ბრძნული აზრები
ესქილე: ბედნიერისთვის იოლია, ჭკუა ასწავლოს უბედურს.
ზოიმე: ყველა რომ გონივრულად ამაყი ვიყოთ, ქვეყნად ამდენი სისაძაგლე აღარ იქნებოდა.
ფრანკლინი: ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ.
შექსპირი: სისულელე ბრძენებს უფრო რგებთ, ვიდრე სიბრძნე – სულელებს.
შოუ: სისულელე არის პირდაპირი ნადირობა ბედნიერებასა და მშვენიერებაზე.
ლაროშფუკო: მოჩვენებითი სისადავე იგივე დახვეწილი პირმოთნეობაა.
სენეკა: სარგებლობა ბევრ წიგნს კი არ მოაქვს, არამედ, კარგ წიგნს.
ბირკი: წარმატება არის ერთი ისეთი ცოდვათაგანი, რომელსაც მოყვასი ვერ გაპატიებს.
გოეთე: ბევრად უფრო იოლია შეცდომის პოვნა, ვიდრე ჭეშმარიტებისა.
აინშტაინი: თითოეული ადამიანი ვალდებულია, დაუბრუნოს სამყაროს იმის მცირედი ნაწილი მაინც, რაც მისგან მიიღო.
გერცენი: სიბრძნე იწყება ჭეშმარიტების პატივისცემით.
ეზოპე: გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს სიმართლის თქმის არ ეშინია.
ლუსინი: ვინც არ იბრძვის, მას გზაც აღარ ექნება.
ფრანსი: შესაძლოა, სულელმა ისე აგაღელვოს, რომ მისგან არაფრით განასხვავო შენი თავი.
როლანი: ისტორიის შემობრუნება შეუძლებელია, ხოლო მისგან შებრუნება – შეცდომა.
ოთარ ჭილაძე: ორ წერტილს შორის ნებისმიერი მანძილის გავლა შეიძლება.
განდი: საკუთარი თავის მოპოვების საუკეთესო საშუალებაა – თავი დაანებო სხვის განსჯას.
შილერი: ტკივილი ხანმოკლეა, სიხარული კი – მარადიული.
ვოვენარგი: უქმად ყოფნა უფრო გვღლის, ვიდრე შრომა.
ლობერგერი: ორგანიზებულ სიყვარულს, სიყვარულს, როგორც დაწესებულებას, ჰქვია ქორწინება
ჩესტერფილდი: ვინც თვითონ ლაპარაკობს თავის ღირსებებზე, სასაცილოა, მაგრამ, ვინც არ განმსჭვალულა მათი შეგნებით – ბრიყვია.
სტაციუსი: პირველი ღმერთები ამქვეყნად შიშმა შექმნა.
ბეკონი: იყავი შენი საქმეებით კმაყოფილი – ეს ყველაზე დიდი ქონებაა.
სევრიუსი: სიცრუე, ისევე, როგორც ფეხმძიმობა, გარკვეული დროის შემდეგ ვლინდება.
ჰიუგო: ქალები მამაკაცებში თავიანთი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას ცდილობენ; მათ ჩვენში საკუთარი თავი უყვართ.