კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გვკლავს და გვაცოცხლებს!

ორ ზღვას შუას ბედისწერა

სანამ ჩვენსავე ფანჯრებს იქით ვაკვირდებით, როგორ იღვიძებს ოსმალეთი, მაშინ, როდესაც იმავე ფანჯრებქვეშ რუსული ტანკები გვიდგას, ხოლო ეს ჩვენი რეგიონული სტრატეგიული პარტნიორი აზერბაიჯანი ჩვენ გარეშე სიამტკბილობს ირან-რუსეთ-თურქეთთან, ირანის გაზის ექსპორტის ნაციონალური კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირანულ საინფორმაციო სააგენტოსვე განუცხადა, რომ ძალიან მალე საქართველოს ირანულ გაზს მიაწოდებენ (მის პირს თაფლი და შაქარი!).
ამ მარშრუტის, რომელიც ირან-სომხეთ-საქართველოზე გაივლის, საბოლოო სამიზნე ევროპა, კერძოდ, ბულგარეთია (შავი ზღვის გავლით და არა – თურქეთიდან). თანაც, უფრო ადრე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს (ირანში ვიზიტისას) დაუდასტურებია, რომ, მზად არიან, მხარი დაუჭირონ ამ პროექტს.
მართალია, ირან-სომხეთის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა მოძველებულია, თუმცა მუშა მდგომარეობაში, მით უფრო, რომ საქართველოს ბოლო პერიოდში არაერთხელ მიუღია ირანული გაზის მცირე-მცირე რაოდენობა ექსტრემალური მდგომარეობისას (როდესაც რუსულ გაზზე ვიყავით მიბმულ-დამოკიდებული).
და თუმცა ამ პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელია მშვიდობა შავ ზღვაზე, ისიც საქმეა, რომ გაზი ირანულია, ვინაიდან, დიდი ალბათობით, რფ მას არ აწყენინებს (გაზის პატრონს).
ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ევროპისკენ მიმავალ ენერგოპროექტში სომხეთის ჩართულობა რუსეთს ამ მარშრუტის კონტროლის ირიბ საშუალებასაც მისცემს, ეს ჩვენს უსაფრთხოებაზეც  დადებითად იმოქმედებს. ამ ჩვენი საბედისწერო მდებარეობის უცნაური ლოგიკით: რაც გკლავდეს, ისვე გაცოცხლებდესო?! –

скачать dle 11.3