ვახო ბიჭიკაშვილის ანეკდოტები
– მიხოვ, მარო დავინახე პაპიროსით ხელში და შენს ცოლს მოწევის ნებას რთავ?
– აბა რა ვქნა, შაქროვ, ჯო? ცოტა ხნით ხომ უნდა გაჩუმდეს.
***
სამსახურიდან დაბრუნებული დედა ეკითხება შვილს:
– შვილო, იმეცადინე დღეს ფირტეპიანოზე?
– კი, დედა.
– არ მჯერა.
– თუ არ გჯერა, გადი აივანზე, მოუსმინე და დაიჯერებ.
– რას მოვუსმინო?
– რას და, ცუცა დეიდა ახლაც „სართულებიანს“ მწყევლის.
***
– იცი, ჩემს მეზობელ ლამარას, შვიდი შვილი ჰყავს, შვიდივე ბიჭი და შვიდივეს გიორგი ჰქვია.
– მერე, ერთმანეთისგან როგორ არჩევს?
– მამის სახელებით.
***
ბიზნესმენ გივისთან მივიდა ბავშვობის მეგობარი ფულის სათხოვნელად. მოერიდა პირდაპირ ფულის თხოვნა და უთხრა:
– გივი, შეგიძლია, საუკეთესო მეგობარს ორასი დოლარი ასესხო?
– როგორ არ შემიძლია, რა პრობლემაა, მაგრამ მასეთი რომ არ მყავს?
***
ძმაკაცი უყვება ძმაკაცს:
– აუ, ბიჭო, გუშინ რომ გავიღვიძე, ხალიჩაზე ვიწექი.
– მერე, რა მოხდა, რა გაკვირვებული ყვები?
– როგორ თუ რა მოხდა? ხალიჩა კედელზე კიდია!
***
ნათელმხილველი ეუბნება მისულ კლიენტს:
– თქვენ დღეს ისეთი ნასვამი ხართ, როგორც ზეგ.
***
პურის მაღაზიაში:
– თუ შეიძლება პური მომეცით.
– თეთრი თუ შავი?
– სულერთია.
– ეგ როგორ?
– ბაბუაჩემისთვის მიმაქვს, ბრმაა.
***
აფთიაქში შედის მამაკაცი და ეკითხება ფარმაცევტს:
– დარიშხანი გაქვთ?
– კი გვაქვს, მაგრამ რისთვის გინდათ?
– ცოლი უნდა მოვწამლო.
– უი, მაშინ ვერ მოგცემთ.
მამაკაცმა ჩაიყო ჯიბეში ხელი, ამოიღო ცოლის სურათი და ფარმაცევტს გაუწოდა:
– აი, ნახეთ, ეს ჩემი ცოლია.
ფარმაცევტმა დახედა სურათს და უპასუხა:
– მერე, პირდაპირ გეთქვათ, რომ რეცეპტი თან გაქვთ.
***
საუბარი პოლიციაში:
– უფროსო, უცნაური მკვლელობაა. მე შეკვეთილი მგონია, მაგრამ იცით, რა მიკვირს? აი, საკონტროლო ტყვია თავში კი არა, უკანალში რომ აქვს დახლილი.
– უცნაური არაფერია. უბრალოდ, ჭკვიანი ქილერი ყოფილა. იცოდა, რომ მოკლულისთვის, სასიცოცხლო ორგანო თავი არ იყო.