კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებდა მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზის აშენებას ცნობილი თბილისელი თაღლითი, მეტსახელად „კუკლა“

ნიკიტა ფროლოვი, მეტსახელად „კუკლა“, ფართო პროფილის ბოროტმოქმედი გახლდათ. თუმცა, მის მთავარ საქმიანობას აფერა წარმოადგენდა და ეს მეტსახელი („კუკლა“ – თოჯინა) ამიტომაც შეარქვეს, რაც კრიმინალურ ჟარგონზე „გადაგდებას“, ანუ მოტყუებას ნიშნავს. ფროლოვი თბილისელი იყო და გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს „კუკლას“ კრიმინალური ცხოვრებიდან.
მხოლოდ ხელების სიმარჯვე
პატარა ნიკიტა 1942 წელს თბილისში დაიბადა. მისი მშობლები ევაკუაციაში მოჰყვნენ. მამამისი ავიაინჟინერი იყო და ომის დროს ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულ, ¹31 თბილისის საავიაციო ქარხანაში მუშაობდა. რუსული გარეგნობის, მაგრამ თბილისურ ყაიდაზე გაზრდილმა ნიკიტამ, ძალიან ადრე გაუგო გემო ქუჩას. 10 წლის ასაკში თბილისელ შულერებს დაუკავშირდა და კარტის თამაშსა და მანიპულაციებს ისე ოსტატურად დაეუფლა,  მთელ ვერის უბანში ბადალი არ ჰყავდა. ბევრად უფრო მოზრდილი ბიჭებიც კი ვერ ბედავდნენ მასთან ფულზე ბანქოს თამაშს. ბუნებრივად გრძელი, ელასტიკური თითების წყალობით, ნიკიტა თვალსა და ხელს შუა აწყობდა კარტს და როგორც არ უნდა ეცადათ მის ოპონენტებს ნიკიტას გამოჭერას, მაინც არაფერი გამოსდიოდათ...
„ხელის სიმარჯვე და მეტი არაფერი“, – იტყოდა ხოლმე პატარა ნიკიტა, როცა ეკითხებოდნენ, თუ როგორ ახერხებდა ბანქოთი მანიპულირებას ასე მარჯვედ... ხელების, უფრო სწორად კი, თითების სიმარჯვეს, პატარა ნიკიტა ფროლოვი არანაკლები ოსტატობით იყენებდა ჯიბგირობაშიც. 12 წლის პატარა ბიჭი ვერიდან პლეხანოვზე მიმავალ ტრამვაიში ავიდოდა და სანამ ვაგონი ვარაზისხევს ჩაივლიდა, 6-7 მგზავრს საფუძვლიანად ამოუცარიელებდა ჯიბეებს. შემდეგ კუთხეში ჩამოხტებოდა და ზოოპარკთან მობირჟავე „ძველ ბიჭებს“ შეუერთდებოდა, ქურდული წესისამებრ, ნადავლის გარკვეულ ნაწილს საერთო სალაროში, ეგრეთ წოდებულ, „ობშჩიაკში“ დებდა.
