კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ხართ ფსიქოლოგიურად

ეს ტესტი ნუ შეგაშინებთ, ის საკმაოდ საინტერესოა და მრავლისმთქმელი. ხშირად გაიგონებთ: ამ ქალს კაცის ჭკუა აქვს და კაცივით აზროვნებსო... ან – პირიქით. ხომ გაინტერესებთ, ვინ ხართ ფსიქოლოგიურად – ქალი თუ მამაკაცი? გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებს:
1. საზოგადოებაში „პირველი ვიოლინოს” თამაში  გიყვართ?
ა) მიყვარს, როცა საზოგადოების სული და გული ვარ! – 3 ქულა;
ბ) ყველაფერი განწყობასა და იმაზეა დამოკიდებული, როგორ საზოგადოებაში ვიმყოფები – 2 ქულა;
გ) არა, მე სხვებზე დაკვირვება უფრო მომწონს – 1 ქულა.
2. რთულ და საკამათო სიტუაციებში ახლობელი ადამიანების მხარდაჭერის იმედი თუ გაქვთ?
ა) რჩევას ვეკითხები, მაგრამ გადაწყვეტილებას მაინც თავად ვიღებ – 2 ქულა;
ბ) დიახ, რადგან პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმის მხოლოდ საკუთარ თავზე აღება მიჭირს – 1;
გ) არა, რადგან მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი მაქვს – 2 ქულა.
3. როგორ მოიქცევით, თუ ახლობელი თქვენთან გულის მოსაოხებლად მოვა?
ა) მოვუსმენ, იქნებ მას მხოლოდ ეს სჭირდება – 1 ქულა;
ბ) ბანალური ფრაზებით ვინმეს დამშვიდებას,  მოქმედება მირჩევნია – 3 ქულა;
გ) ასეთ დროს სიტყვების პოვნასა და ადამიანის დამშვიდებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – 2 ქულა.
4. გადაწყვეტილებას ადვილად იღებთ?
ა) ყველაფერი საქმის სირთულეზეა დამოკიდებული – 2 ქულა.
ბ) არა, რადგან ყველაფრის კარგად აწონ-დაწონა აუცილებელია – 1 ქულა;
გ) გადაწყვეტილების მიღებაც და მოქმედებაზე გადასვლაც სწრაფადაა საჭირო – 3 ქულა.
5. საკუთარ გარეგნობაზე თუ ზრუნავთ?
ა) დიახ, თუ, რა თქმა უნდა, საამისო დრო და საშუალება მაქვს – 2 ქულა:
ბ) რა თქმა უნდა, ეს ხომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია – 1 ქულა;
გ) მთავარი გარეგნობა კი არა, ისაა, თავში რა გიდევს – 3 ქულა.
6. გარემოებებთან შეგუებას თუ ცდილობთ?
ა) მხოლოდ მაშინ, როცა ეს ჩემს პრინციპებს არ ეწინააღმდეგება – 2 ქულა;
ბ) ჩემთვის ამის გაკეთება არც ისე რთულია – 1 ქულა;
გ) როცა რამე არ მაწყობს, მისი შეცვლა თავისუფლად შემიძლია – 3 ქულა.
7. ხომ არ ფიქრობთ, რომ სიბრალული დამამცირებელია?
ა) რა თქმა უნდა, დამამცირებელია – 3 ქულა;
ბ) ყოველთვის არ არის დამამცირებელი – 2 ქულა;
გ) როგორ შეიძლება, სხვისი დარდის გაზიარება ვინმესთვის დამამცირებელი იყოს? – 1 ქულა.
8. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს თუ ეპრანჭებით?
ა) ამის გარეშე ცხოვრება ძალზე მოსაწყენი იქნებოდა – 1 ქულა;
ბ) ხანდახან ვეპრანჭები – 2 ქულა;
გ) ამის გაკეთების აზრს ვერ ვხედავ – 3 ქულა.
9. დიდი ფსიქოლოგიური ძალა და დამოუკიდებლად მოქმედების უნარი თუ გაქვთ?
ა) ხშირად სხვებზე ვარ დამოკიდებული და ჩემი გადარწმუნებაც ადვილია – 1 ქულა;
ბ) საკუთარი თავისა და შეხედულებების დაცვა ყოველთვის შემიძლია – 2 ქულა;
გ) დიახ, რადგან სუსტებს ვერ ვიტან – 3 ქულა.
10. სარკეში ხშირად იხედებით?
ა) დროდადრო ვამოწმებ, ყველაფერი რიგზეა თუ არა – 2 ქულა;
ბ) ყოველთვის, როცა კი გვერდზე ჩავუვლი – 1 ქულა;
გ) იშვიათად – 3 ქულა.
11. როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა სიყვარულს მუდმივი გარეგნული გამოვლინებები?
ა) რა თქმა უნდა, სიყვარულის ახსნასა და ტკბილი სიტყვების ფრქვევას რა უნდა ჯობდეს? – 1 ქულა;
ბ) ხანდახან საკუთარი გრძნობების შეხსენება მართლაც სასარგებლოა – 2 ქულა;
გ) მთავარი გრძნობაა, სხვა დანარჩენი სენტიმენტები კი ნამდვილად ზედმეტია – 3 ქულა.
12. ხასიათით მამას ხომ არ ჰგავხართ?
ა) სიჯიუტე და მიზანსწრაფულობა ნამდვილად მამისგან გამომყვა – 3 ქულა;
ბ) სიტუციიდან გამომდინარე, როგორც მამის, ისე დედის თვისებებს ვამჟღავნებ – 2 ქულა;
გ) ხასიათით დედდის სრული ასლი ვარ – 1 ქულა.
13. იუბილეების, წლისთავების, დაბადების დღეების თარიღებს ადვილად იხსენებთ?
ა) რა თქმა უნდა და საჩუქარზეც წინასწარვე ვზრუნავ – 1 ქულა;
ბ) არა – 2 ქულა;
გ) მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული თარიღები მახსოვს – 3 ქულა.
14. როგორ მოიქცევით, თუ აღმოაჩენთ, რომ მაცივარში საჭმელი გამოგელიათ?
ა) რა პრობლემაა? ახალ პროდუქტს შევიძენ და სადილსაც მოვამზადებ – 1 ქულა;
ბ) ნახევარფაბრიკატებს ვიყიდი – 2 ქულა;
გ) რესტორანში წავალ – 3 ქულა.
შედეგები
31-42 ქულამდე: ფსიქოლოგიურად ასპროცენტიანი მამაკაცი ხართ, რადგან სიმტკიცე და დამოუკიდებლობა თქვენი ხასიათის მთავარი ნიშნებია.
18-30 ქულამდე: თქვენში როგორც ტიპური მამაკაცური, ისე კლასიკური ქალური ხასიათის ნიშნებია გაერთიანებული, რადგან სინაზის — სიმტკიცესთან და ემოციურობის — კეთილგონიერებასთან შეთავსება შეგიძლიათ.
17 ქულამდე: ფსიქოლოგიურად ასპროცენტიანი ქალი ხართ, რაც დღეს ძალზე დიდი იშვიათობაა. გამოიყენეთ თქვენი უპირატესობა.

скачать dle 11.3