალია და გააშიშვლა, კარაბინის კონდახით სასტიკად სცემა და ბოლოს მარჯვენა ყური მოაჭრა. წასვლისას კი დაემუქრა: თუკი ერთხელ მაინც აღმართავდა ვინმეზე ხელს, გულს ცოცხლად ამოუღებდა... ყურმოჭრილი და ნაცემი პოლკოვნიკი იმ დღის შემდეგ გაძლიერებული დაცვით გადაადგილდებოდა და ცდილობდა, თვალში არავის შეჩხეროდა. „კამეჩი“ და მისი ბანდა კი თავიანთ საქმიანობას განაგრძობდნენ.
1954 წლის აპრილში ტიტე შურღაიას ვაჟი შეეძინა – მისმა მეუღლემ მარტვილის საავადმყოფოში იმშობიარა. ბავშვი 16 აპრილს დაიბადა და ცირას მშობლებს ქალიშვილი და შვილიშვილი 23-ში უნდა გამოეყვანათ. თუმცა, ცირა და პატარა ვარლამი იქ არ დახვდათ. მოგვიანებით, ყურმოჭრილმა ჯამბულ კაკალიამ „კამეჩს“ შეუთვალა: შენი ცოლ-შვილი ჩემთანაა და თუ გინდა, ისინი ცოცხლები ნახო, შენ და შენი ბანდა ტყიდან გამოდით და ჩაგვბარდითო... „კამეჩს“ მეტი არაფერი დარჩენოდა და პოლკოვნიკის ნებას დაემორჩილა.
„კამეჩი“ და მისი ბანდიტები თბილისში ჩამოიყვანეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში გამოამწყვდიეს. ჩაატარეს საჩვენებელი პროცესი, რომელსაც მილიციის გაძლიერებული ასეული იცავდა. ბანდიტებს სხვადასხვა ვადის პატიმრობა განუსაზღვრეს. „კამეჩს“ კი 25 წელი მიუსაჯეს და ურალში გაუშვეს ეტაპით, სადაც ის 1959 წელს, ცნობილი ციხე „ბელი ლებედის“ ერთადგილიან საკანში გარდაიცვალა. ტიტე შურღაია სულ რაღაც 34 წლის იყო.

скачать dle 11.3