„კამელინი მ-3“ – მალამო, რომელიც მზით გარუჯვის შემდეგ დამწვრობისგან დაიცავს თქვენს კანს, გახდის მას ელასტიკურს და აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს
„კამელინი“ საუკეთესო იმუნომოდულატორია, რომლის ხანგრძლივი დროით გამოყენება უსაფრთხოა, ხოლო ძალზე ეფექტური – პროფილაქტიკური დანიშნულებით.
„კამელინის“ უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ ჩვენს მკითხველს არაერთი ინფორმაცია მივაწოდეთ, რადგან, თაფლზე დამზადებული ბუნებრივი ქართული პრეპარატი დღეს გავრცელებული არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის ისეთის, როგორიც სიმსივნეა. სამწუხაროდ, დღეს ეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დღემდე მიმდინარეობს მასთან ბრძოლა. „კამელინის“ გამოყენება ამ დაავადების სამკურნალოდ ხშირად ძალიან ეფექტურია, რასაც მისი სხვადასხვა თვისება განაპირობებს. „კამელინი“ 100 პროცენტით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური და ჰიპოალერგიული; გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, მარეგენერირებელი, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნომოდულატორულ აქტივობას. მართალია, „კამელინის“ მოქმედება ინდივიდუალურია, მაგრამ უპირობოდ აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, საგრძნობლად ამცირებს ტკივილებს და დადებითად მოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე. პრეპარატის გამოყენება შეიძლება როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი და, ასევე, დამოუკიდებლად, ყველა იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ორგანიზმის იმუნური პასუხის ოპტიმიზაცია. კვლევების საფუძველზე და პრაქტიკიდან გამომდინარეც, უმძიმეს პაციენტებში კამელინოთერაპიით მკურნალობით მეტწილად სიმსივნური პროცესების შეჩერება, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და შრომისუნარიანობის საგრძნობი მატება ხდება.
პრეპარატი „კამელინი“ აძლიერებს იმუნურ სისტემას, თრგუნავს სიმსივნის უჯრედებს და აფერხებს მათ გამრავლებას. რაც მთავარია, ამ პრეპარატმა ადრეც და ახლაც ბევრი ადამიანი სრულიად განკურნა სიმსივნისგან. ბევრ შემთხვევაში კი მოხდა სიმსივნური უჯრედების გამრავლების შეჩერება და მეტასტაზები გაქრა. პრეპარატ „კამელინით“ ჯერ კიდევ მაშინ იკურნებოდნენ, როდესაც ის ასეთი პოპულარული არ იყო და ამას უამრავი მადლობის წერილი ადასტურებს. განკურნებული პაციენტები თუ მათი ოჯახის წევრები წერენ „კამელინის“ უნიკალური თვისებების შესახებ და მის ავტორს ამ გამოგონებისთვის დიდ მადლობას უხდიან. ფაქტია, რომ „კამელინის“ გამოყენებით ადამიანებს უხანგრძლივდებათ სიცოცხლე და უუმჯობესდებათ მისი ხარისხი.
ერთ პაციენტს ფილტვის სიმსივნე ჰქონდა, ისრაელშიც იყო, მოსკოვშიც და, ყველგან უთხრეს, რომ სიცოცხლის მხოლოდ რამდენიმე თვე დარჩა. მან სამი წელი იცოცხლა და, რა თქმა უნდა, მკურნალობდა „კამელინით“, თან აქტიურად ცხოვრობდა, ტკივილი არ ჰქონია, მხოლოდ ბოლო ერთი თვე იწვა. ასევე, ერთი პაციენტი 15 წლის განმავლობაში მკურნალობდა ჯერ უშვილობის გამო, შემდეგ წყლული გაუჩნდა, რომელიც არ შეხორცდა, მერე კი დაემართა მედიკამენტური ინტოქსიკაცია. ბოლოს მან ყველანაირ მკურნალობას დაანება თავი და „კამელინის“ გამოყენებაზე გადავიდა. როგორც თავად თქვა, პირველი კურსის ჩატარების შემდეგ მოეხსნა ინტოქსიკაცია, ექვსი კურსის ბოლოს კი წყლული შეუხორცდა. ეს მისი ექიმისთვისაც ძალიან საინტერესო და გასაოცარი ფაქტი იყო. დიდია იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც „კამელინით“ მკურნალობენ ვაგინალურ ინფექციებს; ასევე, არაერთ პაციენტს ბაქტერიულ-ვირუსული ვაგინიტების დროს ჰქონდა ჭარბი გამონადენი და ქავილი. მათ ჩაიტარეს მკურნალობა სანთლებით. ზოგიერთს პარალელურად ნემსიც დასჭირდა და ახლა უკვე თავს ძალიან კარგად გრძნობენ. „კამელინი“, ასევე, ძალიან კარგად მოქმედებს და კარგ შედეგს იძლევა გახანგრძლივებული ბრონქიტის დროს, როდესაც თითქმის ამოწურულია ანტიბიოტიკოთერაპია. გარდა ამისა, „კამელინის“ მალამო ძალიან კარგია დამწვრობის სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი – მზით გამოწვეული დამწვრობის. მზით გარუჯვის შემდეგ პრობლემა რომ არ შეექმნას თქვენს ჯანმრთელობასა და კანს, თამამად შეგიძლიათ, გამოიყენოთ „კამელინი მ-3“ – მალამო, რომელიც, დაცვასთან ერთად, კანს გახდის ელასტიკურს, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და გაგიძლიერებთ ადგილობრივ იმუნიტეტს. დამწვრობის მოქმედება იმუნურ სისტემაზე და „კამელინის“ ეფექტურობა დამწვრობით გამოწვეულ დაავადებებზე იმუნური თვალსაზრისით, შეისწავლა სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის იმუნორეაბილიტაციის განყოფილების გამგემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბორის კორსანტიამ. კვლევების საფუძველზე დადასტურდა კამელინოთერაპიის მაღალი თერაპიული ეფექტი და უპირატესობა სხვა ტრადიციულ მკურნალობასთან მიმართებაში, ასევე, იმუნური სისტემის სრული ნორმალიზაცია. ამიტომ, უმჯობესია, მთისა და ზღვის კურორტებზე დასვენებისას თან იქონიოთ „კამელინ ის“ უნიკალური მალამო.
