კახა კუხიანიძის ანეკდოტები
ავადმყოფი საოპერაციოდ მოამზადეს და, ექიმმა მუცელზე სკალპელი რომ დაადო გასაჭრელად, ამ დროს შემოვარდა ექთანი და იყვირა:
– ექიმო, გაჩერდი! ავადმყოფს სერიოზული უკუჩვენება აღმოაჩნდა!
– რა?
– ბანკი სესხს არ აძლევს.
***
ცოლი ებუზღუნება ქმარს:
– რა არის, ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ ინტერესდები ოჯახით.
– იქნებ დამიკონკრეტო?
– აი, მაგალითად, შენი ბოლო ბავშვის მამაც კი არ ხარ.
***
ერთი ქალი ეკითხება მეორეს:
– უკაცრავად, რამდენი წლის ხართ?
– ოცდაერთის.
– თქვენს ასაკში მე ოცდათხუთმეტის ვიყავი.
***
სასამართლოში მოსამართლე აცხადებს განაჩენს:
– სახელმწიფო მოხელის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებისთვის დაგეკისრათ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ბრალდებულო, რამის თქმა ხომ არ გსურთ?
– კი მსურს, მაგრამ, თქვენთან ისეთი ფასებია, თავს შევიკავებ.
***
მაღაზიაში:
– გამარჯობა, გუშინ თქვენს მაღაზიაში შვეიცარიული ყველი შევიძინე.
– დიახ, მახსოვს.
– ახლა ერთი კითხვა მაქვს.
– გისმენთ.
– მაინტერესებს, ეს ყველი იმპორტირებულია თუ დეპორტირებული?
***
– აუ, ბიჭო, გუშინ სახლში მივედი, კარადა გამოვაღე და, შიშველი კაცი არ დამხვდა?!
– აუჰ, წარმომიდგენია, ცოლს რა დღეში ჩააგდებდი!
– საქმეც ისაა, რომ ცოლი არ მყავს.
***
ფსიქიატრი ეუბნება მდივანს:
– აი, ეს კაცი რომ იყო ახლა ჩემს კაბინეტში შემოსული, გაორება აწუხებს. ძალიან საინტერესო შემთხვევა და პაციენტია.
– და, ექიმო, რითია საინტერესო?
– ორივე ნაწილი უპრობლემოდ დავითანხმე, მკურნალობისთვის ფული გადამიხადოს.
***
მეზობლის ქალი ფანჯრიდან უყვირის ზედა მეზობელს:
– ლამზირა, ახალი საწოლი იყიდეთ შენ და ანზორმა?
– შენ რა იცი, ნახე?
– არა, გავიგონე!
***
ქორწილის შემდეგ ქმარი მკაცრი ტონით ეუბნება ცოლს:
– მე მაქვს სამი ჩვევა და დაიმახსოვრე: ყოველ ოთხშაბათს მე და ჩემი მეგობრები ვიკრიბებით და მივდივართ სათევზაოდ, მერე მივდივართ ფეხბურთის სათამაშოდ, მნიშვნელობა არ აქვს ამინდს. გაიგე?
– გავიგე.
– ხუთშაბათ დღეს ისევ ვიკრიბებით და ვთამაშობთ „ჯოკერს“. გაიგე?
– გავიგე.
– შაბათ დღეს ისევ ვიკრიბებით და მივდივართ სანადიროდ. გაიგე?
– გავიგე.
– შენც ხომ არ გაქვს რამე ჩვევა?
– კი, მაქვს ერთი ჩვევა: ყოველ საღამოს, ათ საათზე, მე მაქვს სექსი და, სახლშია თუ არა ქმარი, სულ ფეხებზე მკიდია, გაიგე?