კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნევროზისა და უძილობის დაძლევაში თავშავას ნაყენი დაგეხმარებათ


მცენარე თავშავას აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების შემახორცებელი, ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი, ოფლმდენი, საჭმლის მომნელებელი, წნევის დამწევი და კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტი.
*შეკრულობის, კუჭის სპაზმის ან უმადობის დროს, ორ ჩაის კოვზ გამხმარ, დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. ნახევარი საათით თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ მეოთხედი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
*სისხლძარღვების სპაზმის ან თავის ტკივილისას, ოთხ სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი, ერთი საათის განმავლობაში თავდახურული გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და ამ ნაყენით დაიბანეთ თავი და სახე. თავი თბილად შეიხვიეთ და ჩაწექით ლოგინში.
*ნევროზისა და უძილობის დროს, ერთ სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. დააყენეთ ერთი საათით, გადაწურეთ. მიიღეთ სამი სუფრის კოვზი ნაყენი, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ერთი თვის განმავლობაში.
*ხველების ან გრიპის დროს, ორ ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი. გააჩერეთ ერთი საათით თავდახურულ ჭურჭელში. გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მიიღეთ გამოჯანმრთელებამდე.
გაფრთხილებთ, რომ თავშავა უნდა შეიძინოთ აფთიაქებში.

ზაფხულის პერიოდში ორგანიზმს ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა შეუძლია
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ზაფხულის პერიოდში თქვენგან არ მოითხოვს არც განსაკუთრებულ ძალისხმევას და არც დიდ ხარჯებს. თუმცა, არის წესები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და ასე დაიცვათ ჯანმრთელობა. კერძოდ:
*ტერფზე თავმოყრილია ადამიანის ყველა ორგანოს საპროექციო წერტილები. ამიტომ, ხშირად იარეთ ფეხშიშველმა ბალახზე, ზღვის ქვიშიან თუ ქვიან სანაპიროზე. ქუსლის მიწასთან შეხებისას მასზე არსებული მრავალრიცხოვანი რეცეპტორი ღიზიანდება და ორგანიზმის  გარკვეულ წერტილებში რეფლექტორულ რეაქციებს რთავს, უფრო მეტად კი ცხვირ-ხახისა და ზედა სასუნთქი გზების მიდამოში. ასე რომ, ვინც ზაფხულის პერიოდში ხშირად ივლის ფეხშიშველი, ზამთარში დაცული იქნება ვირუსული დაავადებებისგან.
* ეცადეთ, გაავარჯიშოთ გული და სისხლძარღვები ველოსიპედით სეირნობით. რადგან მათი გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ვინც წელიწადის თბილ პერიოდში ყოველდღიურად სეირნობს ველოსიპედით, უფრო ეფექტურად ფუნქციონირებს და ინფარქტით გარდაცვალების რისკიც რამდენჯერმე ნაკლებია.
* სუფთა ჰაერზე ჩატარებული სეზონური ფოტოთერაპიის დროს, იკარგება დაახლოებით იმდენივე კალორია, რამდენიც სატრენაჟორო დარბაზში ერთი საათის განმავლობაში აქტიური ვარჯიშისას. ზაფხულში მოქმედებს ბევრი ისეთი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს წონაში დაკლებას. კერძოდ, ორგანიზმში აქტიურდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ცხელ დღეებში ცხიმები უფრო სწრაფად იწვის, შემცირებულია კუჭის წვენის გამოყოფა, რაც, შესაბამისად, დამთრგუნველად მოქმედებს მადაზე.
* ყოველდღიურად მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი, განსაკუთრებით კი კენკროვნები, რომლებსაც აქვს უნარი, ბიოლოგიური დრო უკან „შეაბრუნოს“. მათ შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტები, იცავს რა კანის უჯრედებს მავნე რადიკალების გავლენისგან, შესაბამისად, აფერხებს სიბერის პროცესს და იმის საშუალებას იძლევა, ორი-სამი თვის განმავლობაში მათი სისტემატური მიღებით, სამი-ოთხი წლით მაინც გაახალგაზრდავდეთ.
* ზღვის მიკროკრისტალებს, რომლებიც ლაგდება კანის ზედაპირულ ფენებში, აქვს გამაჯანსაღებელი ეფექტი, რომელიც გრძელდება ზღვაზე დასვენების შემდეგ ორ-სამ თვესაც კი. ვისაც არ აქვს საშუალება, ზღვაზე დასასვენებლად წავიდეს, შეგიძლიათ, ეს პრობლემა, სახლშიც მოაგვაროთ: მიიღეთ  300 გრამი ზღვის მარილისა და 2 სადილის კოვზი წიწვოვანი ექსტრაქტის აბაზანები, დღეში 15 წუთის განმავლობაში.
* ცხელ ამინდში ადამიანის ორგანიზმი დღეში 2-3 ლიტრ სითხეს საჭიროებს. შემდგომში ეს სითხე გამოიყოფა ოფლთან ერთად, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის უვარგის, ნარჩენ პროდუქტებს. ამას გარდა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება ასტიმულირებს განსაკუთრებულ ცილას, ეგრეთ წოდებული ეპიდერმული ზრდის ფაქტორს. ეს განსაკუთრებული ცილა, თავის მხრივ, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და აფერხებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.
* ზაფხულში ენდოკრინული სისტემა განსაკუთრებით აქტიურად გამოიმუშავებს სასქესო ჰორმონს, რომელიც აძლიერებს სექსუალურ აქტივობას. ხშირი სექსუალური ურთიერთობა კი ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, აძლიერებს იმუნიტეტს და წვავს კალორიებს.

