კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდება ორგანიზმიდან სასიცოცხლო ენერგიის დაკარგვა და როგორ დავიცვათ თავი არასასურველ ადამიანებთან ურთიერთობისას

ბიოენერგია ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ავადმყოფობის ან გადაღლის დროს მას ვკარგავთ და ამიტომ, აუცილებელია, მისი აღდგენა. ადამიანს ისე ვერაფერი აუძლურებს, როგორც გაბრაზება, გაღიზიანება, შური, ეჭვიანობა და ასე შემდეგ. ენერგეტიკულ ველში სწორედ ამ მიზეზებით იქმნება „ხვრელები”, საიდანაც ძალა გამოედინება. დაკარგული ენერგიის შევსება კი, საყვარელი ადამიანების, ოჯახის წევრების, ნათესავების, ახლობლებისა და გარემოცვის ხარჯზე ხდება. ანუ, ადამიანს აუძლურებს ემოციური გადაღლა და არა ფიზიკური – ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება.
აუცილებელია, საკუთარი ენერგეტიკული პოტენციალი აკონტროლოთ, დროდადრო შეავსოთ ის და სწორად მართოთ ემოციები. ეცადეთ, მაქსიმალურად დაიტვირთოთ დადებითი, პოზიტიური ემოციებით. ენერგეტიკული დამუხტვა შეუძლია ფიზიკურ დატვირთვას. აგრეთვე, კარგია გამდინარე წყლის ყურება, სეირნობა ბუნებაში, საღამოს, ძილის წინ კონტრასტული შხაპი და მეგობრებთან ხშირი ურთიერთობა.
მშვიდი და მხიარული ბუნების ადამიანებს გაწონასწორებული ბიოველი აქვთ და მისი დარღვევა ძალიან ძნელია. თუმცა, ენერგოვამპირები სწორედ მათ ირჩევენ სამიზნედ და ცდილობენ, მსხვერპლი წონასწორობიდან გამოიყვანონ – გააბრაზონ და ემოციებთან ერთად, ენერგიის დიდი ნაწილი წაართვან. ჩხუბი და დავიდარაბა ყველაზე უტყუარი და ადვილი საშუალებაა, რომ ადამიანისგან სასიცოცხლო ენერგია მეტად ამოქაჩო. დავის შემდეგ გამანადგურებელი გამოცარიელება იმ ენერგიის დაკარგვითაა გამოწვეული, რომელიც მოწინააღმდეგემ თავის საკვებად წაიღო.
თუ ხვდებით, რომ მოსაუბრეს თქვენგან ენერგია მიაქვს, მასთან ურთიერთობისას ნელ-ნელა გრძნობთ დაღლას, ხელები გულმკერდზე დაიკრიფეთ ან ფეხები გადააჯვარედინეთ და ასე დაბლოკეთ ენერგიის გადინება ორგანიზმიდან. ასეთი ქმედებით თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ და დაიცავთ თავს.
თუ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიადვილდებათ, მათ გვერდით ყოფნა გსიამოვნებთ, ესე იგი, თქვენ შორის ენერგეტიკული ცვლა კარგად მიმდინარეობს. მაგრამ, თუ გრძნობთ, რომ ზოგიერთ პიროვნებასთან ურთიერთობისას ძალას კარგავთ, განიცდით დისკომფორტს, ღიზიანდებით, ან უეცარი თავის ტკივილი გეწყებათ, ესე იგი, თქვენგან ენერგიას იწოვენ და ამ ენერგიის წართმევით გიქმნიან პრობლემებს.
ჩვენი ენერგეტიკული ველის ურთიერთობას გარშემო მყოფთა ველებთან ქვეცნობიერად ვგრძნობთ და მათზე განწყობით ან ფიზიკური ცვლილებებით ვრეაგირებთ. ამიტომ, გაფრთხილებთ, თუ თანამოსაუბრესთან კონტაქტი არ გსიამოვნებთ, ეცადეთ, დროზე გაეცალოთ.

скачать dle 11.3