კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ზიანი მიაყენა რჩეულიშვილების ოჯახს რუსუდან კერვალიშვილის გადაწყვეტილებამ

გასულ კვირას საზოგადოებისთვის მოსალოდნელი  შედეგით დასრულდა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმიანობა სამშენებლო ბიზნესში. წლების განმავლობაში გაისმოდა ეკრანიდან უამრავი დაზარალებული ადამიანის მხრიდან რჩეულიშვილების მისამართით წამოყენებული ბრალდება მათ მიერ ასობით მილიონი ლარის მითვისების შესახებ. სიმართლის დადგენა ახლა მხოლოდ გამოძიების პრეროგატივაა.   
– როგორ დაიწყო თქვენი კომპანიის – „ცენტრ პოინტის“ პრობლემები, თქვენი თვალით რა და როგორ ჩანდა?                
რუსუდან კერვალიშვილი: ეს საქმინაობა ყოველთვის იყო დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ცვალებადობასთან. მდგომარეობა კარდიოგრამასავით იცვლება, ანუ, ბიზნესის მდგომარეობა ისეთია, როგორი ვითარებაც არის სახელმწიფოში. სამწუხაროდ, „ცენტრ პოინტის“ მსგავსი პრობლემები დღეს ბევრს აქვს საქართველოში, ასამდე სამშენებლო კომპანიას. 
– რის გაკეთებას აპირებთ?
– პირადად მე არაფერი გეგმა არ გამაჩნია. სამწუხაროდ, უუნარო ვარ ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან ძალიან ღრმა შოკი მივიღე ყოველივე ამისგან. ეს ვახტანგმა უნდა გადაწყვიტოს. მე ყოველთვის პოზიტიურად ვფიქრობ სახელმწიფოზე და მინდა ქვეყნის შენება. ვიმეორებ: ჩემს დაპატიმრებას დადებითად შევაფასებ და სამართლიანად ჩავთვლი, თუ მაიას მიეცემა რეაბილიტაციის, საქმის კეთებისა და დასრულების საშუალება. ნუ მივიყვანთ საზოგადოებას შუასაუკუნეებრივ მეთოდებამდე. პირველ ყოვლისა, მე მინდა სამართლიანობის აღდგენა!
– რეალურად წარმოგიდგენიათ თქვენი თავი გისოსებში?
– როგორ, ჩემი და თუ ზის, რატომ არ შეიძლება, მე ჩავჯდე?! მე ვარ დამფუძნებელი, მე მაქვს ყველაფერი გაკეთებული; თუ რამე გასატანი იყო კომპანიიდან 2008 წლამდე, მე გამქონდა. კომპანიის დამფუძნებელი ვიყავი, საერთოდ რაზეა ლაპარაკი?! სალომე ჩარკვიანმა, რომელმაც 2004 წელს კომპანიასთან ჩაიარა, იმას აპატიმრებენ და მე არ მაპატიმრებენ?! რა უფლებით, რომელი სამართლით?! რატომ უნდა იყოს მაია ჩემ გარეშე თუნდაც ერთი ღამე? ჩვენ ერთნაირი მონაწილეობა გვაქვს ყველაფერში მიღებული. თუ იმას ელოდებიან, გაგრძელდეს შოუ და გამოგზავნონ ადამიანები, რომლებიც იყვირებენ სასამართლოში?! კმარა!
– როგორი იქნება იმ ადამიანების ბედი, ვინც ვერც ბინა მიიღო და ვერც ფული დაიბრუნა უკან?
– დაზარალებული ზუსტად  იმდენია, რამდენთანაც დღესდღეობით პროკურატურას აქვს ურთიერთობა; ვისაც ურეკავს პროკურატურა და ეუბნება – ჩვენ გვაქვს საშუალება, გცნოთ დაზარალებულადო. ბუნებრივია, ამის მერე მოქალაქეებს უჩნდებათ განცდა იმისა, რომ, თუკი პროკურატურა მცნობს, რატომ რა უნდა გამოვიყენო ესო. იმ ადამიანებზეცაა ლაპარაკი, რომლებიც ცხოვრობენ „თეთრ მაგნოლიაში“, ჩვენი უახლოესი ადამიანები, რომლებიც გვირეკავენ და გვეკითხებიან, როგორ მოვიქცეთო? ჩემი პასუხია: თუ თქვენ გრძნობთ თავს დაზარალებულად, უნდა მიბრძანდეთ პროკურატურაში. სამი წელიწადია, ეს გრძელდება და აგროვებენ ადამიანებს იმისთვის, რომ კოცონი დაანთონ! კი ბატონო, დაგვწვან კოცონზე, თუკი ამით სასურველი შედეგი იქნება. ვითხოვ ჩემს სამუდამო  პატიმრობას იმის სანაცვლოდ, რომ გამოუშვან ეს ოთხი ადამიანი. 
