კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

ჭეშმარიტების სული
უღმერთო, მოძულე და მადევარი უფლის ჭეშმარიტებისა აძაგებს სულს. თვითმკვლელი, სიცოცხლის მოძულე და საკუთარ თავში მისი მკვლელი აძაგებს სულს, რამეთუ სულიწმიდა იწოდება ჭეშმარიტების სულად და სიცოცხლის მომნიჭებლად. სახარებაში იოანესაგან დაწერილია, რომ უფალმა იესო ქრისტემ სამჯერ უწოდა სულიწმიდას ჭეშმარიტების სული (იოანე 14,17, 15,26; 16,13). ვინც განდგომილი აბუჩად იგდებს ჭეშმარიტებას, იგი განეშორება სულიწმიდას და დასცინის მას. რამეთუ იგია – სული და ჭეშმარიტება.
წმ. მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი  (ველიმიროვიჩი)

თუ ჩვენ გვტკივა სხვების გამო...
როგორ უნდა გაიგოს მლოცველმა, რომ მისი ლოცვა დაეხმარა მოყვასს?
მლოცველი მიხვდება ამას იმ საღვთო ნუგეშის მეშვეობით, რასაც შეიგრძნობს საკუთარ თავში მის მიერ აღსრულებული გულისმხიერი, ტკივილით აღსავსე ლოცვის შემდეგ. თუმცა, თავიდან სხვა ადამიანის ტკივილი საკუთარ ტკივილად უნდა ვაქციოთ, ამის შემდეგ კი აღვასრულოთ გულისმიერი ლოცვა. სიყვარული საღვთო თვისებაა. ასეა საავადმყოფოებშიც – თუ ექიმები და მედდები მართლაც განიცდიან ავადმყოფების გამო, ეს ყველაზე ქმედითი წამალი აღმოჩნდება ხოლმე ყველა იმ წამალს შორის, სნეულს რომ აძლევენ. ავადმყოფები გრძნობენ თანაგრძნობასა და საიმედოობას, უსაფრთხოებას, ნუგეშს. იმას, ვინც იტანჯება, არ სჭირდება ჩვენი მრავალსიტყვაობა, არც ჩვენი შეგონებები. მას ესმის, რომ შენ გტკივა იმის გამო და ეს ეხმარება მას. ტკივილი – ეს ყველაფერია. თუ ჩვენ გვტკივა სხვების გამო, საკუთარ თავს, საკუთარ საჭიროებებს ვივიწყებთ.
მამა პაისი მთაწმინდელი

მიწყალე მე, ღმერთო!
საეკლესიო ლოცვა ყოველთვის ბიბლიურია, ანუ გამოიხატება წმიდა წერილის ენით, სახეებითა და სიმბოლოებით. თუკი ბიბლია საკუთარ თავში საღვთო გამოცხადებას შეიცავს, ამავე დროს, ის არის ამ გამოცხადებაზე ადამიანის პასუხის შთამაგონებელი და, ამიტომ ადამიანური ლოცვის, დიდებისმეტყველების, თაყვანისცემის გამოხატვისა და მისი არსის შთამაგონებლადაც გვევლინება. მაგალითისთვის ფსალმუნები ავიღოთ: მათი დაწერით ადამიანს სინანულის გამოხატვა სურს; როდესაც უნდა, რომ მთელი თავისი შეძრწუნებული არსებით ღვთის გულმოწყალებას მოუხმოს, იგი საკუთარი ლოცვისა და სინანულის ერთადერთ სრულყოფილ გამოხატულებად ორმოცდამეათე ფსალმუნს მიიჩნევს: „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა!..“
რა მდგომარეობაშიც არ უნდა წარდგეს ადამიანი ღვთის წინაშე – სიმყუდროვესა თუ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; ღმერთთან ყოფნის სულისშემძვრელი სიხარულიდათ დაწყებული და ადამიანური სასოწარკვეთილების სიღრმით დამთავრებული; დევნილებაში, ცოდვასა და სნეულებაში, თავისი ლოცვის სრულყოფილ გამოხატულებას ის პოულობს ამ ერთადერთ წიგნში, რომელიც, სწორედ ამის გამო, ყოველთვის წარმოადგენდა ეკლესიის ყოველდღიურ საკვებს, მისი ლოცვისა და თვითგანსწავლის საშუალებას.
პროტოპრესვიტერი
ალექსანდრე შმემანი

გამოცდა
ისააკ ბერმა საკუთარ თავზე შემდეგი რამ მოგვითხრო:
– მოხდა ისე, რომ ჩემს ერთ ძმას დავემდურე და მასზე განვრისხდი. ერთხელ ჩემს სენაკში მუშაობისას უცებ ისე გავღიზიანდი, რომ საქმეს გული ვეღარ დავუდე და მთელი დღე უქმად გავატარე. უეცრად დავინახე, რომ ჩემს სენაკში ახალგაზრდა ყმაწვილი შემოვიდა. მას, ბერების წესისამებრ, ლოცვა არ უთქვამს და მომმართა:
– ვხედავ, რომ განაწყენებული ხარ, მენდე და მე განგკურნავ.
– განმეშორე, რადგან ღვთისგან არა ხარ და აქ აღარასოდეს მოხვიდე, – ვუპასუხე მე.
– მაშინ ყმაწვილმა მიპასუხა:
– მეცოდები, საკუთარ თავს ვნებ, რადგან უკვე ჩემი ხარ.
– შენი არა, მე უფლისა ვარ, შენ კი ეშმა ხარ, – ვუთხარი მე.
მაგრამ ყმაწვილმა მომიგო:
– ყოველი ღვარძლიანი და მრისხანე ადამიანი ჩვენ გვეკუთვნის. უკვე სამი კვირაა, რაც განრისხებული ხარ შენს ძმაზე, ყოველი ღვარძლიანი ადამიანი თანამდებია გეენისა. შენ კი გულში ძმისთვის ბოროტი გიდევს. სწორედ ამიტომ ჩემი და მხოლოდ ჩემი ხარ, რადგან მე დადგინებული ვარ მრისხანეთათვის.
ამ ამბის შემდეგ სასწრაფოდ ძმასთან გავიქეცი და შენდობა ვთხოვე; სენაკში დაბრუნებულს კი ჩემი ხელსაქმე დამწვარი დამხვდა. დამწვარი დამხვდა ფარდაგიც, რომელზეც ლოცვისას მუხლს ვიდრეკდი.

скачать dle 11.3