კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბადრიჯანი საუკეთესო საკვებია მათთვის, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს


ბადრიჯანი სასარგებლო ბოსტნეულია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძაღვთა, ასევე, ღვიძლის დაავადებები და პოდაგრა აწუხებს. რეკომენდებულია სისხლნაკლებობისას და ამაგრებს ნერვულ სისტემას.
ეს პროდუქტი საუკეთესო საკვებია მათთვის, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, იმავდროულად, მდიდარია უჯრედებით, რომელსაც ორგანიზმიდან შლაკები და ჭარბი წყალი გამოაქვს. მაგრამ გახსოვდეთ, ბადრიჯანი ცხიმს ადვილად იწოვს და საბოლოო ჯამში, ზედმეტად ცხიმიან პროდუქტად შეიძლება იქცეს. ის ცოტა ცხიმს შეიწოვს თუ რგოლებად დაჭრით და 10 წუთი ცივ წყალში გააჩერებთ.
ნივთიერება სოლანინი, რომელიც მას მომწარო გემოს აძლევს, გადამწიფებულ პროდუქტში ჭარბადაა. ამ ნივთიერების დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება საყლაპავი მილი და კუჭი გაგიღიზიანოთ. ამიტომ, ის ქორფა და ახალი უნდა შეიძინოთ და მისგან მოამზადოთ საკვები.

კუჭ-ნაწლავის ქრონიკული აშლილობისას ასისთავას ნაყენი გამოიყენეთ
ასისთავას მცენარე გამოიყენება კუჭის სიმძიმის, კუჭის წყლულისა და ანემიის დროს; ღვიძლის დაავადებისას, ნაღვლის არასაკმარისი სეკრეციის, დიაბეტისა და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ.
ასისთავა, ძნელად შესახორცებელი ჭრილობების დროს, გარედან მოსაბანად უებარი წამალი ნაყენია. ამისთვის, ერთი ან ორი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული გამხმარი ასისთავა, რომელიც აფთიაქებში უკვე ხელმისაწვდომია, ჩაყარეთ ორ ჭიქა ადუღებულ წყალში და გააჩერეთ 1 საათი.
გაითვალისწინეთ, რომ ასისთავასგან დამზადებული ყველა სამკურნალო საშუალება უნდა მიიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
 კუჭ-ნაწლავის ქრონიკული აშლილობისას გამოიყენეთ შემდეგნაირად მომზადებული ნაყენი: 2-2 ან 3-3 სადილის კოვზი კრაზანა და ასისთავა წამოადუღეთ ერთ ლიტრ წყალში. სვით მთელი დღის განმავლობაში. ეს ნაყენი კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის ნატურალური გამანეიტრალებელი, ასევე, მადის მომგვრელი და ნაღვლის გამომყოფი საშუალებაა.
არსებობს კიდევ ერთი უებარი რეცეპტი: 1 სადილის კოვზ ასისთავას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის ერთი კურსისთვის დაგჭირდებათ 50 გრამი ასისთავა.

