მარად მშფოთვარენი
მართალია, თითქოს ისლამურ სახალიფოზე აქტიურად მიიტანეს იერიში პარიზული ტერაქტის შემდეგ და მისი ძირითადი ნაწილიც ვითომ გაანადგურეს, მაგრამ ბასტილიის დაცემის დღეს საფრანგეთი კვლავ ტერაქტმა შეაზანზარა.
თუმცა, რაღა საფრანგეთი, მთელი დასავლეთი, რომელიც ისევ ვერ გარკვეულა, ერთიანია თუ დაიშალა. და მაშინ, როდესაც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე ფრიად გამოწვლილვით მსჯელობენ ევროპელი ლიდერები (მოტივით – უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისაო), სულ ბოლო ტერაქტის შემსრულებელიც ტუნისელი ფრანგია (რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა), რაც უკვე მერამდენედ მოწმობს, რომ ევროპაც ისეთივე დაუცველია, როგორც აღმოსავლეთის ღარიბ-ღარიბი ქვეყნები, სადაც ტერაქტები ისე ხდება, რომ დანარჩენი მსოფლიოს დიდი ნაწილი არათუ არ შფოთდება, ვერც კი იგებს.
ასეა თუ ისე, ევროპული დედაქალაქები კვლავ საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა, ევროკავშირის ლიდერებმა და ნატოელებმაც შეშფოთება გამოთქვეს (ამის შემდეგ, მართლაც, არაადეკვატური უნდა იყო, აღგაშფოთოს დასავლელთა მხოლოდ და მარად შეშფოთებებმა საქართველოს უბედურებებზე), აშშ-ის პრეზიდენტმა კი ფრანგებს შეუთვალა, დახმარებისთვის მზად ვართო!
მეორე მხრივ, თუ ამ კონკრეტული ტერაქტითაც ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ დასავლეთი არ ჩქარობს ტერორიზმის ამოძირკვას (ან, ვითომ არ შეუძლია?!), რაც აჩენს ეჭვს, რომ ისლამისტების განადგურებაზე აქტუალური მათთვის კვლავ ერთმანეთთან ანგარიშის გასწორებაა?! –