ბომონდი ირჩევს „პოდიუმს“
გამარჯვებულია ნომინაციაში
სილამაზის ცენტრი „პოდიუმი” ცოტა ხანია, რაც ფალიაშვილის ¹41-ში გადავიდა და დღეს უკვე ულტრათანამედროვე, ფეშენ-სტილის სილამაზის ცენტრს წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს Elizabetta Franchi-ს კოლექციის მაღაზიასაც და სილამაზის სალონსაც. მაგრამ ეს მხოლოდ სტანდარტული სილამაზის სალონი არ გახლავთ – აქ ქალბატონებისთვის თავმოყრილია თავისა და ტანის მოვლის თითქმის ყველა საშუალება. მართლაც იშვიათი ფუფუნებაა, ერთ სივრცეში დაგხვდეს სილამაზის ცენტრი და ბრენდშოპი, ამას კი სწორედ „პოდიუმში” ნახავთ ფალიაშვილზე.
„თბილისელების” მკითხველთა გამოკითხვების თანახმად, „პოდიუმი” ქართული ბომონდის საყვარელი ადგილია, სადაც ისინი საკუთარ გარეგნობაზეც ზრუნავენ და იტალიურ სამოსზეც აკეთებენ არჩევანს.
მაღაზია „პოდიუმის” პოდიუმზე არაერთ ცნობილ და აღიარებულ ქალბატონს გაუვლია და დაუმშვენებია თავისი გარდერობი ჰაი-კლასის სამოსით, რომელიც Elizabetta Franchi-ს სუპერდიზაინის კოლექციითა წარმოდგენილი მაღაზია „პოდიუმში”. ბრენდშოპის იდეა კი დებ ავილოვებს ჯერ კიდევ 90-იან წლებში მოუვიდათ და მათ ერთ-ერთმა პირველებმა დაამკვიდრეს საქართველოში ევროპული ბრენდების სამოსის ხაზი. სწორედ ამიტომაც აკეთებენ ქართული ბომონდის ცნობადი სახეები არჩევანს Elizabetta Franchi-ს კოლექციაზე. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ რამდენიმეს მაინც გამოვყოფთ: მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა „პოდიუმის” ერთგული სტუმარია. Elizabetta Franchi-ს სამოსი მისთვის კომფორტული და ელეგანტურია, რაც თავად იას ხაზიცაა; ნინო ნადირაძე-კუზანოვას Elizabetta Franchi-ს კოლექციების თანამედროვე სტილი და ექსტრავაგანტურობა მოსწონს, ქალური სილამაზის გამოკვეთა და ხარისხი მისთვის პრიორიტეტია. მისივე თქმით, ეს ის სამოსია, რომელსაც 24 საათი ატარებ; ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს კი Elizabetta Franchi-ს სამოსი ხშირად ამშვენებს და ხაზს უსვამს განსაკუთრებულ სტილს. ეს თბილისური ელიტის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ირჩევს „პოდიუმს”.
დიანა ავილოვას მიაჩნია, რომ „პოდიუმი” მისთვის მხოლოდ ბიზნესი არაა, ეს მომხმარებელთან ურთიერთობის ხელოვნება და მეგობრობაა. სწორედ ამიტომაც, „პოდიუმი” არ გახლავთ ადგილი, სადაც ერთჯერადად მიხვალთ და თავს მოიწესრიგებთ, ეს თქვენთვის განტვირთვისა და ესთეტიკური სიამოვნების მინიჭების ადგილია. აქ მომხმარებლის ინტერესებს ითვალისწინებენ და მათ რჩევებს ეკითხებიან. „კლიენტი უნდა წავიდეს კმაყოფილი” – ეს „პოდიუმის” სამუშაო სლოგანია. აქ კლიენტებს მეგობრებად აღიქვამენ!