რომელი სითხით უნდა გამოკვებოთ სხეული ზაფხულში
ადამიანს სითხის მოთხოვნილება სეზონურად ეცვლება. თუ ზამთარში, ძირითადად, ცხელ სასმელებს მივირთმევთ, ცხელ სეზონზე უფრო მეტად იზრდება სუფთა წყლისა და ნატურალური წვენების მოთხოვნილება.
ადამიანმა ნორმალური ცხოვრების რიტმის შესანარჩუნებლად დღე-ღამეში დაახლოებით ორ ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს. ამ დოზაში შედის სითხის ის რაოდენობა, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ვიღებთ ხილის, სუპის, ბულიონის, კეფირისა და ბუნებრივი წყლის სახით.
ვისაც სურს, დალიოს სითხის დიდი რაოდენობა და თანაც დაცული იყოს ზედმეტი კალორიებისგან, მაშინ კარგია ჩაი და მცენარეული ნაყენები, მაგალითად, პიტნის, ასკილის, ორკბილას. ეს ნაყენები შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და ნაკლებად კალორიულია. გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით სმა არ არის რეკომენდებული.
იდეალურია, თუ ყოველდღიური კვების მენიუში შეიტანთ ხილ-კენკროვან სასმელებს, ბურახს, მაწონს, კეფირს, მცენარეულ ნაყენებს, ჩაის და ბუნებრივ წყალს. ასევე, კარგია ბულიონი, სუპი, ცოცხალი ბოსტნეული და ხილი. შეგიძლიათ, ორი კათხა ლუდიც მიირთვათ. ამის შემდეგ ყოველდღიური სითხის მიღების ნორმა თითქმის შესრულებულია.
ასევე, არსებობს სამკურნალო და სუფრის მინერალური წყლები. სუფრის მინერალური წყალი ყველასთვის კარგია, თანაც, შეგიძლიათ, იმდენი სვათ, რამდენიც გსურთ. სამკურნალო წყალს კი ექიმი დაგინიშნავთ, რადგან ის ორი სახისაა, კერძოდ: ბუნებრივი და სინთეზური. სინთეზური კარგია აბაზანების სახით, დასალევად კი ბუნებრივი ჯობია. წყურვილის მოკვლის საშუალებით ადამიანი არა მარტო ვიტამინებს, არამედ მინერალებსაც იღებს. ამისთვის კი კარგია, სვათ წვენები, კისელი, ბურახი და ასე შემდეგ.
ადამიანის ორგანიზმი ბურახს კარგად შეიწოვს, რადგან ის მდიდარია ორგანული მჟავებითა და ვიტამინებით. ორგანული ნივთიერებებისა და ვიტამინების შემცველობით ბურახს კონკურენციას უწევს ხილის წვენები, ასევე, კენკროვანთა კისელი. ეს ყოველივე ორგანიზმის კვების საუკეთესო საშუალებად ითვლება, განსაკუთრებით ზაფხულში.
დაივიწყეთ ეგრეთ წოდებული მისაღები სითხის ნორმა, რადგან ის დოგმა არ არის. თუ უკუჩვენება არ გაქვთ, მაშინ იმდენი რაოდენობით მიიღეთ სითხე, რამდენიც გსურთ.

