რა სპეციალური კომფორტია შექმნილი მშობლებისთვის ბავშვთა გასართობ ცენტრ DELUXE-ში და ვინ ზრუნავს ბავშვების დაბადების დღის გალამაზებაზე
თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, სად აღნიშნოთ თქვენი პატარების იუბილე, ბავშვთა გასართობი ცენტრი DELUXE საუკეთესო არჩევანი იქნება. იქაური გარემო, ანიმატორები და წარმოდგენები პირდაპირ ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებენ. DELUXE ყველა ასაკისა და გემოვნების ბავშვებზეა გათვლილი. DELUXE-ცენტრის შესახებ უფრო დეტალურად მისი დამფუძნებელი, ქალბატონი ია ჟღენტი გვესაუბრა.
ია ჟღენტი: სამი წლის წინ ჩვენმა ბიზნესჯგუფმა გადაწყვიტა გაეკეთებინა ელიტური ბავშვთა გასართობი ცენტრი, რადგან ბაზარზე ვერ ნახავდით ისეთ ცენტრს, სადაც თავმოყრილი იყო ყველაფერი ერთად: ბავშვებისათვის ნორმალური სათამაშო ტერიტორია, კარგი სამზარეულო, თანამედროვე დიზაინი, გახმოვანების ხარისხი და ზოგადად, კომფორტი. DELUXE ბავშვთა პირველი გასართობი ცენტრია, სადაც მშობლებისთვის არის ლაუნჯ-ბარი. რაც მთავარია, ყველაფერი განთავსებულია ერთ სართულზე. ლაუნჯ-ბარიდან მშობლებს შეუძლიათ ვიტრაჟის მეშვეობით თვალ– ყური ადევნონ, თუ როგორ ერთობიან შვილები. გასართობი ცენტრიდან ხმაური არ შედის ბარში და ასევე, პირიქით. ცენტრი კეთილმოწყობილია ისეთი მასალით, რომ ბავშვებმა დაცემის შემთხვევაში, დაზიანება არ მიიღონ. მე ყველა პროცესში თავიდან ბოლომდე ვარ ჩართული – დაწყებული სამზარეულოდან, წარმოდგენით დამთავრებული. ჩვენ მაქსიმალურად ვიხარჯებით, რომ ბავშვებს ზუსტად ის დახვდეთ, როგორც წარმოუდგენიათ და არავითარ შემთხვევაში, არ გაუცრუვდეთ იმედები. უკვე გვყავს ისეთი ბავშვები, სამი წლის განმავლობაში ჩვენს ცენტრში რომ იხდიან დაბადების დღეებს. ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, გარემოსა და პროგრამების განახლებას. სექტემბრისთვის DELUXE-ში იგეგმება რადიკალური ცვლილებები, რაც კიდევ უფრო დახვეწილსა და მრავალფეროვან გარემოს და, ასევე, პროგრამას გულისხმობს.
– რის მიხედვით ურჩევთ ბავშვებს გასართობ პროგრამას?
– როდესაც მშობელი მოდის და შეკვეთის ფურცელს ავსებს, ჩვენ ვეკითხებით ბავშვის ხასიათსა და გემოვნებაზე, აქტიურია თუ პასიური, რომელი მულტფილმის გმირები მოსწონს და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან ბევრნაირი პროგრამა გვაქვს, რომლის საშუალებითაც ბავშვებს ზღაპრულ სამყაროს ვუქმნით. ლაზერები, საპნის ბუშტები, სცენური ბოლი და სპეც-ეფექტები უფრო შთამბეჭდავს ხდის დღესასწაულს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, გვაქვს მაღალი დონის აპარატურა, რაც გამორიცხავს ხმის გაორებას, ან სხვა სახის ხარვეზს.
– პროგრამა ყველა გემოვნების ბავშვზეა გათვლილი?
– რა თქმა უნდა. შესაძლებელია ერთი და იმავე ასაკის ბავშვს ჰქონდეს სხვადასხვა პროგრამა არჩეული, მიუხედავად იმისა, ბიჭია თუ გოგო. მაგალითად, ერთ დღეს იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც 9 წლის ბავშვმა აირჩია ცოცხალი ბენდი, ბარმენ-შოუ და შეიქმნა კლუბური გარემო. იმავე საღამოს მისმა თანატოლმა აირჩია ზღაპრის გმირები. გოგონების შემთხვევაში, ძირითადად, პრინცესების მონაწილეობით იდგმება წარმოდგენები. რაც შეეხება ბიჭებს, მათთვის გვყავს სპაიდერმენი, მაიკრაფთი, ვარსკვლავური ომების გმირები, საბზირო, სკორპიონონი და ბევრი სხვა კოსტუმირებული გმირი.
