კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ცნობილია, რომ იერუსალიმსა და თბილისში ერთი და იმავე დასახელების წმიდა ადგილებია. ეს რამ განაპირობა?
პასუხი: დიახ, თბილისში მართლაც არის იმ სახელწოდების წმიდა ადგილები, რაც იერუსალიმში. მაგალითად, ელიას მთა, ბეთლემი, სიონი და ასე შემდეგ. როცა საქართველოში ქრისტიანობა დამკვიდრდა და ქართველი კაცის ცნობიერებამ მიიღო ქრისტე, ასეთი სახელწოდებები თანდათან ჩამოყალიბდა. ქართველს უნდოდა ქრისტეს ფეხნადგამი მიწის მადლი თბილისშიც განმეორებულიყო, მისი საყვარელი ქალაქი რაღაცით დამსგავსებოდა წმიდა ადგილს. ეს იმაზე მეტყველებს, თუ როგორი გულითა და სათნოებით მიიღო ქართველმა ქრისტე და მასთან დაკავშირებული მოვლენები, რომლებიც ღრმად აღიბეჭდა ერის ცნობიერებაში და გამოხატვა ამ სახით ჰპოვა. ეს უფლის დიდი სიყვარულის ნიშანია და არა ამპარტავნების.
კითხვა: რატომ არ შეიძლება მკითხაობა ბედის ამოსაცნობად?
პასუხი: ეკლესია კატეგორიულად კრძალავს მკითხაობას, რადგან ამ დროს ადამიანი კონტაქტში შედის ბნელ ძალებთან. უფალს რომ სურდეს, ყოველ ჩვენგანს გაუმჟღავნებდა მის მომავალს. მაგრამ, სახარებაში ნათქვამია, რომ გამუდმებით უნდა ვფხიზლობდეთ და ვლოცულობდეთ, რადგან არ ვიცით, რა ჟამს დაგვიდგება განსასჯელის დრო.
კითხვა: რა სახით ეცხადება მორწმუნე ადამიანს უხილავი მტერი?
პასუხი: მშიშარას უხილავი მტერი თავს ესხმის ძრწოლითა და მოჩვენებებით, სხვას – ცილისწამებით, მტრობით, ბოღმით, სწავლულს – სიამაყით, ახალგაზრდას – ბიწიერი აზრებით, მოხუცს – სიზარმაცით და ასე შემდეგ.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც სამსახურში უფროსი მას გარკვეულ თანამდებობაზე ირჩევს, მისი კოლეგების უმრავლესობა კი ამის წინაამდეგია?
პასუხი: ყოველგვარი არჩევანი მოითხოვს ერთსულოვნებას. თუ ხედავ, რომ შენი არჩევა ხალხს არ სიამოვნებს, განერიდე და ამით დაამშვიდე ისინი. რადგან, როგორი ღირსეულიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ მისი არჩევა ამა თუ იმ თანამდებობაზე შუღლსა და შფოთს გამოიწვევს, ის თავისდაუნებურად, საზიანო იქნება საკუთარი თავისთვისაც და სხვისთვისაც.
კითხვა: როგორ უნდა გამოხატოს ადამიანმა უფლის სიყვარული?
პასუხი: უფლის სიყვარულს ყოველი მორწმუნე გამოხატავს მისი მცნებების დაცვით.

скачать dle 11.3