კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ დაიმსახურა კოტე მათითაშვილმა მეუღლისა და შვილების მხრიდან აღიარება

ის თავის პროფესიაში საკმაოდ წარმატებულია, მის ხელს არაერთი ქალბატონი გაულამაზებია. გარდა ამისა, როგორც გადაცემის წამყვანი, ამ მხრივაც, საკმაოდ წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა – უკვე მეორე წელია, პლასტიკური ქირურგი, კოტე მათითაშვილი, დანარჩენ სამ ექიმთან ერთად, გადაცემა „ექიმებს“ შესანიშნავად უძღვება.
კოტე მათითაშვილი: სატელევიზიო სეზონმა საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. ჩვენი საპროდიუსერო ჯგუფი როგორც გვეუბნება, გადაცემას რეიტინგი ძალიან კარგი აქვს. შესაბამისად, გრძელდება და კიდევ უფრო მეტ ძალებს მოიკრებს. ახლა სტამბულში მივფრინავთ, სადაც დიდი კლინიკაა და თურქი კოლეგების თხოვნით, ერთი გადაცემა მთლიანად იქ ჩაიწერება. ასე რომ, გვექნება გასვლითი გადაღებები. ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ, რომ ეს გადაცემა მართლაც პოპულარული გახდა. ტყუილად არ გვიშრომია ამდენი ხნის განმავლობაში და ტყუილად არ დაგვიხარჯავს ამდენი ენერგია. უფრო დინამიკური გახდა ამ მხრივ ჩვენი ცხოვრება, რაღაც ჰობივითაა ის ჩემთვის. როდესაც ტელევიზიაში მივდივარ, იქ სულ სხვა ამპლუაში ვახდენ თვითრეალიზებას. რომ გითხრათ, ეს ყველაფერი მღლის-მეთქი, არა. ერთადერთი, ყველანი იმაზე ვჩივით, რომ სტუდიაში ძალიან ცხელა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანით – ჩვენი კოლეგები, მსახიობები, მომღერლები. ბევრთან დავმეგობრდი.
– თქვენი პაციენტებიც ხომ არ გახდნენ?
– როცა ტელევიზორიდან ინტელექტუალურ დონეზე, ღიად თავისუფლად საუბრობ, ეს ადამიანში უფრო მეტ ნდობას იწვევს მანამდე, სანამ შენთან მოვა კონსულტაციაზე... და რომ მოდიან, უკვე გიცნობენ: დედა, ცხოვრებაში უფრო გამხდარი ხართ. როგორი მსუქანი ჩანხართ ლაივში, ბევრად უფრო სიმპათიური ყოფილხართ. ეს, რა თქმა უნდა, არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის, ხუმრობის დონეზე ვუდგები.
– გველის შიშიც დაამარცხეთ.
– გველის შიში კი არ დავამარცხე, უარესი შიში ავიკიდე. ცნობიერი შიში კი არ მაქვს ამ არსებებისადმი, პირიქით, მათ არსებობას დედამიწაზე პატივს ვცემ, მაგრამ აუტანლობა შეიძლება დაარქვა ამას. შვილები მყავდა გადაცემაში მიყვანილი. ვუთხარი: თუ გინდათ, ნახეთ მახრჩობელა გველი. კიო და გამომყვნენ, კისერზე შემოიხვიეს, ჩაეხუტნენ, ლამის აკოცეს. თვალები შუბლზე ამივიდა. ახლაც რომ მახსენდება გველის სახე, ლოყაზე რომ მომეცაცუნა, ენა მომისვა, არა, არა...
– კიდევ რის შიში გაქვთ?
– ძაღლების მეშინია სასტიკად. ყველაზე პატარა ძაღლისაც, რომელმაც შეიძლება – აუ, აუ – დაიძახოს. ძაღლებს რომ ვხედავ, გავრბივარ... შეიძლება, ბავშვები შევატოვო, მათ არ ეშინიათ. დილაობით ველოსიპედით მინდოდა სიარული. მოვსინჯე ერთი-ორჯერ და რომ დავინახე, ქუჩაში მაწანაწალა ძაღლები დადიან, იქ დამთავრდა ყველაფერი: აღარც ველოსიპედი მინდა და ასეთ ადგილებსაც ვერიდები. როცა ბავშვებმა მოისურვეს ძაღლის სახლში ყოლა და ჩვენც აკადემიურად ავუხსენით, რას ნიშნავს ძაღლის მოვლა – რომ დილის 7 საათზე უნდა გაიყვანო, გაასეირნო, ეს უკვე ნაკლებად ესიამოვნათ.
– ორი ვაჟი გყავთ. რთულია ამ დროში ორი ბიჭის მამობა?
