კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ შედგა ნოდიკო ტატიშვილისა და ნინი წიკლაურის სიყვარული და ვის გაჰყვა ის ცოლად ოთო ნემსაძესთან დაშორების შემდეგ

მომღერალ ნინი წიკლაურის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. როგორც თავად ამბობს, დიდი ხნის ოცნებები უსრულდება და თავს ბედნიერად გრძნობს. ამაში კი, საყვარელი ადამიანი, თემო ტუღუშიც ეხმარება. ისინი ერთობლივად ცდილობენ, ცხოვრების ყველა სირთულე მარტივად გადალახონ. მართალია, ნინი და თემო დიდი ხანია, იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ დაქორწინება მოგვიანებით გადაწყვიტეს და არც იმ ჭორებს შეუშლია მათი ურთიერთობისთვის ხელი, რაც მათ ყურამდე აღწევს.
ნინი წიკლაური: ჩემს ცხოვრებაში წარმატება ადვილად ნამდვილად არ მოდის. იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, ბევრს რომ შრომობენ და მერე, სადღაც გაუმართლებთ. თუმცა, იღბლიანი ვარ, რადგან ისეთ სიტუაციაში გამმართლებია, თავად რომ გაკვირვებული დავრჩი. საკმაოდ მიზანდასახული ვარ და ნებისმიერ რთულ სიტუაციაში გამოსავალს ვპოულობ. ვცდილობ, ცხოვრება არ გავირთულო და არ მივიყვანო პიკამდე. არასდროს ვმჯდარვარ გულხელდაკრეფილი და ბედის ანაბარა. სახლშიც და გარეთაც, სადაც არ უნდა ვიყო, თუ წინააღმდეგობას ვაწყდები, გამომუშავებული მაქვს ინსტინქტი, სასწრაფოდ დავიწყო გამოსავლის ძებნა და ვპოულობ კიდეც. სუსტი ნამდვილად არ ვარ და პრობლემების გამო, სასოწარკვეთაში ვერ ჩავვარდები. ამერიკაშიც რომ წავედი, ნულიდან დავიწყე ყველაფერი, მაგრამ ეს ნამდვილად მიღირდა. იქ დავინახე ის, რაც არასდროს მენახა და გამეგო. ამერიკაში ჩასვლით, კიდევ ერთი ნინი წიკლაური დამემატა და ჩემში ჩასახლდა კიდევ ერთი მე. ამერიკამ ორი ადამიანი გამხადა, უფრო გავძლიერდი. რომ ამბობენ, ამერიკაში ჩავედი და იქ გავიგე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გემოო, ეს, ჩემს შემთხვევაში, არ იყო, რადგან ბავშვობიდან ვმუშაობ, დამოუკიდებელი ვარ და არასდროს მიცხოვრია ვინმეს ხარჯზე. ჩემი ნაშრომის გემო, დიდი ხანია, ვიცი (იცინის). უბრალოდ, ამერიკამ დამანახვა, რომ კიდევ ბევრი რამ შემიძლია. იქ, ოქროს კოშკებს არავინ დაგახვედრებს, ვერავის გააკვირვებ. მე გამიმართლა და სადაც ბენდთან ერთად ვმღერი, ბარში შემოსული კლიენტები მეუბნებოდნენ, განსაკუთრებულად დიდი პოზიტივი გაქვსო. ასე რომ, თუ რაიმე პატარა ადგილი დავიმკვიდრე, ეს ისევ ჩემი ხასიათის დამსახურებაა და არა ნიჭის. ახლა, ამერიკაში ქმართან ერთად დაბრუნებას სულ მალე ვაპირებ.
– „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დაამტკიცე, რომ სიმღერის გარდა, ცეკვის ნიჭიც გაქვს. ამ პროექტში ახალი გათხოვილი მიხვედი. ქმრისგან წინააღმდეგობა არ ყოფილა?