7 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისთვის გვაქვს ლაზერული ომები (ლაზერ ტაგ). სხვადასხვა ფერად ნათდება იარაღი, ჟილეტი, იდგმება წინაღობები, კეთდება ცენტრის ტრანსფორმაცია. ეს თამაში ძალიან პოპულარულია როგორც გოგონებში, ასევე, ბიჭებში. იარაღი დამზადებულია სპეციალური უსაფრთხო მასალისაგან, რომ დაჯახების შემთხვევაში, ბავშვები არ დაზიანდნენ.
სურვილისამებრ დაბადების დღემდე, იუბილარს ვუდგამთ ცეკვას და ვიბარებთ რეპეტიციაზე. ცენტრში ასევე წააწყდებით პირატების გემსაც, რომელმაც სამი წლის განმავლობაში ყველანაირ დატვირთვას გაუძლო. ძირითადად, ყველა ცერემონიალი ამ გემზე სრულდება – ვარსკვლავის გახსნა, ტორტის ჩაქრობა ან სხვა სახის დაჯილდოება.
– რა ხანგრძლივობისაა გასართობი პროგრამა და რა თანმიმდევრობითაა აქტივობები დაგეგმილი?
– ზოგადად, პროგრამა 2 საათს გრძელდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის დროის გახანგრძლივების შესაძლებლობა. ყოფილა შემთხვევა, 4 საათიც გაუგრძელებიათ. რაც შეეხება პროგრამის თანმიმდევრობას, ამასაც თავიდან ბოლომდე ვათანხმებთ იუბილარის მხარესთან.
– ვინ არიან ანიმატორები?
– ჩვენი ანიმატორები არიან მსახიობები. დაბადების დღემდე მუდმივად ვრეპეტიციობთ, რომ ისინი იყვნენ შეუდარებლები. ყოველთვის ვეუბნები მათ, წარმოიდგინეთ, რომ დგახართ სცენაზე და თამაშობთ სპექტაკლში. ანიმატორებთან ერთად, ბავშვებიც მაქსიმალურად არიან ჩართული წარმოდგენებში. დაბადების დღე იხსნება ფლეშმობით ან პერფორმანსით. გვყავს საქართველოს მასშტაბით ჩემპიონები ბრეიქდანსის სტილში. სწორედ ეს ბიჭები და გოგონები უტარებენ ბავშვებს რეპეტიციებს, როდესაც იუბილარს უნდა, რომ იყოს გამორჩეული.
– მშობლები თუ არიან ჩართულები გასართობ პროგრამაში?
– ეს მათ ნება-სურვილზეა დამოკიდეული. ზოგს ურჩევნია, ლაუნჯ-ბარში იყოს ის პერიოდი, ზოგს – პირიქით. ნებისმიერ შემთხვევაში, ღონისძიების ბოლოს გვაქვს დისკოთეკა, რომლის დროსაც ყველა ბავშვი ცეკვაში ეჯიბრება თავის მშობელს.
– რას იტყვით დაბადების დღის მენიუზე?
– გვაქვს ჩვენი სამზარეულო და გვყავს შეფ-მზარეული, რომელიც ახალი და ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებს ყველაფერს. ამ მხრივ, ბავშვების მოთხოვნით, დავუშვით ერთადერთი გამონაკლისი, კარტოფილ ფრისთან დაკავშირებით. დილით ხდება პროდუქტის მომარაგება. შესაბამისად, ჩვენ არ ვიყენებთ გაყინულ პროდუქტებს. მენიუ ძალიან მკაცრად კონტროლდება. მშობლებისთვის ცალკე გვაქვს მენიუ. ბარში მათ შეუძლიათ, მიირთვან ნებისმიერი სახის საკვები და სასმელი. ერთადერთი, რაც იუბილარს თვითონ მოაქვს, ეს არის ტორტი.
მისამართი: ოთარ ჩხეიძის ¹9 (შანხაის დასახლება)
საკონტაქტო ტელ: (+995 32) 218 43 42; მობ: +995 55 45 55 59.
ელ-ფოსტა: deluxecentre@gmail.com
Facebook: Deluxe center tbilisi