კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის სტაფილო რუჯის მიღებისა და შენარჩუნებისთვის კარგი და რა უნდა ვიცოდეთ ზღვაზე წასვლის წინ

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, თითოეული ჩვენგანი ფიქრობს დახვეწილ, ლამაზ სხეულზე და მუქ, შოკოლადისფერ რუჯზე. არის საკითხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ზღვაზე წასვლის წინ, რათა სასურველი ნამზეური მივიღოთ. ჯანსაღ და იდეალურ რუჯს  განაპირობებს  სწორი კვება. სწორად შერჩეულ საკვებსა თუ ხილის ნატურალურ წვენებში (გარგარი, ატამი, გოგრა, ნესვი, ქოქოსი) შედის ნივთიერებები, რომლებიც დაგეხმარებათ ფერის შენარჩუნებაში. ამ მხრივ საინტერესოა სტაფილო, რომელიც ლამაზი რუჯის მიღებაშიც შეგიწყობთ ხელს და დიდი ხნის განმავლობაშიც გინარჩუნებთ შოკოლადისფერ სხეულს. მზის სხივებიდან წამოსული სინათლის ზემოქმედების შედეგად  ორგანიზმი გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს – ენდორფინს, რომელიც ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში გაგრძნობინებთ თავს. გარდა რუჯის დადებითი თვისებებისა, არსებობს რისკ-ფაქტორები, რომელთა გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, ზღვიდან სხვადასხვა დაავადებით დაბრუნდეთ. რა უნდა იცოდეთ ზღვაზე წასვლამდე და რამდენად საშიშია ორგანიზმისთვის სოლარიუმი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ექიმი-კოსმეტოლოგი მაია ჩუთლაშვილი გვესაუბრა.
– რა არის გარუჯვა და როდის წვავს მზე კანს?
– გარუჯვა არის კანის გამუქების პროცესი. ადამიანის კანი შედგება რამდენიმე შრისგან: ზედა ფენა, ეპიდერმისი და კანქვეშა ქსოვილები. ეპიდერმისს კიდევ ორი შრე აქვს: რქოვანა და მარცვლოვანი, რომლებშიც მელანინი და კერატინი ფორმირდება. ულტრაიისფერი სხივების სწორედ ამ შრეში მოხვედრის შემდეგ გარდაიქმნება მელანოციტები პიგმენტ მელანინად. მზის ულტრაიისფერი სხივები სამი ტიპისაა: A, B, C ტიპის. საშიშია C, რომელიც, საბედნიეროდ, დედამიწის ზედაპირამდე ვერ აღწევს. A ტიპის სხივი უფრო მოკლეა, მაგრამ საშიში – სწორედ ის იწვევს კანის დამწვრობას. A და B სხივების ზემოქმედება კანს აშრობს, აუხეშებს, ნაადრევად აბერებს და იწვევს კანის კიბოს; შესაბამისად, სამი საათის განმავლობაში მზეზე მიფიცხება მიზანშეწონილი არაა, თითოეული სხივი საშიშია ორგანიზმისთვის.
– რა წესები უნდა დავიცვათ გარუჯვამდე და გარუჯვის დროს?
– სასურველია, რუჯის მიღების წინ გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები: პირველ ყოვლისა, აუცილებლად გაიარეთ ექიმის კონსულტაცია, რადგან, არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც კატეგორიულად არ შეიძლება მზეზე ყოფნა. თუ ექიმი მოგცემთ უფლებას, მაშინ მიეფიცხეთ მზეს, ოღონდ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი სპეციალური საშუალება, რომელსაც ექნება დამატენიანებლის ფუნქცია და დაგიცავთ დამწვრობისგან. ასევე, ბლოკავს A და B სხივებს. კრემი უნდა წაისვათ გასარუჯად გასვლამდე 20-30 წუთით ადრე, მზეზე ყოფნისას კი – 2-3 საათში ერთხელ. წყლიდან ამოსვლის შემდეგ აუცილებელია სუფთა წყლის გადავლება, გამშრალება და ისევ კრემის წასმა. არ დაგავიწყდეთ, რომ სახეზე ცალკე უნდა წაისვათ მზისგან დამცავი, ტანი კი უნდა დატენიანდეს რძის შემცველი ლოსიონით.
– ზოგადად, არის თუ არა გარუჯვა საშიში და რომელი დაავადებების დროს არ შეიძლება რუჯის მიღება?
– საშიშია არასწორად გარუჯვა. ულტრაიისფერი გამოსხივება მკვეთრად ზრდის კანის ავთვისებიანი სიმსივნეების რისკს. ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად მესმის მელანომის დიაგნოზი, რაც კანის სიმსივნესთან ასოცირდება. დადგენილია, რომ არასწორი გარუჯვა იწვევს დაბერებას, ლაქების გაჩენასა და სხვადასხვა ხარისხის დამწვრობას. გარუჯვა არ შეიძლება ორსულებისთვის, 2 წლამდე ბავშვებისთვის, ხანში შესული ადამიანებისთვის, ტუბერკულოზით დაავადებულთათვის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს; აკრძალულია კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთანავე მზეზე მიფიცხება, რადგან, პილინგების, ელექტრო და ბიოეპილაციის შემდეგ, დიდი ალბათობაა, გაგიჩნდეთ პიგმენტური ლაქები ან მიიღოთ კანის დამწვრობა. ბევრმა არ იცის, მაგრამ, რუჯი, ასევე, არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს გაკეთებული ტატუ ან პერმანენტული მაკიაჟი. საღებავები, რომლითაც ტატუ კეთდება, დასხივების დროს შედის რეაქციაში და, შესაძლებელია, მოხდეს კანის დამწვრობა.
