ბრძნული აზრები
განდი: თუ გინდა, შეცვალო სამყარო, შეიცვალე შენ.
ჟან პოლი: მოგონება ერთადერთი სამოთხეა, საიდანაც ვერ გაგვაგდებენ.
კანტი: მეხსიერება – ფანტაზიაა შეგნებით.
ლაბრიუერი: თუ გსურს, დაივიწყო ვინმე, მასზე ნუ ფიქრობ.
ვაილი: მეგობრობა ზებუნებრივი ჰარმონიაა, წინააღმდეგობათა შერწყმაა.
გოეთე: ჟამთა აღწერა ერთ-ერთი საშუალებაა, რათა ზურგიდან ჩამოიხსნა წარსულის ტვირთი.
კონფუცი: როდესაც ადამიანის სიცოცხლე იძენს შინაარსს, მაშინ იგი მზადაა, შეუდგეს განწმენდისა და განსაცდელის გზას.
ბუასტი: ის, ვინც მალავს თავის შეცდომებს, მისი გამეორება სურს.
რაიჩეკი: ლოცვისთვის რამდენიმე სიტყვაც საკმარისია, სხვანაირად რელიგია ლიტერატურა ხდება.
ლაროშფუკო: ჩვენი შური ყოველთვის უფრო დღეგრძელია, ვიდრე სხვისი ბედნიერება, რომელიც გვშურს.
შვეიცერი: ყველა ჭეშმარიტების ბედი ასეთია: თავიდან მას დასცინიან, შემდეგ კი მიიღებენ ხოლმე.
ოთარ ჭილაძე: მეშინია, მაგრამ ვცოცხლობ. გნებავთ – ვცოცხლობ, მაგრამ მეშინია!
საავედრა: რაც მეტი სერიოზულობით მიუდგები ცხოვრებას, მით მეტ არასერიოზულს შენიშნავ მასში.
მონტენი: ქვეყანაში, სადაც წესრიგია, არავინ შეგედავება იმაზე, რომ ყვავი თეთრია.
ბრეჰტი: ნამდვილი პროგრესი ის არის, რაც გვაიძულებს, წინ ვიაროთ ან შესაძლებელს ხდის წინსვლას.
სპენსერი: პროგრესი აუცილებლობაა და არა შემთხვევითობა.
ნიცშე: ბუნების სრულიად გამორჩეულ სიხარულს რომ დავინახავთ, ეს არის მშვენიერება.
ვოვენარგი: იმედი ერთადერთი სიკეთეა, რომელიც ადამიანს არ მოყირჭდება.
აინშტაინი: მოგებულია ომი და არა მშვიდობა.
სოფოკლე: განა ბევრის თქმა და ბევრი ლაპარაკი ერთია?!
ჰერაკლიტე: სიბრძნე ისაა, რომ კაცმა მხოლოდ ჭეშმარიტება ილაპარაკოს, ბუნებას მიესადაგოს და მის შესაბამისად მოიქცეს.
ტეტჩერი: თუ ხასიათის სიმტკიცეს ქალი ამჟღავნებს, ამბობენ, მავნე ვინმეაო; თუ მამაკაცი – რა კარგი ყმაწვილიაო.