აიმაღლეთ შრომისუნარიანობა და ტონუსი სამკურნალო ნაყენების მეშვეობით
ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას. ამიტომ, პოლივიტამინური ნაყენების ხალხური რეცეპტები სიმხნევეს მოგანიჭებთ, მეტად შრომისუნარიანს გაგხდით, ტვინის მოქმედებას გაააქტიურებს და ტონუსს აგიმაღლებთ.
* კუნელის ნაყენი – ნახევარ ჩაის ჭიქა კუნელის ნაყოფს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით დაახლოებით 5-6 საათით ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი 1 ჭიქა ნაყენში გაურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ჭამის  შემდეგ დალიეთ.
* მოცვის ნაყენი – 1/4 ჩაის ჭიქა მოცვის ფოთლებს დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში. დალიეთ თბილი, დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ. ეს ნაყენი პოლივიტამინების საბადოა, ასევე, კარგია ნიკრისის ქარის დროს.
* ასკილისა და შავი მოცხარის ნაყენი – თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს ასკილის ნაყოფი და მოცხარის კენკრა. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ ერთი საათით, თავდახურული. შემდეგ გადაწურეთ და დაატკბეთ შაქრით. დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ. ეს ნაყენი კარგია  გაციებისა და ინფექციური დაავადებების დროს.
* ასკილისა და ქიშმიშის ნაყენი – გაატარეთ ქიშმიში ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით მდუღარე წყალი. ადუღეთ 10 წუთი და მიღებულ ნახარშს დაუმატეთ იმდენივე ასკილის ნახარში. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში რამდენჯერმე. ეს ნაყენი კარგია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, რადგან ქიშმიშიც და ასკილიც გულის კუნთს ამაგრებს.
* ასკილისა და ცირცელის ნაყენი – ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ასკილი და ცირცელი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათი. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჩაის ჭიქა.
* ავიტამინოზის დროს: აიღეთ 3-3 სადილის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და ასკილი. დანაყეთ, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი მოცვი და კარგად აურიეთ. 3 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით სამი საათით, ოთახის ტემპერატურაზე. სვით დილა-საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნაყენი ამდიდრებს ორგანიზმს ყველა ვიტამინითა და მიკროელემენტით.
მცხუნვარე მზე და ჰაერის
მაღალი ტენიანობა ჯანმრთელობას აუარესებს
როდესაც ძალიან ცხელა, სრულიად ჯანმრთელ ადამიანებსაც შესაძლოა, აუჩქარდეთ პულსი, განუვითარდეთ ქოშინი, გაუჩნდეთ ჰაერის უკმარისობისა და გულზე ზეწოლის შეგრძნება. ეს ყველაფერი გულის გადატვირთვის შედეგია. გულ-სისხლძარღვთა დარღვევებით დაავადებულებს კი სიცხე განსაკუთრებით აწუხებთ. ვისაც სისხლის მაღალი წნევა ქრონიკულად აწუხებს და ძლიერი უარყოფითი ემოციებით იტვირთება, თავს უარესად გრძნობს, ხოლო პაციენტებს გულის იშემიური დაავადებით უფრო ხშირად აწუხებთ სტენოკარდიის შეტევები.
ამიტომ, ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ეს პათოლოგია, გირჩევთ,  სახლიდან არ გახვიდეთ 12:00-დან 16:00 საათამდე, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მაქსიმალურ ზღვარს აღწევს და მზის სხივებიც განსაკუთრებით რადიაციულია. თუ მზეზე გასვლის თავიდან აცილება არ ხერხდება, ეცადეთ, ჩრდილში იყოთ, შედარებით გრილ ადგილას, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. თუ დაგეწყოთ ქოშინი, იგრძენით სისუსტე, თავბრუხვევა ან ტკივილი გულმკერდის არეში, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვა. 
განსაკუთრებულად ცხელ დღეებში გადახედეთ თქვენს საკვებ რაციონს, შეამცირეთ ხორცისა და ცხოველური ცხიმების მოხმარება, უფრო მეტად გამოიყენეთ მცენარეული და რძის პროდუქტები. თუმცა, არც სასარგებლო საკვების ჭარბი რაოდენობის მიღებაა სასურველი. მთავარია, მიიღოთ მსუბუქი საკვები, ცოტ-ცოტა რაოდენობით. ხშირად მიირთვით მწვანილი და ბოსტნეული. ხორცი კი ჩაანაცვლეთ თევზეულით. მინიმუმამდე შეამცირეთ მარილი.
ჰაერის მაღალი ტენიანობა იწვევს ორგანიზმში ზედმეტი სითხის შეკავებას, ეს კი განსაკუთრებით, მაღალი წნევითა და გულის იშემიური დაავადების მქონე ადამიანებისთვისაა საშიში. პრობლემის განვითარებას განაპირობებს ორგანიზმში სითხის შეკავების შედეგად განვითარებული სისხლმეტობა, რომელიც ზრდის გულის მუშაობას გადატუმბვისთვის საჭირო დონემდე და იზრდება წნევაც. თუ გამოხატულია გულის იშემიური დაავადება, ნატურალური წვენებისა და მინერალური წყლების რაოდენობა დღეში, დაახლოვებით 800 მილილიტრამდე უნდა შემცირდეს. ორგანიზმში სითხის შეკავება იწვევს არტერიული წნევის მომატებას.
ჯანმრთელმა ადამიანებმა კი უნდა მიიღონ სითხის ის რაოდენობა, რომელიც მოახდენს ჭარბი ოფლიანობის კომპენსირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმის გამოშრობა გამოიწვევს თავბრუხვევას და გონების დაკარგვას.
გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებს ეკრძალებათ თუნდაც მცირე რაოდენობით ალკოჰოლის შემცველი სასმელები. ბევრი ადამიანი ლუდს უვნებლად მიიჩნევს, მაგრამ ამ სასმელმა, ისევე, როგორც სხვა ალკოჰოლურმა სასმელმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სტენოკარდიის შეტევა და გულის ასთმაც კი.

კიტრისა და სტაფილოს წვენის ნაზავი რევმატულ დაავადებებს შველის
კიტრის წვენი კარგი შარდმდენი საშუალებაა, თუმცა მას კიდევ სხვა ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს. ის შეიცავს 40 პროცენტამდე კალციუმს, 10 პროცენტამდე ნატრიუმს, 20 პროცენტამდე ფოსფორს და 8 პროცენტამდე ქლორს. ასევე, მასში შემავალი დიდი რაოდენობით გოგირდი და სილიციუმი ხელს უწყობს თმის ზრდას. კიტრში კალციუმის შემცველობა არეგულირებს წნევას, ასევე, კარგია კბილებისა და ღრძილების დაავადებების დროს. ადამიანის ფრჩხილსა და თმას სწორედ იმდენი მიკროელემენტი ესაჭიროება, რა რაოდენობითაც მას შეიცავს კიტრის წვენი.
კიტრის წვენით, სტაფილოს წვენთან ერთად, მკურნალობენ რევმატულ დაავადებებს. ასევე, კიტრის, სტაფილოსა და მწვანე სალათის ფურცლების წვენის ნარევი, კანის ბევრი დაავადებისთვის უებარი წამალია.

скачать dle 11.3