საზამთროს დიეტა ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს
ზაფხულში, როცა ორგანიზმი გამუდმებით ითხოვს სითხეს, შესანიშნავი გამოსავალია საზამთრო. საზამთრო ასი პროცენტით დიეტური პროდუქტია. დაბალკალორიულია  და მისი 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ 30 კილოკალორიას უდრის. ის შეიცავს ფრუქტოზას,  A, C, B, B1, B2, PP ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, პიქტინურ ნივთიერებებს, უჯრედისს.
 საზამთროს რბილობი 90 პროცენტი სითხისგან შედგება და ძლიერ შარდმდენი საშუალებაა. ის უნიკალური საშუალებაა ინტოქსიკაციის დროს, ამასთანავე, მდიდარია ეთეროვანი ზეთებით, შეიცავს ვაშლმჟავასა და ტუტოვან ნივთიერებებს. საზამთროს თესლში 35 პროცენტი  ცხიმია. ყოველივე ამის გამო საზამთრო რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლების დაავადებების დროს.
საზამთრო ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. მასში ბევრია მინერალური ნივთიერება. შეიცავს ბეტა-კაროტინსაც. დროის მოკლე მონაკვეთში საზამთროს დიეტის მეშვეობით შეგიძლიათ, შესამჩნევად გახდეთ და გაჯანსაღდეთ. ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება ხდება სითხის ინტენსიური გამოდევნის ხარჯზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმის ფენების შემცირებას და წმენდს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ამასთანავე, საზამთროს დიეტა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. სასარგებლოა განტვირთვის დღის მოწყობა, რომლის განმავლობაშიც მიირთმევთ მხოლოდ საზამთროს და ერთ ნაჭერ შავ პურს. 1 კილოგრამი საზამთროს რბილობი თქვენი წონის 10 კილოგრამზე უნდა გადაამრავლოთ და ისე მიირთვათ.  გაითვალისწინეთ, რომ ასეთი დიეტა 5 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. თუ ყველაფერი რიგზეა, 6-დღიანი შესვენების შემდეგ, დიეტა შეგიძლიათ გაიმეოროთ, ოღონდ რაციონში ჩართეთ ყველი, დაუშაქრავი შვრიის ფაფა, უცხიმო თევზი და ბოსტნეული.

მსხალი სასარგებლო ხილია გულისა და ფილტვებისთვის
მსხალი ძალიან სასარგებლო ხილია. ის უხვად შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, უჯრედისებს, B, C, D და PP ვიტამინებს, A პროვიტამინს, მიკროელემენტებს, იოდსა და ნახშირწყლებს.
მსხლის წვენი ძალიან კარგი გამაჯანსაღებელი და ვიტამინებით მდიდარი სასმელია. ის განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც მუხლის არეში სერიოზული პრობლემები აქვს. მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსული ქალებისა და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევისა და სისხლძარღვების პრობლემები აწუხებთ. ასევე, სასურველია მისი ჭამა 45 წლის ასაკის შემდეგ. კარგია, თუ კვირაში ერთი დღე ორგანიზმს განტვირთვას მოუწყობთ და მხოლოდ მსხალს მიირთმევთ.
ეს ხილი ეფექტურია მაღალი სიცხის დროს და სასარგებლოა ფილტვებისთვის. შემცველი ანტიბიოტიკის – არბუტინის წყალობით, მის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია. მსხალი ასევე, აუცილებელია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, რადგან ის ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს.
მსხალი, აგრეთვე, აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. ის საგრძნობლად აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი შემცველი უჯრედისები კუჭ-ნაწლავის ტრაქტს ცოტა აღიზიანებს. მიუხედავად მისი დადებითი და სასარგებლო თვისებებისა, თუ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებით რამე პრობლემა გაქვთ, მოერიდეთ მის ჭამას. მოხარშული ან შემწვარი მსხალი კი, ძვლების საუკეთესო წამალია; ასევე, ძალიან სასარგებლოა ნაღვლის ბუშტის დაავადების, ქოლეცისტიტისა და გასტრიტის დროს. ასეთი პრობლემების მქონე ადამიანმა ყოველ დილას, ცოტა წახემსების შემდეგ, ერთი მსხალი უნდა შეჭამოს. ეს ხილი მას მუცლის ტკივილს დაუამებს და მტანჯველ წვასაც მოუხსნის.
საოცარი თვისებების მქონე ეს ხილი, დაავადების დაძლევასთან ერთად, ხასიათის გაუმჯობესებასაც უზრუნველყოფს. მსხლის მიღებიდან რამდენიმე წუთში ადამიანს საგრძნობლად უუმჯობესდება გუნება-განწყობა.
მსხალი ძალიან სასარგებლოა არითმიის დროს. ის გულისცემას არეგულირებს, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მასში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს.
 ნუ შეჭამთ მსხალს უზმოზე და წყალსაც ნუ მიაყოლებთ.