პ.კ. (პაციენტი): დიაგნოზი: ქრონიკული პროსტატიტი. ჩაიტარა ანტიბაქტერიული თერაპიის, ფიტოთერაპიისა და ფიზიოთერაპიის კურსი, მაგრამ შედეგები მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა. ექიმის რჩევით, პაციენტმა გადაწყვიტა „კამელინის“ ინიექციითა და სანთლებით დაეწყო მკურნალობა. ჩაიტარა მკურნალობის 2 კურსი. ულტრაბგერითი კვლევების საფუძველზე პაციენტს დაუფიქსირდა პროსტატის მოცულობის შემცირება და ლეიკოციტოზის ნორმალიზაცია. მესამე წელია, მდგომარეობა სტაბილურია ცვლილებების გარეშე.
ადრეული კვლევები, რომელთა საფუძველზეც მტკიცდება „კამელინის“ შესანიშნავი ანტისიმსივნური თვისებები, მოიცავს 1945-1975 წლებს. ამ პერიოდის განმავლობაში „კამელინი“ მოიხმარა ათიათასობით ონკოდაავადებულმა. მათ შორის უამრავი შემთხვევაა ისეთი, როცა უმძიმეს სტადიაზე მყოფი ავადმყოფისთვის „კამელინი“ იყო უკანასკნელი იმედი და სასწაული, რომელიც რეალურად ახდა მათ ცხოვრებაში. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატები, რომლებიც მკვეთრად ზრდიან იმუნური სისტემის ეფექტურ მოქმედებას და, შედეგად, კიბოს წარმოქმნის ალბათობაც მინიმალურ დონეზეა დასული. ამ პრეპარატებს იმუნომოდულატორები ეწოდება. სწორედ ასეთი შესანიშნავი იმუნომოდულატორია პრეპარატი „კამელინი“ – ინიექციის, კაფსულების, მალამოსა და სანთლების ფორმა. მინდა, ჩვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ იმუნური სისტემის გამაძლიერებელი პრეპარატების შესაქმნელად ამერიკასა და მთელ მსოფლიოში მილიარდები იხარჯება. ამ დროს კი, „კამელინის“ სითხისა და კაფსულების ფორმამ უმოკლეს დროში წარმატებით გადალახა მეტად პრესტიჟული და რთულად დასაძლევი ბარიერი ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტოს (FDA) სახით და უპრობლემოდ შევიდა ამ ქვეყნისა და ევროპის ბაზარზე. საინიექციო ფორმა – „კამელინი მ-1“ – ყველა სტადიის კიბოს დაავადებისთვის არის აუცილებელი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში; ასევე, მნიშვნელოვანია „კამელინი მ-4“ – სანთლების (იმ შემთხვევებში, თუ ავადმყოფი უარს ამბობს ნემსებზე) და „კამელინი მ-2” – კაფსულების ჩართვა მკურნალობის თითქმის ყველა ეტაპზე. მინდა აღვნიშნო, რომ „კამელინის“ გამოყენება სანთლებისა და კაფსულების სახით ხანგრძლივი დროითაც უსაფრთხოა, ვინაიდან ის აბსოლუტურად არატოქსიკურია და არავითარ გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ძალზე ეფექტურია პროფილაქტიკური დანიშნულებითაც.
P.S. ვისაც გსურთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, იმუნიტეტის გაძლიერება ან „კამელინთან“ დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 2 98-62-25 (ოფისი), 599 33-10-89; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 597 76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.