– რუჯის სწორად მიღება როგორ ხდება?
– უნდა დაიცვათ საათები და დაიფაროთ კანი დამცავი ლოსიონით. რუჯის მიღება სასურველია დილის 11 საათამდე ან საღამოს 16 საათიდან. ლამაზი და უსაფრთხო რუჯის მისაღებად დაიწყეთ პლაჟზე 10-15-წუთიანი ყოფნით, შემდეგ კი თანდათან მოუმატეთ დროს, მაგრამ, თუ დიდხანს მოგიწიათ მზეზე წოლა, შესაძლოა, სავალალო შედეგიც მიიღოთ. მზეზე დიდხანს ყოფნა ანადგურებს იმუნიტეტს, რაც იწვევს სხვადასხვა ინფექციური დაავადების გაჩენას. ულტრაიისფერი გამოსხივება ტუჩებსაც ვნებს, ამიტომ მათაც სჭირდება სათანადო დაცვა: არსებობს სპეციალური ბალზამები, რომლებიც იცავს ტუჩებს გამოშრობისგან. პომადებისა და სხვა კოსმეტიკის გამოყენება რუჯის მიღების დროს  არ შეიძლება, რადგან ისინი შეიცავენ ეთერზეთებს და აჩენენ პიგმენტურ ლაქებს. თანაბარი ნამზეურის მისაღებად, უმჯობესია, არ დაწვეთ მზეზე, მოძრაობაში უკეთეს რუჯს იღებთ. თუ დაწვებით, მაშინ პოზიცია შეიცვალეთ ყოველ 10 წუთში, თავზე აუცილებლად დაიფარეთ ღია ფერის ქუდი, გაიკეთეთ მუქი ფერის სათვალე და მიიღეთ 1-დან 1,5 ლიტრამდე წყალი. ძალიან კარგია გაზგასული მინერალური წყლის მიღება, შეგიძლიათ, ცოტა სახეზეც შეისხათ. რაც შეეხება ალკოჰოლს, მზეზე ყოფნისას ეს დაუშვებელია; ასევე, არასასურველია ტკბილი გაზიანი სასმელები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მზეზე გასარუჯად არ უნდა წახვიდეთ მშიერი, ჭამიდან ნახევარ საათში კი შეგიძლიათ სანაპიროზე გასვლა.
– სოლარიუმი უსაფრთხოა ორგანიზმისთვის?
– ბოლო დროს საქართველოში ძალიან აქტუალური გახდა სოლარიუმში გარუჯვა. ქუჩაში ქალების 70-80 პროცენტი სოლარიუმის რუჯით დადის და ამით ამაყობენ კიდეც. საქართველოში როგორც ლაზერულ ეპილაციაზე, ისე სოლარიუმშიც თავისუფლად ეწერებიან 18 წლამდე ახალგაზრდები, რომლებისთვისაც სრულიად დაუშვებელია ეს პროცედურა, თან, ყოველგვარი კონსულტაციისა და ექიმის გარეშე. გარდა ამისა, გარუჯვის მოყვარულებმა არ იციან, რომ რუჯის მიღება არ შეიძლება წელიწადში 12 თვის განმავლობაში. ექიმების რეკომენდაციით, გარუჯვა წელიწადში ორჯერაა დასაშვები.
– იწვევს თუ არა დაავადებებს სოლარიუმით გარუჯვა?
– თუ არ დაიცავთ არანაირ ნორმას, მაშინ, ბუნებრივია, დაავადებაც განვითარდება, რადგან, სოლარიუმი, ისევე, როგორც ლაზერული ეპილაცია, ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას. თავი შეიკავეთ სოლარიუმში წასვლის წინ ფოტოეპილაციის, გაახალგაზრდავების, ინიექციური პროცედურების, პილინგისა და ლაზერული თერაპიისგან, რადგან, კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანების 80 პროცენტს, რომლებიც ირუჯებიან სოლარიუმში, უვითარდებათ მელანომა, იგივე სიმსივნე. ამ სხივებს შეუძლია, გაანადგუროს კანის უჯრედების დნმ, რაც ხდება კანის კიბოს განვითარების მიზეზი.  კვლევებმა აჩვენა, რომ სოლარიუმი არ არის რუჯის მიღების უსაფრთხო გზა, ამიტომ, ბევრ ქვეყანაში ჯანდაცვის წარმომადგენლები ცდილობენ, მიიღონ კანონი სოლარიუმის გამოყენების წინააღმდეგ. ევროპის ბევრ ქვეყანაში კი მისი გამოყენება 18 წლამდეა აკრძალული.
– არსებობს საშუალება, რომელიც შედარებით უსაფრთხოა გასარუჯად?
– სოლარიუმზე კიდევ დავამატებ, არ შეიძლება მისი გამოყენება მათთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, ასევე, ჰერპესის დროს.  უსაფრთხო გარუჯვისთვის არსებობს ავტორუჯი, რომელიც არ არის საშიში.

скачать dle 11.3