– თემოს, დაახლოვებით 13 წელია, ვიცნობ. ამერიკიდან სწორედ საყვარელი მამაკაცის გამო ჩამოვედი, დავქორწინდით და საერთოდ არ ვფიქრობდი აცეკვებას (იცინის). როცა შემოთავაზება მივიღე, წინააღმდეგი ვიყავი. თემო კი მეუბნებოდა, კარგი შანსია და უნდა სცადოო. არასდროს მიცეკვია და ისიც ვიცოდი, ეს კოლოსალურ შრომასთან იქნებოდა დაკავშირებული.
თემო ტუღუში: ორი თვის დაქორწინებულები ვიყავით მე და ნინი, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რომ მიიწვიეს. ვიცოდი, ბევრი შრომა მოუწევდა და ჩემთვის დრო არ დარჩებოდა, მაგრამ ნინი ხელოვანია და თან, მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. ამიტომ, არ ვიყავი წინააღმდეგი.
– ის, რომ ნინი საკმაოდ თამამი ჩაცმული გამოვიდოდა მაყურებლის წინაშე, ეს თუ იცოდი და არ ეჭვიანობდი?
– ნინი რომ პარკეტზე ნახევრად შიშველი გამოდიოდა, ძმაკაცები თვალებზე მაფარებდნენ ხელს (იცინის). ზოგადად, არანაირი გართულება არ მაქვს. მე მჯერა მისი და თუ მისი პროფესია ამას მოითხოვს, ეჭვს ვერ შევიტან, ვერაფერს დავუშლი. როცა, შემოქმედი გყავს ცოლად, დათმობებზეც უნდა წახვიდე და შეეგუო იმ აზრს, რომ ხან ნახევრად შიშველი იდგება სცენაზე და ხან სხვა მამაკაცთან იცეკვებს წყვილში.
ნინი: „ცეკვავენ ვარსკვლავებმა“ ჩემი ცხოვრება ორ ეტაპად გაყო, ანუ ვცხოვრობდი ამ პროექტამდე და მის შემდეგ. ყველაზე დიდი სირთულე თემო კი არა, ცეკვა იყო (იცინის). დამეფიცება, დაბადების დღეზეც კი არ მიცეკვია, ჩემი საქმეა სიმღერა. მაქსიმალისტი ვარ და სადაც ვერ შევეტევი, იქ ვერ შევალ, მაგრამ მომიწია შევტეულიყავი (იცინის). თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასდროს ვუჩიოდი, მაგრამ ამ პროექტმა მათი რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა. ის, რომ ახალგათხოვილი თამამად ჩაცმული გამოვედი პარკეტზე და ამის გამო ვინმემ რამე თქვა, ამით არ დავინტერესებულვარ. მთავარია, საყვარელი ადამიანი მიგებს.
თემო: ყველაზე მეტად ნინის ცეკვა სწორედ მაშინ მომეწონა, სადაც ძალიან სექსუალური და თამამად ჩაცმული იყო. დიდ სიამოვნებას ვიღებდი და სურვილიც კი გამიჩნდა, სადმე, რომანტიკულ ადგილას, ასე ჩაცმულ ცოლთან მარტო მეცეკვა (იცინის). 
– როგორც ვიცი, ბინაც შეიძინეთ და ცალკე აპირებთ ცხოვრებას.
ნინი: ახლა, თემოს სახლში ვცხოვრობთ. არაჩვეულებრივი დედ-მამა და ძმა ჰყავს. მაგრამ, ხომ იცით, ახალდაქორწინებული წყვილისთვის მარტო ცხოვრება რას ნიშნავს? ახლა რემონტი გვაქვს და მალე გადავალთ ახალ სახლში. დიდი ხანია, კაპიკ-კაპიკ ვაგროვებდი ფულს და მინდოდა, საკუთარი ბინა მქონოდა.
