საინტერესო ტესტი
უბრალოდ, იყავით გულახდილი და ეს ტესტი საკუთარი თავის უკეთ შეცნობის საშუალებას მოგცემთ. თუ რომელიმე პუნქტს არ დაეთანხმებით, შეიძლება რეალობა არ მოგწონთ და შეცვალეთ.
1. რომელი ფერი უფრო მოგწონთ: წითელი, ყვითელი, ლურჯი, შავი თუ მწვანე?
2. თქვენი სახელის პირველი ასო.
3. თქვენი დაბადების თვე.
4. რომელი ფერი უფრო მოგწონთ – შავი თუ თეთრი?
5. დაწერეთ თქვენი საყვარელი ციფრი.
6. რომელი უფრო მოგწონთ – კალიფორნია თუ ფლორიდა?
7. რომელი გირჩევნიათ – ოკეანე თუ ტბა?
პასუხები:
1. თუ აირჩიეთ:
წითელი: თქვენ სიყვარულში ცურავთ, სიყვარულით არის თქვენი ცხოვრება ავსებული.
ყვითელი: თქვენ კარგი ადამიანი ხართ და გიყვართ ხელის გამართვა სხვისთვის.
ლურჯი: თქვენ ხართ თბილი და გიყვართ, როცა თქვენი საყვარელი პიროვნებები ყურადღებას გაქცევენ და გეფერებიან.
შავი: თქვენ ხართ აგრესიული და ჩაკეტილი პიროვნება, ასე ვთქვათ, გძულთ ქვეყნიერება და ეს ამბავი თავადაც გაწუხებთ, მაგრამ ვერაფერს ცვლით.
მწვანე: თქვენ ხართ განტვირთული და მშვიდი.
2. თუ თქვენი სახელის
პირველი ასო არის:
ა-დან კ-მდე: ძალიან ბევრი მეგობარი და საყვარელი ადამიანი გყავთ – ამ მხრივ ნამდვილად გაგიმართლათ.
ლ-რ: ცდილობთ, მაქსიმალურად გაერთოთ და მალე თქვენს ცხოვრებას სიყვარული დაიპყრობს.
ს-ჰ: გიყვართ ადამიანების დახმარება და მომავალში თქვენი ცხოვრება ლამაზი და საყვარელი იქნება.
3. თუ დაიბადეთ:
იანვარი-მარტი: ეს წელიწადი კარგად ჩაივლის და ნახავთ, რომ მოულოდნელად შეგიყვარდებათ. თუ პარტნიორი უკვე გყავთ, მასთან ურთიერთობა ახალ, საინტერესო ფაზაში შევა.
აპრილი-ივნისი: ძლიერი, მაგრამ ხანმოკლე სიყვარული გექნებათ, ოღონდ, არასოდეს დაგავიწყდებათ.
ივლისი-სექტემბერი: ყველაფერი კარგისკენ მიიწევს, ეს წელი თქვენთვის კარგის მომტანი იქნება.
ოქტომბერი-დეკემბერი: გადასარევი სიყვარული არ გექნებათ, მაგრამ თქვენს სიყვარულს მაინც იპოვით. უკვე იპოვეთ? ესე იგი, ისაა, ვისაც ეძებდით.
4. თუ აირჩიეთ:
შავი: თქვენი ცხოვრების დირექცია შეიცვლება, ცოტათი გაგიძნელდებათ, მაგრამ ბოლოს კარგი შედეგი გექნებათ.
თეთრი: საუკეთესო მეგობარი გეყოლებათ, რომელიც ბევრს გირჩევთ, მაგრამ თქვენ არ მოუსმენთ.
5. რომელი ციფრიც დაწერეთ, ზუსტად იმდენი საუკეთესო ამხანაგი გყავთ და ეს ძალიან კარგია.
6. თუ აირჩიეთ:
კალიფორნია: გიყვართ მოგზაურობა.
ფლორიდა: სუსტი ადამიანი ხართ.
7. თუ აირიჩიეთ:
ტბა: კარგად იქცევით თქვენს მეგობრებთან და შეყვარებულთან, მაგრამ მორცხვი ხართ.
ოკეანე: გამბედავი ხართ, გიყვართ დახმარების თხოვნა და ეს სისუსტედ არ მიგაჩნიათ.