კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რომელი ფსალმუნები ვიკითხოთ, როდესაც საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით?
პასუხი: როდესაც ხიფათი გელით, იკითხეთ მე-3, 53-ე, 58-ე, მე-80, 142-ე ფსალმუნები. გამოარჩიეთ ამ ფსალმუნთაგან თქვენთვის მისანდობელი სიტყვები და ხშირ-ხშირად იმეორეთ, უფლისადმი რწმენითა და მოწიწებით აღვსილებმა. ხოლო, როდესაც უმიზეზო სევდა და ნაღველი დაგრევთ ხელს, იკითხეთ 101-ე ფსალმუნი.
კითხვა: ვიცნობ ადამიანს, რომელიც თანამედროვე ფარისეველია – დღეში სამჯერ ლოცულობს, მაგრამ საშინლად უკმეხი და ავსიტყვაა. ასეთი ადამიანის ლოცვას უფალი შეიწირავს?
პასუხი: უღირსად მლოცველზე წმიდა ისააკ ასური ამბობს: „გულბოროტი კაცის ლოცვა ქვაზე ნათესსა ჰგავს“. თუმცა, თქვენ მაინც არ გაქვთ უფლება, მოყვასს ფარისეველი უწოდოთ. ფრთხილად იყავით, რადგან, ვინც განიკითხავს, თავად ვარდება იმ ცოდვაში. თქვენ თქვენს ცოდვებზე იზრუნეთ, უფალი ისედაც ყველაფერს ხედავს.
კითხვა: როგორი ლოცვაა უფლისათვის სათნო?
პასუხი: ლოცვისას მხოლოდ კი არ უნდა ითხოვდე: „უფალო, შემეწიე, უფალო, შემიწყალე!“ – არამედ, განუწყვეტლივ უნდა ჰმადლობდე და ადიდებდე მას – მაშინ გექნება სულის მშვიდობა.
კითხვა: მტკივნეულია თუ არა სულის სხეულთან გაყრა?
პასუხი: ეს დანამდვილებით არავინ იცის. თუ ადამიანს რწმენა აქვს, როგორც დედის ტკივილი იცვლება უდიდესი სიხარულით ჩვილის დაბადების შემდეგ, ისე შეიცვლება ადამიანის სულის სხეულთან გაყრის ტკივილიც სასუფეველში მოხვედრის შემდეგ – იქ ხომ სამუდამო სიცოცხლეა. თუ რწმენით ვიცხოვრებთ, თუ ამქვეყნიური სიკეთის ქმნით მოვემზადებით მარადიული ცხოვრებისთვის, ამქვეყნიდან წასვლის წუხილიც სამუდამო სიხარულით შეიცვლება. გაიხსენეთ წმიდანები, რომლებიც ღვთის რწმენით იმდენად იყვნენ სავსენი, რომ სხეულის სულთან გაყრისას სახეზე სიხარული ეწერათ – უფალი მათთან იყო. ცნობილია, რომ გარდაცვალების წინ ადამიანი იმ სანახებს ხედავს, რაც იმქვეყნიურ ცხოვრებაში დახვდება. ამით უფალი ადამიანს აჩვევს იმ სამყაროს, საითკენაც მიდის და ასე უადვილებს მარადიულ ცხოვრებაში გადასვლის გზას.
კითხვა: როგორ მოვიქცე, რომ უფალს მოეწონოს ჩემი საქმეები?
პასუხი: უფლისთვის სათნომყოფელია ის საქმეები, რომლებსაც დაფარულად აღასრულებთ!

скачать dle 11.3