პირობითი სასჯელი
14 წლის ნიკიტა ფროლოვი „შავი სამყაროს“ „საქმიან წრეებში“, ანუ ქურდებში დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა – მას პატივს სცემდნენ და ენდობოდნენ. სწორედ ნდობის გამოხატულება იყო ის, რომ ცნობილმა თბილისელმა „ფორტოჩნიკმა“ (ქურდი, რომელიც ფანჯრიდან შედის ბინაში) „ხალიანმა სიმონამ“, იგივე გივი სიმონიშვილმა, პავლე რუხაძის ბინის გაქურდვაში მონაწილეობა შესთავაზა ნიკიტას. რუხაძე მსხვილი იატაკქვეშა საქმოსანი იყო. ვაკის ახალ უბანში, ფეშენებელური სახლის მეოთხე სართულზე ცხოვრობდა და ისეთი წუწკი იყო, ზამთარში თოვლს არ მოგაწვდიდა... პატარა ნიკიტა, დიდი სიხარულით დაეთანხმა სახელოვანი ქურდის შემოთავაზებას და საქმეზე წაჰყვა. მეოთხე სართულის ფანჯარაში ოსტატურად შეძვრა და გარეთ მდგომ სიმონიშვილს შიგნიდან გაუღო კარი. ორივემ თვალის დახამხამებაში „გაასუფთავა“ ბინა და დღისით, მზისით, სოლიდური ნადავლით დაბრუნდნენ ქურდულ „მალინაზე“, – ქვემო ვერაზე, ერთ-ერთ ძველებურ სახლში. თუმცა, როგორც კი ნადავლის დათვლას შეუდგნენ, „მალინაში“ მილიციის სამმართველოს ოპერატიული ჯგუფი შეიჭრა და ქურდები ფაქტებთან ერთად, დააკავეს. ქურდების კონსპირაციული ბინა მილიციის ერთ-ერთმა დამსმენმა გაამჟღავნა და მილიციელები იქ მხოლოდ პროფილაქტიკისთვის შეცვივდნენ, იმ მიზნით, რომ შეიძლება, „მალინაში“ შემთხვევით ძებნილისთვის მიეგნოთ. ხალიანი სიმონას და ნიკიტა ფროლოვის შესახებ კი ოპერებს მცირედი წარმოდგენაც არ ჰქონდათ.  ამ შემთხვევითი წარმატებით უზომოდ გაიხარეს. ქურდები ნადავლიანად მილიციაში წაიყვანეს და საქმეც აღძრეს... მცირეწლოვნობის მიუხედავად, პატარა ნიკიტას სიტყვაც კი ვერაფერზე დააცდენინეს, სიმონიშვილიც დუმდა. თუმცა, მოგვიანებით, როცა დადგინდა, თუ ვისი ბინა გაიქურდა, ხალიანმა სიმონამ ქურდობის ფაქტი აღიარა. ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და პატარა ნიკიტა ფროლოვის გაშვება მოითხოვა. მართალია, ნიკიტა გაუშვეს, მაგრამ ათწლიანი პირობითი სასჯელი მისცეს. ხალიანი სიმონა კი შვიდი წლით ურალში გაუშვეს ეტაპით.
მეტსახელად „კუკლა“
ნიკიტა ფროლოვის ფართო კრიმინალური კარიერა ქალაქ ოდესაში დაიწყო. იქ 1963 წლის იანვარში ჩავიდა 21 წლის საკმაოდ გამოცდილი, თბილისელი რუსი, რომელსაც მართალია, კარგად იცნობდნენ საქართველოს დედაქალაქში, მაგრამ საკავშირო წარმატების მისაღწევად, უფრო ფართო ასპარეზი სჭირდებოდა... ოდესაში, ნიკიტა ეგრეთ წოდებულ აფერის მეფეს, ებრაელ ავრაამ ნათანზონს, მეტსახელად „მოციქულს“ გაეცნო. ნათანზონი, უმაღლესი კვალიფიკაციის აფერისტი იყო და ნიკიტას უბრალოებით, მორჩილებითა და რაც მთავარია, კრიმინალური განსწავლულობით მოიხიბლა და გამოცდილების გაზიარებასაც დაჰპირდა.
ნიკიტამ გამოცდილი თაღლითის შეგონებებიც კარგად აითვისა და სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ისე დაოსტატდა აფერისტობაში, რომ ნათანზონსაც კი აჯობა და შექებაც დაიმსახურა. სწორედ მოციქულმა შეარქვა მას მეტსახელად „კუკლა“, ნიკიტა ისე სუფთად და ოსტატურად ასრულებდა ამ კრიმინალურ ილეთს, რომ კოლეგები აღფრთოვანებულები რჩებოდნენ...  ნიკიტა ფროლოვი ძირითადად ოდესის ეგრეთ წოდებულ „ტალკუჩკაზე“ მოღვაწეობდა და „ნაღდი“ იმპორტული საქონლის მსურველებს აბითურებდა. ამერიკული ჯინსებისა თუ იტალიური ფეხსაცმლის შეძენის მსურველებს ნიკიტა  ნამდვილ საქონელს უჩვენებდა და აზომებდა კიდეც. ფულს რომ აიღებდა, მყიდველს იქვე შეუფუთავდა ნაყიდ საქონელს და ატანდა. ხვეულის გახსნის შემდეგ კი გაბითურებულ მყიდველს ჯინსის მაგივრად ტილოს ნაგლეჯი, იტალიური მოდური ფეხსაცმლის მაგივრად კი, დაფხრეწილი შიბლეტები რჩებოდა ხელში.