– არ არის, რთული, რადგან ჩემი მეუღლე ისეთ დონეზე დგას და ისეა მასზე ოჯახი დაფუძნებული, რომ მე არ მექმნება არანაირი დისკომფორტი. აბსოლუტურად ღია ურთიერთობა მაქვს ჩემს შვილებთან და ისინიც ძალიან თანამედროვედ უყურებენ არსებულ ცხოვრებას. განათლებას მაქსიმალურად იღებენ, ღრუბელივით ისრუტავენ. წიგნის კითხვა უყვართ ძალიან. როდესაც ბავშვი განათლებულია, მასთან ურთიერთობაც ადვილია. ახლა უფროსმა ბიჭმა თავად მოინდომა და ჩააბარა უფრო რთულ სკოლაში. თვითონ დაგეგმა ყველაფერი, თავისით მოემზადა იმაში, რაც სჭირდებოდა, ყველანაირი პედაგოგის გარეშე. მათემატიკაში წავეხმარე ცოტა ბოლო ერთი თვე და ინგლისურში – 23 საუკეთესოში მოხვდა.
– თქვენ თუ ხართ ჩართული მათ აღზრდაში?
– დრო არ მაქვს, თუმცა დროზე წუწუნი არ მიყვარს, მძულს, რადგან მაშინ ნაკლები უნდა ვიძინოთ და მოვნახავთ დროს. დაღლილობის ფაქტორი, ემოციური სამსახური, ბევრი სოციალური საკითხი – იმდენი პასუხისმგებლობა მაკისრია ოჯახის, მშობლების, გარემო სამყაროსადმი, რომ ეს ყველაფერი მოდუნების საშუალებას არ მაძლევს – ყველაზე მეტად მღლის და ვერ გავურბივარ. არ არის იმის დრო, რომ 5 დღე დავრჩე საკუთარ თავთან მარტო ან ბაღში ვარდებს მოვუარო, ბალახი მოვჭრა. ადამიანს „სოციალური ცხოველი“ დავარქვი. ჩვენს ცხოველურ ინსტიქტებს გვინდა, რომ მივსდიოთ, ბუნებასთან ახლოს ვიყოთ, ჰაერი ვისუნთქოთ, ვიცურაოთ, ვითევზაოთ, ტყეში წავიდეთ. მაგრამ, ეს ყველაფერი მოცილებული გვაქვს და ვართ მაგიდების, ფურცლების, კომპიუტერების, პასუხისმგებლობის, ავტომობილების გარემოცვაში.
– ოჯახში მეუღლეებს ფუნქციები გადანაწილებული გაქვთ?
– პირობითად გადანაწილებულია. გენდერული დისბალანსი ბალანსირებულია. ჩემი აზრით, ფიზიკური სიმძიმეები უფრო მამაკაცზე უნდა მოდიოდეს; ასევე სიმძიმეები, ოღონდ ნაკლებად, ქალსაც უნდა ეხებოდეს. თუმცა, ყველაფერი პარიტეტულ ურთიერთობაზე უნდა იყოს აწყობილი. ოჯახში საერთო მიმართულება, ხედვა უნდა იყოს და მერეა ყველაფერი კარგად.
– 14 წელია, ერთად ხართ.
– 15 წელია.
– საიუბილეო თარიღი გქონიათ. არ აპირებთ აღნიშვნას?
– ხანდახან გვავიწყდება ჩვენი ქორწინების თარიღი – იყო ასეთი ერთი-ორი შემთხვევა. ორივეს დაგვავიწყდა და მეორე დღეს გაგვახსენდა, ესეც იმიტომ, რომ რაღაცეებით გვაქვს გამოტენილი ორივეს ტვინი.
– 15 წელი არ არის მცირე დრო.
– მძიმე პერიოდები ყველას აქვს ოჯახში, ისევე, როგორც ჩვენც გვქონია. ამის გარეშე, არცერთი ოჯახი არ არსებობს. ეს სინთეტიკური მექანიზმია, მაგის გარეშე, ბუნებრივი არ იქნება. ასეთი პერიოდი ყველას აქვს – შეიძლება, მეც მაქვს გავლილი, ან ახლა გავდივარ, ან წინ მელის. ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის ისეთი რამ, რის გამოც ადამიანმა ტრაგედია უნდა შექმნას. საერთო ჯამში, ასეთი ეტაპები, სხვადასხვა ხედვის ჩამოყალიბება უნდა იყოს პერიოდული და არა პერმანენტული, მუდმივი. მერე შენს ხედვებს უნდა გადახედო, პოზიციებს, სიახლეების მოძიება დაიწყო ურთიერთობაში. ყოველ შემთხვევაში, ის სივრცე, ენერგია, რაც ოჯახის გარშემო არსებობს, მაქსიმალურად უნდა იყოს შენარჩუნებული და მოფერებული. ეს არ არის ცალმხრივი, არც სიყვარულია ცალმხრივი, ორმხრივად ხდება ყველაფერი.
