გაფრთხილებულები
რაც მოგივა დავითაო, ანუ მსესხებელოო
მართალია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც გვყავს და სპეციალისტებიც გვაფრთხილებენ, რომ თავ კონტროლი გავუწიოთ პირადი ინფორმაციის გავრცელებისას (მათ შორის, რასაკვირველია, ფინანსურისაც), საქართველოს მოქალაქეები დიდად მაინც არ იკლავენ თავს თავდაცვაზე ზრუნვით.
ჰოდა, რაკი არ იკლავენ, საქმე იქამდეც კი მისულა, რომ თავიანთი ინტერნეტბანკის სახელიცა და პაროლიც კი გაუმხელიათ ვიღაც-ვიღაცეებისთვის.
ეს ამბავი მას შემდეგ გაირკვა, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციას ერთ-ერთი ონლაინგამსესხებლის შემოწმება დაუწყია.
აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ვებ-გვერდზე ინტერნეტბანკის მონაცემთა შეყვანა ქმნის ფინანსურ ინფორმაციაზე არასანქცირებული წვდომისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით არაავტორიზებული ოპერაციების განხორციელების მაღალ რისკს (თუმცა ამას დიდი არაფერი აღმოჩენა უნდოდა).
უნდოდა თუ არა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ონლაინსესხებით მოსარგებლე პირებს ურჩევს, რომ სასწრაფოდ შეცვალონ თავიანთი ინტერნეტბანკის სახელი და პაროლი, მით უმეტეს, თუკი ეს მონაცემები უკვე აქვთ მიწოდებული ონლაინგამსესხებლებისთვის.
შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, იბადება რიტორიკული კითხვა: ქართველები, ზოგადად, მიმნდობები ვართ თუ, გვგონია, რომ მოქმედებისას მოსალოდნელი რისკების გათვლა სხვისი საზრუნავია?! –