კითხვა-პასუხი
კითხვა: ძალიან გთხოვთ, ამიხსნათ, რას ნიშნავს წამწამების ლამინირება?
პასუხი: ამ პროცედურის შემდეგ წამწამები თქვენთვის სასურველი ფორმით იპრიხება. თავდაპირველად წამწამებზე უსვამენ კრემისებრ მასას, მერე კი – ნივთიერებას, რომელიც წამწამებს აპრეხს. ამის შემდეგ წაისვამთ საღებავს, ბოლოს კი – თხევად კერატინს. პროცედურა გრძელდება 45 წუთი, მისი ეფექტი კი – თვე-ნახევრიდან ორთვე-ნახევრის განმავლობაში. წამწამების ლამინირებას უკუჩვენება არ გააჩნია.
კითხვა: სისტემატურად ვვარჯიშობ (გასახდომად) და ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავ. მაინტერესებს, როდის უნდა მივიღო ცილები და რა არის აუცილებელი კუნთოვანი ქსოვილის აღსადგენად?
პასუხი: ძალისმიერი დატვირთვისთანავე, კუნთები განსაკუთრებით საჭიროებს ცილებს. კუნთოვანი ქსოვილის აღსადგენად და ამინომჟავური ბალანსის შესავსებად აუცილებელია პროტეინი. ამ პერიოდში ცილების ათვისების სიჩქარე 3-4-ჯერ იზრდება. აი, ნახშირწყლების მიღება კი ვარჯიშის შემდეგ მიზანშეწონილი არ არის.
კითხვა: რისგან უნდა შედგებოდეს იდეალური საუზმე?
პასუხი: თქვენი დილის საუზმის 50 პროცენტს უნდა შეადგენდეს ცილები, 40 პროცენტს – ნახშირწყლები და 10 პროცენტს – ცხიმები. ცილებით მდიდარია თევზი, ლობიო, დიეტური ხორცი, ხაჭო, კვერცხი და ყველი. რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც ხანგრძლივად უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით, შეიცავს ცეხვილი პური, შვრია და წიწიბურა. სასარგებლო ცხიმებსა და ომეგა 3 ცხიმმჟავებს კი შეიცავს თევზი, თხილი, ნიგოზი, ნაღების კარაქი და მცენარეული ზეთი.
კითხვა: მითხრეს, რომ სახის კანი სრულყოფილად სუფთაა, თუ ის გაწმენდის შემდეგ სველი ხელის წასმისას ჭრაჭუნის მაგვარ ხმას გამოსცემს. სწორია თუ არა ეს ინფორმაცია?
პასუხი: კანის „ჭრაჭუნი“ არის გაუწყლოების პირველი ნიშანი და სასწრაფოდ უნდა დაიწყოთ მისი კვება, დატენიანება და აღდგენა კოსმეტოლოგის დახმარებით.