თემო: ნინის არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს ჩემს ოჯახთან, მაგრამ გვირჩევნია, ჩვენთვის, მარტო ცხოვრება. ნინი რომ შემოდის სახლში, ხმა რომ არ ამოიღოს, მაინც ხმაურობს (იცინის). სულ იღიმის და კარგ ხასიათზეა. ნინის ბუნებრივად აქვს ეს სიხალისე და სადაც შევა, გარემოს ალამაზებს. მისმა შემოსვლამ, სახლი გააფერადა.
ნინი: ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი და ბებია სულ მეუბნებოდა, სამზარეულოში ერთი ქალი ბევრია, ორი ზედმეტიო. თემოს დედა არაჩვეულებრივი მზარეულია, მაგრამ მე მაინც „ვეტენები“ (იცინის). რაც შეეხება ახალ სახლში გადასვლას, ვფიქრობ, ახალდაქორწინებულ წყვილს მეტი თავისუფლება სჭირდება. ეს ის გრძნობაა, რაც მხოლოდ ორ ადამიანს შორის იცვლება. ბოლოს და ბოლოს, იქნებ თავდაყირა გინდა დადგე, მეუღლესთან ერთად რომანტიკული საღამო მოიწყო აბაზანაში სანთლის შუქზე (იცინის).
თემო: აი, გპირდები, ახალ ბინაში აბაზანაში სანთლები, ვარდის ფურცლები და რომანტიკული საღამოები არ მოგაკლდება (იცინის).
ნინი: ჩემი და თემოს ურთიერთობა წლებია, გრძელდება. მართლა საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ვართ. მას ყველაფერს ვუყვებოდი და მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ყველაფერი ვიცოდი. ბევრი დავკარგე, როცა მის გვერდით ვიყავი, მაგრამ ჩვენ შორის არაფერი ხდებოდა. არ ვცხოვრობთ ტიპური, სტანდარტული ცოლქმარივით, უბრალოდ, შეყვარებულები ვართ. გათხოვების მერე, ოჯახური ტვირთი არ მადევს, არაფერი დამძიმებულა. პირიქით, ვინც მიყვარს გვერდით მყავს და ეს ყველაზე მთავარია. ჩემს ყოფილ შეყვარებულებზეც იცის და მეც ვიცი მისი ყოფილების შესახებ.
თემო: რომ მიყვებოდა ნინი თავის შეყვარებულებზე, ვეუბნებოდი, ხომ არ გინდა მე დაველაპარაკო-მეთქი (იცინის).
ნინი: დღესაც, რამდენიმე თავხედი, მწერს, მაგრამ მე მათთან თავად ვაგვარებ საქმეს, თემოს არ ვრევ. ცოლმა თავად ისე უნდა მოაგვარო თავხედ თაყვანისმცემლებთან საქმე, რომ ქმრის ყურამდე არ მიიტანო. უამრავი ჭორი გამიგია ჩემს თავზე. ვისთანაც ვიმღერე, ყველასთან დამაწყვილეს. მაგალითად, ის რომ ოთო ნემსაძის ცოლი ვიყავი, მერე გავშორდი და ნოდიკო ტატიშვილთან დავიწყე სიყვარულობანა. მაგრამ, მას ვერ გავყევი, რადგან დედა მყავს ტატიშვილი და ეს საქმე არ გამოვიდოდა (იცინის). ასე რომ, ნოდიკოს ცოლობას, დედაჩემმა გადამარჩინა (იცინის). იცით, რას ვგრძნობ? ერთი აღარ ვარ და ორი გავხდი. ახლა ორივე ერთად წავალთ ამერიკაში. თუმცა, ხშირად ჩამოვალთ, რადგან ბებიაჩემისა და დედაჩემის გარეშე ვერ გავძლებ. ვიქნებით ასე, ჰაერში გამოკიდებულები (იცინის).
თემო: მერე, ორი ბიჭი და ერთი ნინისნაირი კიკინებიანი, ხალისა და ლამაზი გოგოც გვეყოლება და აწყობილი გვაქვს ცხოვრება (იცინის).

скачать dle 11.3