ისევ სა-უცხო-ო
ანუ „რაც მამამ
პარიჟში წაგიღო…“
გასული საუკუნის ბნელ 90-ანებში, როდესაც არც ელექტროენერგია იყო, არც ბუნებრივი აირი, არც სამუშაო და თვით გაზაფხულ-ზაფხულიც კი თვალშისაცემად დაგვიმოკლდა, ჩაეყარა საფუძველი ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნის აუცილებლობას.
და თუკი ეს მაშინ მეტ-ნაკლებად გასაგები იყო (სახელმწიფოს მოწყობის ერთი ტიპი მეორით შეიცვალა), თუმცა მაინც ფრიად კომიკური (მათ შორის, ფორმულირებიდან გამომდინარეც), თანდათანობით ეს კომიკური ელფერი უფრო და უფრო დამძიმდა.
კერძოდ, დასავლეთში მიღებული განათლება ისე „დაფასდა“, რომ „ვარდების“ ხელისუფლება სულ ასეთებით დაკომპლექტდა, და მერე რა, რომ ხშირად ეს „დასავლური განათლება“ რამდენიმეთვიანი კურსებით ამოიწურებოდა?!
ისე მოხდა, რომ ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება, მოტივით, რაც კარგები ვართ, უცხოეთში განათლებამიღებულები ვართო; და თუ ასეთები მოხვდებიან უმაღლეს პოლიტიკურსა და სამთავრობო ეშელონებში, იბერიაც გაბრწყინდებაო.
მე არ ვიცი, გააბრწყინებენ თუ არა იბერიას სა-უცხო-ონი, მაგრამ, სამაგიეროდ, ვიცი, რით დასრულდა ჩიტობას მოწადინებული პატარა ღამურას ისტორია... –