ყველაზე გრძელი საბაგირო გზა
წვრილმანი ოდესური თაღლითობიდან თავმოყვარე და ამბიციურმა ნიკიტამ უფრო „მსხვილი პროექტები“ ჩაიფიქრა და წარმატებითაც შეუდგა მათ განხორციელებას. გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მიჯნაზე კუკლა მოსკოვში გაემგზავრა და საბჭოეთის დედაქალაქში სხვადასხვა რესპუბლიკიდან ურიგოდ მანქანის შესაძენად ჩამოსულ ადამიანებს, ვითომდა მცირედი საკომისიო დანამატის საფასურად, ახალთახალი მანქანის შეძენას ჰპირდებოდა. შემდეგ, ნახევარ თანხას წინასწარ ართმევდა და უჩინარდებოდა... ამგვარად კუკლამ საკმაოდ დიდი ფული იშოვა და შეეძლო, უდარდელად ეცხოვრა. თუმცა, კრიმინალურმა ჟინმა და აზარტმა არ მოასვენა და კიდევ უფრო დიდი მასშტაბების თაღლითობები მოინდომა. ვოლგისპირეთის ერთ-ერთ რაიონში ადგილობრივ ხელისუფლებას პორტის აშენებას შეჰპირდა, 15 ათასი მანეთი გამოართვა ქრთამის სახით და მიიმალა. უზბეკეთსა და ყირგიზეთში, შესაბამისად აეროპორტისა და სპორტული კომპლექსის ასაშენებლად 28 და 9 ათასი მანეთი აიღო და მიიმალა. 1971 წელს კი კუკლამ ამიერკავკასიაზე „გაილაშქრა“. სომხეთის ერთ-ერთი დაბის მცხოვრებლებს წყალგაყვანილობის ასაშენებლად 5 ათასი გამოართვა. აზერბაიჯანის პატარა სოფელში კინოთეატრის ასაშენებლად 8 ათასი მანეთი აიღო და აგვისტოში საქართველოს ეწვია... კუკლა სვანეთში ავიდა და ერთ-ერთი რაიონის მცხოვრებლებს 8-კილომეტრიანი საჰაერო-საბაგირო გზის მშენებლობისთვის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი იქნებოდა, ქრთამის სახით, 10 ათასი მანეთი მოსთხოვა... სვანები სიხარულით დასთანხმდნენ თაღლითს და მეორე დღეს ფულსაც შეჰპირდნენ. ღამით კი სოფელში დარჩენა სთხოვეს და მოასვენეს... თუმცა, მეორე დილას, მძინარე კუკლას თავზე ზუგდიდის მილიციის ოპერჯგუფი წამოადგა. ის დააკავეს და მილიციაში წაიყვანეს პიროვნების დასადგენად. რომ გაირკვა, თუ ვინ აპირებდა სვანეთში 8-კილომეტრიანი საბაგიროს აშენებას, მასზე საქმე აღძრეს და ჩადენილი თაღლითობებისთვის 5 წლით ჩასვეს ციხეში.
საქმე კი ისაა, რომ როდესაც სვანებმა ითათბირეს და თავიანთ სოფელში მსოფლიოში ყველაზე გრძელი საჰაერო-საბაგირო გზის გაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს, მხოლოდ 6 ათასი შეაგროვეს, დანარჩენი ფულის სასესხებლად კი ერთ-ერთი თანასოფლელი ზუგდიდში გაუშვეს. ზუგდიდში ჩასულმა სვანმა თავის მილიციელ სიძეს მიაკითხა და ფულის შოვნაში დახმარება სთხოვა. „შებერტყილი“ მეგრელი დაეჭვდა. სიმამრს თავის კოლეგებთან ერთად სოფელში აჰყვა და ხელში ცნობილი თაღლითი – კუკლა შერჩა...
ასე ჩაეშალა კუკლას სვანეთში ყველაზე გრძელი საბაგირო გზის „მშენებლობა“ და ციხიდან რომ გამოვიდა, „სამუშაოდ“ საქართველოს აღარ გაჰკარებია.

скачать dle 11.3