– ეს გარედან რაც ჩანს, მაგრამ, მე მაინტერესებს, მთელი ამ დროის განმავლობაში შიგნით რა ხდებოდა, თქვენს ოჯახში, რაზე თათბირობდით, რა რჩევებს აძლევდით ერთმანეთს?
– მაიასთან სატელეფონო კონტაქტიც კი არასდროს მქონია საქმეებზე, არაფერს არ ვთათბირობდით. მე დიდი ხანია, არმაზში ვცხოვრობ,  მაია ცხოვრობდა თელავში და იქიდან ხელმძღვანელობდა მთელ ამ ბიზნესს. ჩვენ პრაქტიკულად ერთად ვიყავით შარშან, დედას გასვენებაზე და სასამართლოებზე. მაიას საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. მან იცის, რომ, ერთადერთი, რაც შეიძლება, გააკეთოს,  დაზარალებულების საქმეს უნდა მიხედოს. სად ჰქონდა მაიას მაგის დრო, ნამდვილ კატორღაში იყო. ჯერ ერთი, მაია საოცრად გულნატკენი იყო იმასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა ჩემი მხრიდან, ანუ, „დექსუსის“ შესვლით კომპანიაში. მე მივედი პირადად ზურაბ ადეიშვილთან რეაბილიტაციისთვის. „დექსუსი“ იყო გამოყოფილი იმ მიზნით, რომ შესწავლილიყო „ცენტრ პოინტის” მდგომარეობა. მაშინ ჩამოერთვა მაიას ლაპარაკის და საერთოდ ყველაფრის უფლება. მოხდა „ისრების” გადატანა: აი, ამათ შეჭამეს ფულები და დაგაზარალეს... უდიდესი ზიანი მიაყენა მაიას ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ!
– არასდროს გიფიქრიათ, შეგეწყვიტათ ეს სამშენებლო ბიზნესი, თუკი არაფერი გამოდის და მხოლოდ ზარალში ხართ? არ ჯობდა, დაზარალებულები გაგესტუმრებინათ და სხვა საქმეს გააგრძელებდით?
– როგორ უნდა შეწყვიტოს? მაშინ, ვინ უნდა დაამთავროს საქმე? მე რომ პარლამენტში შევედი 2008 წელს, ამ დროს კომპანია ყვაოდა, იცით თქვენ?! უცებ, დაიწყო ომი და, რომელ წუთში უნდა შეეწყვიტა, რა ადგილას, სად, რომელ სართულზე უნდა დაეტოვებინა? ეს ხომ პროცესია, ეს ხომ არ არის ერთი პროდუქტის გაყიდვა? მაია ლომბარდში დებდა ყველაფერს, ყველაფერს აკეთებდა, რომ დაზარალებულებისთვის მიეხედა, ყველაფრის განხორციელების გეგმა სწორედ მაიას აქვს. მაიას ნივთები, თუნდაც 70 ათასად ღირებული ვაზა, როგორც ამბობენ, ეყოფოდა მშენებლობის დასრულებას? ასეთ ჭორებში სიმართლის გამოკვეთის საშუალება შეუძლებელია. ამიტომაც მოვითხოვ ჩემს უვადო პატიმრობას როგორც ადამიანი, როგორც ქალი. ჩემს გამამართლებელ სიტყვას ვერავინ იტყვის. მე ვაღიარებ, მე ვარ ყველაფერში დამნაშავე! რასაც მოითხოვენ, იმას ვაღიარებ – მეტი რა გავაკეთო?!
– კონკრეტულად რაში ხედავთ თქვენს დანაშაულს?
– პოლიტიკაში წასვლაში ვხედავ ჩემს დანაშაულს. ქალს, რომელსაც უკეთებ დემონიზაციას, ერთიანად სპობ მის ოჯახსაც და ყველაფერს მის ირგვლივ – აი, ეს არის ის მაქსიმალური ზიანი, რაც მოვუტანე ჩემს ოჯახს. თუ არა და, ვიქნებოდი ჩვეულებრივად, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი ასი მენაშენეა უმძიმეს მდგომარეობაში. მე აღარ მინდა ამაზე კიდევ ერთხელ ლაპარაკი და ამით მანიპულირება, მაგრამ, რამდენმა მამაკაცმა მოიკლა თავი იმის გამო, რომ მათმა ღირსებამ ვერ გაუძლო ამ მდგომარეობას?! გასაგებია, რომ სახელმწიფოს ძალიან ბევრი გაჭირვება აქვს, მაგრამ, არ  შეიძლება, სახელმწიფოს ნება იყოს სიძულვილის გაღვივება, რომ ადამიანებს გასაჯიჯგნად გადაუგდო ადამიანი – ეს არ მოგიტანს კარგ შედეგს, ეს არ არის სწორი გზა.

скачать dle 11.3