– სიყვარულიც გადიოდა ამ 15 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპს?
– რა თქმა უნდა, გადიოდა და ტრანსფორმირდებოდა. უფრო რეალისტური ხდება სიყვარული. ისეთი აღარ არის, როგორც შეყვარებულების დროს, როგორც ხშირად მოწოდებულია ეს ფილმებში, ლიტერატურაში – რომ შეგიძლია თქვა: ნახეთ, როგორ უყვართ ერთმანეთი. ოჯახი ჩემთვის არის ტრანსფორმირებადი ორგანიზმი, რომელიც დროშიც და სივრცეშიც იცვლება ერთმანეთის მიმართაც და დუღდება. დუღილის ტემპერატურა ხან მაღალია, ხან დაბალი, ხან ნორმალური, ხან კი შეიძლება, აიჭრას კიდეც. საბოლოო ჯამში, ყველა ოჯახში, როდესაც გარკვეული კრიზისი დგება, ურთიერთდათმობისა და პატივისცემის შედეგად გადაივლის, დაწყნარდება და ჰორიზონტიც გამოჩნდება.
– როდესაც გადაცემაში ლამაზი ქალბატონები მოდიან, კომპლიმენტებს არასდროს იშურებთ. ამ მხრივ, წამყვანებს შორის განსაკუთრებულად გამოირჩევით და ანებივრებთ ქალებს.
– ეს ინდივიდუალური თვისებაა, შეიძლება, ჩემმა პროფესიამაც მოიტანა. მანდილოსნებთან ურთიერთობა ვერბალურ, საუბრის დონეზე არ მიჭირს და არ მაქვს იმის პრობლემა, თუ ლამაზია, ვუთხრა კომპლიმენტი.
– მეუღლესაც ხშირად ეუბნებით კომპლიმენტებს, მის ახალ ვარცხნილობას ან სამოსს თუ ამჩნევთ?
– მანდ ყველაზე მინიმალურად... მეუღლებს, რა თქმა უნდა, ყოველდღე და ყოველწამს სჭირდებათ კომპლიმენტები, ესეც – ორმხრივია და ამის გარეშე არ შეიძლება. თუმცა, როგორ ვახერხებ, არ ვიცი, ამას ვერ გიპასუხებთ. გააჩნია განწყობას, სეზონს.
– ადრე მითხარით, ჩემს წამყვანობაზე ოჯახში ბევრს იცინიანო და გაღიარეს უკვე თუ ისევ სახუმარო თემა აქვთ?
– სამწუხაროდ, ახლაც ასე გრძელდება – დამცინიან. ვაღიარებ ამას. ვეუბნები: რა გინდათ, ჩემი შრომით მივაღწიე, რომ ხალხს ვუყვარდე-მეთქი. ეს მოიტანა ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობამ, საუბარმა, ღიმილმა და არა პოლიტიკამ ან ძალაუფლებამ, რაც კარგია... მაგრამ, მაინც არ მაღიარეს. განსაკუთრებით ფოტოს გადაღებას რომ მთხოვენ... ბათუმში ვიყავით და ქუჩაში მიცნეს. ქალბატონები ისხდნენ და რომ დამინახეს: აუ, აუ და აუ... – ატყდა ერთი ამბავი, ფოტოების გადაღება. ჩემი შვილები მიყურებდნენ: ეეე, მამაა! მეუღლეც კარგად ხალისობდა ამ თემაზე, მაგრამ, მგონი, მობეზრდა უკვე ამაზე ხალისი. ხომ დამცინიან შვილები და ამას წინათ ერთ-ერთ დაწესებულებაში ფეხბურთის საყურებლად შევედით. ადგილი არ არისო და მერე მითხრეს: თქვენ თუ მოხვალთ, იქნება ადგილიო. მივედი და 8-კაციანი ადგილი გამოჩნდა. ვუთხარი ბავშვებს: ხომ კარგია ჩემთან ერთად სიარული-მეთქი. ჰო, ახლა კიო.
– როგორი ხართ თავად პაციენტის როლში?
– უიმე, დედა! არა, არა... კბილის ექიმთან მისვლისაც მეშინია, მაგრამ ყოველთვის მივდივარ. მშიშარა პაციენტი ვარ, ძალიან, თან, ზედმეტად ყურადღებიანი – ყველაფერს ვუკვრიდები, მერე ვბრაზდები. ღმერთის წყალობით, ინტერვენცია არ დამჭირვებია, პაციენტის როლში არ ვყოფილვარ. თუმცა, ემოციური ფონი, ხან გადაღლა, ფეხების ტკივილი, გულის ფრიალი, როგორც ყველას,  მეც მაქვს და ხანდახან მაშინებს კიდეც. მაგრამ ასეა, ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრება.

скачать dle 11.3