ჰუმანოიდების დეფიციტი
მე – მას, შენ – მე
ისე მოხდა, რომ სამართლიანობა ვერ თუ არ აღვადგინეთ და ვერც ყველა მოძალადე გამოვავლინეთ და დავსაჯეთ, ამიტომაც, დიდი ალბათობით, ადამიანთა წამების მონაწილეები, შესაძლოა, ქუჩაშიც კი გვხვდებიან, გვიღიმიან და ჩვენს შვილებს თავზე ხელსაც კი უსვამენ.
ამ თუ სხვა მიზეზით, არც თუ იშვიათია ბავშვების მიერ უპატრონო ცხოველთა წამების შემთხვევები. სულ ბოლოს არასრულწლოვნებმა ლეკვი სასტიკად აწამეს, რის შედეგადაც ის დაიღუპა.
რაკი ფაქტმა რეზონანსი გამოიწვია, გავრცელებული ინფორმაციით, ლეკვის წამებაში მონაწილეები დაკითხეს. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ოთხფეხების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას კანონი იცავს (რომელიც მთელი დატვირთვით ორფეხების პასიურობის გამო ვერ მუშაობს), იმედია, დამნაშავეები დაისჯებიან.
თუმცა, მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ გარემოს დანაგვიანება, მწვანე ნარგავების განადგურება და ოთხფეხებისადმი გულგრილობა (თუ სისასტიკე – არა) ჩვენი, ლამისაა, სავიზიტო ბარათია, გაუგებარია, რატომ ფიქრობს რიგითი მოქალაქე, რომლისთვისაც სხვაზე ზრუნვა უცხოა (გარემოს ჩათვლით), რომ ზემოთ, ხელისუფლებაში აღმოჩნდებიან ისეთები, რომლებიც მასზე იზრუნებენ?! –