გაიცანით მამაკაცი
რაც მეტი იცი მამაკაცების შესახებ, მით უკეთ გამოგდის მასთან ურთიერთობა.
მსოფლიოში დაახლოებით 107 ბიჭი იბადება ყოველ 100 გოგონაზე. მეცნიერთა აზრით, ბიჭების შობადობის მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულია მათი სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე.
* მამრობითი სქესის ახალშობილთა 25 პროცენტში უფრო მეტია სიკვდილის ალბათობა, ვიდრე ახალშობილ გოგონებში.
* სამყაროში, მამრობითი სქესის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52-64 წელია, ხოლო ქალბატონების 68-76 წელი.
* ცივილიზებულ ქვეყნებში მამაკაცების გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
* მსოფლიოში ყოველ მესამე მამაკაცს, სხვადახვა მიზეზების გამო, აჭრიან სასქესო ორგანოს მცირე ნაწილს. ძირითადად, ეს ტრადიცია მუსლიმანებსა და იუდეველებს შორისაა გავრცელებული. დანარჩენებს, სამედიცინო მიზნებისთვის სჭირდებათ.
* მამრობითი სქესის ბიოლოგიური სიმბოლო არის პატარა წრე, რომელშიც გამოსახულია მშვილდ-ისარი. ეს სიმბოლო, ასევე, პლანეტა მარსის ნიშანიც გახლავთ.
* ბიჭებში 3-4 ჯერ მეტია ალბათობა იმისა, რომ „აუტიზმის” დიაგნოზი დაესვათ, ვიდრე გოგონებში. თუმცა, ექსპერტებს მაინც არ აქვთ კითხვაზე პასუხი, რატომ ხდება ასე.
(აუტიზმის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ სამყარო მათთვის ხალხის, ადგილებისა და მოვლენების გროვაა, რომლის აღსაქმელადაც იბრძვიან და რამაც შეიძლება, დიდად ააღელვოს ისინი).
* 90-იან წლებში მამაკაცი ექთნები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე მედდა ქალები, ხოლო დღეს მათი რაოდენობა 10 პროცენტს ძლივს შეადგენს.
* მამაკაცები ქალებზე სამჯერ მეტად ეტანებიან ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.
* მამაკაცები 10-ჯერ უფრო ხშირად კლავენ ადამიანებს, ვიდრე ქალები.
* თითქმის ყველა ქვეყანაში მამაკაცები 2-ჯერ უფრო ხშირდ მიმართავენ თვითმკვლელობას, ვიდრე ქალები. ზოგიერთ ქვეყანაში კი (როგორიცაა რუსეთი და ბრაზილია) მამაკაცთა თვითმკვლელობის მაჩვენებელი ექვსჯერ აღემატება ქალთა მაჩვენებელს.
* მაღალქუსლიანებზე სიარული, თავდაპირველად მონღოლმა მამაკაცებმა შემოიღეს, რათა ფეხი არ სტკენოდათ ცხენზე ჯირითისას.
* ანთროპოლოგების აზრით, მამაკაცის უნარი, აღიაროს მამობა, არის ძირითადი თვისება, რომელიც განასხვავებს მას ცხოველისგან.
* ვერცერთი მამაკაცი ვერ იტანს ფრაზას: „უნდა დავილაპარაკოთ ჩვენს ურთიერთობაზე.”
* მამაკაცთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ქორწინებისთვის საუკეთესო ასაკი 25-30 წელია, მაგრამ მათი 50 პროცენტი უფრო ადრე ოჯახდება.
* მამაკაცების 62 პროცენტი მოხარულია, თუ გაცნობის ინიციატორი ქალი იქნება (ესეც კი ეზარებათ).
* ბიჭების უმეტესობისთვის უფრო მნიშვნელოვანია, პარტნიორ ქალს ჰქონდეს ლამაზი სახე, ვიდრე იდეალური ფიგურა.
* ბიჭების 30 პროცენტი არ შლის ტელეფონიდან ყოფილი შეყვარებულის ნომერს.