როგორ ვუშველოთ თავს  საკვებითა და წყლით ინტოქსიკაციის დროს
წყლითა და საკვებით ინტოქსიკაცია მწვავე დაავადებაა, რაც ვლინდება გულისრევით, ფაღარათით ან ნევროლოგიური სიმპტომებით. ამ მხრივ, პროფილაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, აუცილებლად უნდა დაიცვათ ზაფხულში საკვების შენახვისა და მომზადების სანიტარული და ჰიგიენური პირობები. მოწამლული ადამიანი კი სრულ იზოლაციაში უნდა იყოს.
ბაქტერიული კვებითი ინტოქსიკაციის ყველაზე ხშირი გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკებით საკვების დაბინძურება, ასევე, დაბინძურება სალმონელათი, ბაციდუს ცერეუსით, კლოსტრიდიუმ პერფრინგენსით. საკვები სტაფილოკოკით მაშინ ბინძურდება, თუ მისი მომზადების ან შენახვის წესი დარღვეულია. განსაკუთრებით ეს ეხება იმ პროდუქტს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათით ინახება. ასეთ შემთხვევაში, ამ პროდუქტში სტაფილოკოკის გამრავლებისთვის კარგი პირობები იქმნება და ხდება ენტეროტოქსინის წარმოქმნა. სწორედ ეს არის ის ტოქსინი, რომელიც დაავადების განვითარებას იწვევს.
სტაფილოკოკური დაავადების დროს, პირველი 5 საათის განმავლობაში იწყება გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი. ამ დროს ტემპერატურა ოდნავ მომატებულია. ადამიანი თავს ცუდად გრძნობს.
სალმონელა ადამიანის ორგანიზმში საკვებით ხვდება, განსაკუთრებით  კვერცხიდან, ხორციდან და ისეთი პროდუქტებიდან, რომლებიც სათანადოდ არ არის თერმულად დამუშავებული. ასეთ შემთხვევაში, ხდება მასობრივი ინფიცირება.
სალმონელათი დაბინძურებული საკვებით ინტოქსიკაციის დროს იწყება ღებინება, ტემპერატურის მკვეთრი მატება, საერთო სისუსტე, თავისა და მუცლის ტკივილი, კანის გამოშრობა, მუცლის შებერვა. ასევე, აღინიშნება ფაღარათი, განავალი კი თხელი, ლორწოვანი და ქაფისებურია. ამ დროს ავადმყოფს კიდურები უცივდება, ხშირია გონების დაკარგვა და კრუნჩხვაში ჩავარდნა. ეს სიმპტომები ვითარდება საკვების მიღებიდან 6-46 საათის განმავლობაში.
კლოსტრიდიუმ პერფრინგენსი ფართოდაა გავრცელებული წყალში, ნიადაგში, ადამიანისა და ცხოველის განავალში. სპორები ძალიან ადვილად მრავლდება და ინტენსიურად აბინძურებს საკვებ პროდუქტებს. ეს დაავადება ძირითადად ზაფხულში იჩენს თავს. კლოსტრიდიებით გამოწვეული მოწამვლა იწყება საკვების მიღებიდან 6 – 12 საათის განმავლობაში. იმატებს ტემპერატურა, აღინიშნება ფაღარათი, ღებინება, მუცლის შეტევითი ხასიათის ტკივილი.
საკვებით ინტოქსიკაციის დროს უნდა მიიღოთ, რაც შეიძლება ბევრი სითხე ან გაიკეთოთ გადასხმა. ამით აინაზღაურებთ სითხის დანაკლისს. ზოგიერთ შემთხვევაში კი, საჭიროა ანტიბიოტიკები.

скачать dle 11.3