კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრეატიული მოძალადეები

ანუ ვისი წამალია უვადო პატიმრობა?!

ისე მოხდა, რომ ფემიციდის კანონპროექტი ჩავარდა, ვინაიდან ჩვენებურმა უმაღლესმა კანონმდებლებმა უარი  თქვეს მამაკაცთა მკაცრად დასჯაზე, თუკი ისინი ქალებს – სქესის ნიშნით – დახოცავდნენ ან მათზე იძალადებდნენ.
მეტიც, პირადად მეც გახლდით ამის წინააღმდეგი, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, რომ მკვლელსა და მოძალადეს რამდენიმე წლით მეტი სასჯელი ვერ შეაჩერებს, იმას გარდა, რომ უთანასწორობის გამოვლენაც მგონია დანაშაულის სიმძიმის იმის მიხედვით განსაზღვრა, იმისდა მიხედვით, დამნაშავე ქალია თუ კაცი.
ოღონდ, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში კვლავაც დაიარებიან მამაკაცები, რომლებიც ქალებს სწორედ სქესის ნიშნით ხოცავენ ან ასახიჩრებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ცოლების ან ყოფილი ცოლების; საყვარლების ან ყოფილი საყვარლების; შეყვარებულების ან ყოფილი შეყვარებულების მკვლელი მოქალაქეები უნდა ისჯებოდნენ უვადო პატიმრობით, იმიტომ, რომ ერთეული მანიაკები (მამრობითი სქესისა) სულ ახალ და ახალ ვარიანტებს გვთავაზობენ ქალების დასახიჩრება-მკვლელობისა და, რაც მთავარია, მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად მსხვერპლზე ძლიერები არიან.
მეორე მხრივ, ქალების ქცევაც გასაკვირია, როცა მოძალადე ქმარს, საყვარელს, შეყვარებულს ხელს აფარებენ, მოტივით, ოჯახის საქმეაო. ვფიქრობ, ციხის კედლებში სამუდამოდ დავანება მკვლელ მოძალადეებზე დადებითად იმოქმედებს და, თუ არ იმოქმედებს, საზოგადოებისგან მაინც იქნებიან მარად იზოლირებულები.

скачать dle 11.3