პირველი ნაბიჯი
გადადგმულია
სიტუაციის შეცვლა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. მთავარი სურვილი და იმის გაცნობიერებაა, რომ არსებული უკვე აღარ გაკმაყოფილებს. ანუ, მთავარია, ჯერ ზუსტად გააცნობიეროთ, რა გინდათ. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, კონკრეტულად რა არ გაკმაყოფილებთ საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობისას.
ეს პირველი ნაბიჯია – როცა ამ ნაბიჯს გადადგამთ, იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს: როგორი ურთიერთობა გაგაბედნიერებდათ. როგორ გამოასწორებდით იმას, რაც ბედნიერ ცხოვრებაში ხელს გიშლით. დახატეთ თქვენს ფიქრებში და ოცნებებში ისეთი ურთიერთობა, როგორიც გინდათ, რომ გქონდეთ... ბევრი იფიქრეთ ამ ყველაფერზე. შეიძლება, იდეალურობამდე ვერ მიხვიდეთ, მაგრამ უკეთესობა ნამდვილად გექნებათ. მით უფრო, თუკი გააცნობიერებთ, რომ ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ანუ, იმასაც უნდა მიხვდეთ, თქვენ როგორი უნდა იყოთ, რათა ეს საქმე გამოგივიდეთ. როგორც კი ამ კონკრეტულ შეკითხვას უპასუხებთ, გადადით მოქმედებაზე. დაელაპარაკეთ მეუღლეს. თუ ურთიერთობის რომელიმე დეტალი არ გაკმაყოფილებთ, უთხარით ამის შესახებ. ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ შეიძლება, გაგიბრაზდეთ. თუ ურთიერთობას არ დაალაგებთ და არ გაერკვევით გაუგებრობაში, პრობლემა თქვენ შორის უფრო გაღრმავდება. ასევე, უთხარით, რომ არ აპირებთ თავს ძალით მოახვიოთ თქვენი გადაწყვეტილებები. პირიქით, სურვილი გაქვთ, ყველა გადაწყვეტილება ერთად მიიღოთ.
ადამიანი – ქმედება
გახდი უფრო აქტიური, ვიდრე ახლა ხარ. მით უმეტეს, თუკი უკმაყოფილო ხარ საკუთარი ცხოვრებითა და რეალობით. მხოლოდ მოქმედება და აქტიურობა შეცვლის ამ ყველაფერს უკეთესობისკენ. არ არსებობს ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება უზრუნველად, პრობლემების გარეშე, ბედნიერებასა და კომფორტში ცხოვრობს. პრობლემები და კრიზისული სიტუაციები აქვს ყველას. იმასაც კი, ვინც ამაზე არ ლაპარაკობს.
სხვათა შორის, ნაკლები პრობლემები აქვს მას, ვინც სხვებს ეხმარება. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სიკეთის კეთება და ადამიანების პრობლემების გათავისება, საშუალებას გვაძლევს, საკუთარ თავსა და პრობლემებს სულ სხვა თვალით შევხედოთ. უფრო ადვილად ვიპოვით გამოსავალსაც. ამას ფსიქოლოგებიც ადასტურებენ. სხვისთვის დახმარების გაწევა საკუთარი თავის რწმენასაც გვმატებს და უფრო თავდაჯერებულებს გვხდის.
დაიწყეთ ყველაზე მცირედით. მთავარია, დაიწყოთ და აღარ იყოთ უმოქმედოდ. მნიშვნელოვანია, მიხვდეთ და გააცნობიეროთ მარტივი ჭეშმარიტება, რომ ქმნის ის, ვინც მოქმედებს. ნუ გაჩერდებით ერთ ადგილას. ნუ ჩამოუშვებთ ხელებს და დაელოდებით სასწაულს... სასწაულები თავისით არ ხდება. მას ჩვენ ვქმნით, ადამიანები – საკუთარი ხელებითა და ქმედებებით.