როგორ ამოვიცნოთ მატყუარა და სანდო ადამიანები
ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად ატყუებენ და ღალატობენ საყვარელ ადამიანებს, საქმიან პარტნიორებსა და მეგობრებს. ქვემოთ მოყვანილი ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, ვის რა დოზით ენდოთ.
ვერძი ყოველთვის ასრულებს თავის პირობას და ადვილად მიდის ნებისმიერ რისკზე. თუ გადაწყვეტს მოტყუებას, ეს კარგად გამოუვა. ძალიან აქტიურია და, თუ პარტნიორი გვერდით არ დაუდგა, ის მარტო განაგრძობს წინსვლას. თუ თქვენ საქმიან პარტნიორად ვერძს აირჩევთ, ხშირად მოგიწევთ, უმტკიცოთ ერთგულება.
კურო ერთ-ერთი ყველაზე ერთგულია საქმეში, მთავარია, ხშირად უსმინოთ და გაითვალისწინოთ მისი რჩევა-დარიგებები. ის არ გიღალატებთ და არ მიგატოვებთ რთულ სიტუაციაში; თქვენთან ერთად გადალახავს ბარიერებს და ეცდება პრობლემების მოსაგვარებლად გზების მოძიებას. მაგრამ, თუ იეჭვა, რომ მას საქმიანი პარტნიორი ატყუებს ან ღალატობს, აუცილებლად აიღებს რევანშს.
ტყუპები ანგარებიანი საქმიანი პარტნიორები არიან, რომლებსაც ყველაფრის კარგად გათვლა ეხერხებათ. ხშირად დგამენ გაუთვალისწინებელ ნაბიჯებს. მათი დაყოლიება და მართვა რთულია. თუმცა, თუ მოიპოვებთ მათ ნდობას, ნებისმიერ საქმეში დაგიდგებიან გვერდით.
კირჩხიბი ნაკლებად იმსახურებს ნდობას. მისთვის საქმეში ღალატის მიზეზად შეიძლება იქცეს გადაუმოწმებელი ინფორმაცია და წვრილმანებზე ყურადღების ზედმეტად გამახვილება. მასთან მეტად დელიკატური უნდა იყოთ და აკონტროლოთ სიტყვები და ქმედებები. თუ კირჩხიბი გრძნობს, რომ თქვენ ის გჭირდებათ, ის მაშინვე თქვენ გვერდით გაჩნდება, მთავარია, გაუმხილოთ ის, რასაც განიცდით და გრძნობთ.
ამაყი და თვითდაჯერებული ლომი ხშირად ცდება გარშემო მყოფთა შეფასებაში. თუმცა, ადვილად შეუძლია, მართოს ადამიანები და საკუთარი აზრი მოახვიოს თავზე. უყვარს მმართველობა, ამიტომ, მის გვერდით ყოფნისას სიტყვების გააზრებაა საჭირო. ის პრინციპულია და არასდროს ღალატობს კოლეგებს, რაც მას ძალიან საიმედო პარტნიორად აქცევს.
დარწმუნებული იყავით, რომ, თუ ქალწულმა მეგობრად ან საქმიან პარტნიორად აგირჩიათ, ეს გადაწყვეტილება მან ხანგრძლივი ფიქრისა და ყველაფრის კარგად გაანალიზების შემდეგ მიიღო. თუ ის ოდესმე გადადგამს საბედისწერო ნაბიჯს და გარისკავს, ეს იქნება არა დაუფიქრებელი და თავქარიანი გადაწყვეტილება, არამედ, სერიოზული ფიქრის შედეგი.
სასწორი სერიოზულად ეკიდება ყველა მოვალეობას და, როგორც წესი, არასდროს იტყუება. მეორე მხრივ კი, მისთვის უცხო არაა თავგადასავლები. თუ შეძლებთ და მისი მეგობარი ან საქმიანი პარტნიორი გახდებით, ეს ძალიან წაადგება თქვენს როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებას.
მორიელი საქმიანია, თუმცა, თუ თქვენს ერთგულებაში ეჭვი შეიტანა, ადვილად გაწყვეტს ნებისმიერ კონტაქტს. მისი ერთგულების მოპოვება მხოლოდ ხშირი საუბრებითა და შეხვედრებით შეიძლება, მთავარია, მის გვერდით იყოთ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხართ, და არა შენიღბული.
თუ მშვილდოსნის თავისუფლებას არ შეზღუდავთ, ის ძალიან ერთგული მეგობარი და საქმიანი პარტნიორი გახდება. ის ყოველთვის მზადაა, დაგეხმაროთ და გვერდში დაგიდგეთ, მაგრამ, იმავეს მოითხოვს თქვენგანაც. ურთიერთობებში დამთმობია, თუმცა, მის გვერდით დიპლომატიური უნდა იყოთ და ქმედებებიც აკონტროლოთ.
თხის რქა ის მეგობარი და საქმიანი პარტნიორია, რომელსაც ასი პროცენტით შეგიძლიათ ენდოთ და ანდოთ თქვენი ფინანსები ან გაუმხილოთ საიდუმლო. ის ყოველთვის მზადაა, დაგეხმაროთ. ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის ღალატი კატასტროფის ტოლფასია. მას ურჩევნია, გაწყვიტოს ურთიერთობა, ვიდრე ტყუილზე წავიდეს.
მერწყულს ყველაზე ცვალებადი ხასიათი აქვს. ვერასდროს გაიგებთ, რას უნდა ელოდოთ მისგან. ძალიან ადვილია მისი მოტყუება, მაგრამ, თუ ამაში გამოგიჭირათ, მისგან დანდობას ნუ ელით. არ უყვარს დიდხანს დაფიქრება და არასდროს შეაქვს ეჭვი სხვების მოქმედებაში – სწორედ ეს თვისება აქცევს მას ნაკლებად საიმედო საქმიან პარტნიორად და მეგობრად. მას შუეძლია, არც კი დაფიქრდეს, ისე გარისკოს თქვენთან ერთად.
თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი საკმაოდ ერთგული საქმიანი პარტნიორია, თუმცა, თუ ის გაგინაწყენდათ, დაუნდობელი ხდება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გული გატკინოთ. ერთადერთი, რაც მის გვერდით არ უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ მას თავისუფლება არ შეუზღუდოთ.