კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

შვილიშვილებმა დინოზავრად მომნათლეს
უკვე საკმაოდ ხანდაზმული მამაკაცი ვარ. თავის დროზე ძალიან მკაცრად აღმზარდეს ჩემმა მშობლებმა და მე და ჩემი მეუღლეც არანაკლებ მკაცრად ვზრდიდით ჩვენს შვილებს. მაგრამ ჩემი შვილები ვეღარ გამოდგნენ კარგი მშობლები. მე და ჩემმა ცოლმა ხუთი შვილი გავზარდეთ და არცერთი არ ასცდენია გზას, ყველას მივეცით უმაღლესი განათლება და, ავად თუ კარგად, ყველა ცალ-ცალკე დავასახლეთ. უკვე დაოჯახებულები რომ იყვნენ, მაშინაც კი გვიჯერებდნენ და ითვალისწინებდნენ ჩვენს რჩევა-დარიგებას, მაგრამ ასეთი მეთოდები და ურთიერთობა აღარ გამოიყენეს თავიანთ შვილებთან – წამოიზარდნენ თუ არა ბავშვები, თავიანთ ნებაზე მიუშვეს. ამტკიცებენ, ასე უფრო დამოუკიდებლები იქნებიან, თავისუფლება არ უნდა შეუზღუდო და მათი უფლებები არ უნდა დაარღვიოო. შეიძლება, გაგიჟდეს კაცი მათი მოსმენისას! 15-16 წლის ლაწირაკი, გინდა ბიჭი იყოს და, მით უმეტეს – გოგო, ღამის 2 საათზე სახლში რომ არ არის მოსული ან ნასვამი მოდის, რომელ უფლებებზე და დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი?! მე ხუთი შვილი მყავდა და მეც და ჩემი ცოლიც თითოეული მათგანის ყველა ნაცნობსა და  მეგობარს ვიცნობდით, ამათ კი თითოს ერთი ან ორი შვილი ჰყავს და, მეგობრები კი არა, მგონი, ისიც კი არ იციან, ვინ რომელ კლასშია. ისე გაათამამეს და გაატუტუცეს ბავშვები, ელემენტარულ შენიშვნას არ კადრულობენ ჩემგან – შენი ძველმოდური და ჩამორჩენილი აზრები არავის აინტერესებსო. შეიძლება, მთლად თანამედროვე არ ვარ, მაგრამ, 15 წლის ბიჭი ღამის 12 საათზე რომ შემოდის სახლში 18 წლის თმაგაწეწილ გოგოსთან ერთად და მშობლებს ეუბნება – გაიცანით, ჩემი გერლფრენდიაო და ეს ამბავი მაგიჟებს, ამიტომ ვარ ჩამორჩენილი?! ან, ჩემი 16 წლის შვილიშვილი (გოგონა) მამამისთან ერთად რომ ეწევა სიგარეტს, ის კი (მამამისი) აცხადებს, მე რომ დავუშალო, ჩუმად მაინც მოწევს, ამიტომ, ჯობია, თვითონ მივიდეს იმ აზრამდე, რომ სიგარეტი მავნებელიაო – ესაა თანამედროვე გაგება?! ამ ასაკიდან რომ იწამლავენ ორგანიზმს, ამათ როგორ უნდა გააჩინონ ჯანმრთელი შვილები?! ყველაფერს რომ თავი დავანებო, ამ ჩემს შვილებსა და მათ მეორე ნახევრებს ნორმალური ლაპარაკი და სიტყვა-პასუხი მაინც არ უნდა ესწავლებინათ, გოგოებსაც და ბიჭებსაც სულ „იმენა“, „კაროჩე“ და „ამ პონტში“ და „იმ პონტში“ გაუდით (რომ აღარაფერი ვთქვა ათასგვარ სიბილწეზე).
მოკლედ, ელემენტარული რამის სწავლებას თუ შევეცდები, მაშინვე „წარსულის გადმონაშთის“ იარლიყს მომაწებებენ და მერე სიცილით იხოცებიან – მე დამცინიან. იმდენჯერ მიწოდეს „წარსულის გადმონაშთი“, „ძველი წელთაღრიცხვის რაინდი“ და „ჩვენს ერამდე საზოგადოების წარმომადგენელი“ (სიმართლე გითხრათ, დიდად არც მწყენია, პირიქით, გამიხარდა კიდეც, ამ სიტყვების მნიშვნელობა რომ სცოდნიათ, ოღონდ, საიდან, არ ვიცი, რადგან ჯერ არცერთის ხელში არ დამინახავს წიგნი), რომ, ყველაზე უმცროსმა, 5 წლის შვილიშვილმა „დინოზავრი ბაბუ“ შემარქვა და ხანდახან მართლაც დინოზავრი მგონია თავი.
კი ბატონო, გავჩუმდები და ხმას არ ამოვიღებ, მაგრამ, ეს უშველის საქმეს?!
გიორგი, 78 წლის.

скачать dle 11.3