კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოცნების ქალი


მამაკაცები ბავშვებივით არიან, დიდი ბავშვებივით, რომლებსაც უფროსობის ამბიცია აქვთ. ის, რომ ჭეშმარიტი მამაკაცები უკვე აღარ არსებობენ, მითია და დრომოჭმული სტერეოტიპი... მამაკაცები ისეთებადვე დარჩნენ და მათაც უნდათ გვერდით ჰყავდეთ ოცნების ქალი... რა გიშლით ხელს, იყოთ სასურველი, საყვარელი, ოცნების ქალი?! ისევ და ისევ სტერეოტიპები და, კიდევ, სიჯიუტე. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მამაკაცების გადაკეთებას ვცდილობთ, რადგან ცუდად ვიცნობთ მათ. მაგალითად, თქვენ ბრაზობთ, როცა მამაკაცი საათობით არ გამოდის სააბაზანოდან. მიზეზი არ იცით და შეიძლება, არც გაინტერესებთ, მაგრამ აჯობებს, იცოდეთ – საკმაოდ საინტერესოა...
საქმე ისაა, რომ, თუკი მამაკაცი მიიღებს გადაწყვეტილებას, საკუთარი თავი წესრიგში მოიყვანოს, ამას გააკეთებს ძალიან გულმოდგინედ, ნელა და კომფორტის სრული განცდით, ანუ, ამ საქმეს სრულფასოვნად და სერიოზულად მიუდგება: შევა სააბაზანოში. სარკეში დიდხანს მოუნდება თავისი გარეგნობის შესწავლას. ნელა დაიბანს, ნელა გაიპარსავს. თმას ხან აქეთ გადაივარცხნის, ხან იქით... მოკლედ, ბოლომდე მიიღებს სიამოვნებას. შეიძლება, ნახევარი საათის შემდეგ თქვენი მოთმინების ფიალა უკვე სავსეა, მაგრამ კარზე ბრახუნსა და ყვირილს შედეგი არ ექნება. თუ მის იდილიას ხელს შეუშლით, „იდეალურის“ სტატუსს სამუდამოდ დაემშვიდობეთ. ხოლო, თუ ფიქრობთ, რომ ამას აზრი არა აქვს, ძალიან ცდებით.
P.S. მამაკაცები ხშირად მეტ ყურადღებას უთმობენ მობილურ ტელეფონს, მანქანას ან კომპიუტერს, ვიდრე ქალს, რომელიც სულ მის გვერდითაა. რა თქმა უნდა, ამის მოთმენა ძნელია, მაგრამ, თუკი იდეალური გინდათ, რომ იყოთ, სკანდალის გარეშე მოახერხეთ, თქვენზე გადმოიტანოს ყურადღება. როგორ?! ამას ინტუიცია გიკარნახებთ...

სულელური
 ჩვევები...


როცა გიყვარს, შენი გრძნგობების ობიექტი იდეალურად გეჩვენება... ფიქრობ, რომ მას ნაკლი არა აქვს... მაგრამ, საკმარისია, ერთ ჭერქვეშ დაიდოთ ბინა, სწრაფად აღმოაჩენთ, რომ უამრავი სულელური ჩვევა ჰქონია, რომლებითაც ჭკუიდან გადაჰყავხართ... გაღიზიანება თანდათან იმატებს, შესაბამისად, იმატებს დუღილის ტემპერატურაც. შეეგუებით ამ ყველაფერს, თუ...
ყველაზე ხშირად, პარტნიორის გამაღიზიანებელი ჩვევები საყოფაცხოვრებო ხასიათისაა. ისინი ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მაგრამ ბოლოს, შეიძლება, ვულკანივით ამოხეთქოს... როცა შეატყობთ, რომ აფეთქებას აღარაფერი გიკლიათ, იფიქრეთ იმაზე, რომ მას სხვანაირად არ შეუძლია – იმას, რაც თქვენ გაღიზიანებთ, ის საერთოდ ვერც ამჩნევს... ანუ, რა უნდა გააკეთოთ, თუკი საყვარელი მეუღლე ჭუჭყიან ტანსაცმელს აქეთ-იქით ყრის?! ღრმად ჩაისუნთქეთ: მან ზუსტად იცის, რომ ამ ყველაფერს აკრეფთ და ადგილს მიუჩენთ, კარადაში კი ყოველთვის იპოვის სუფთა ტანსაცმელს. საკმარისია, კაცს ეს კომფორტი მოაკლოთ, რომ ეგრევე დაფიქრდება. გისაყვედურებთ კიდეც, რომ სუფთა წინდები აღარ აქვს... აი, მაშინ კი აუხსენით, რომ გაურეცხავთ მარტო იმ ტანსაცმელს, რომელსაც ჭუჭყიანი ნივთებისთვის განკუთვნილ კალათაში ჩაყრის... ამას დრო დასჭირდება, თუმცა, შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
მამაკაცების კიდევ ერთი საშინელი თვისება – ვერასოდეს პოულობენ ნივთს, რომელიც ცხვირწინ აქვთ... აქ უკვე ფიზიოლოგიაა „დამნაშავე”: მამაკაცებს პერიფერიული მხედველობა ძალიან ცუდად აქვთ განვითარებული, განსხვავებით ქალებისგან, ამიტომაც, ნამდვილად ვერ ხედავენ და სულაც არ ცდილობენ, თქვენ გაგაღიზიანონ. როგორ უნდა მოიქცეთ? ყოველგვარი ჩხუბისა და ყვირილის გარეშე აცადეთ, ეძებოს. არ მიაქციოთ ყურადღება და იპოვის...
მაღაზიაში სიით გზავნით – მაინც ყოველ წუთს გირეკავთ? არ ეჩხუბოთ. ვერ იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად და ამას იმიტომ აკეთებს. დააფასეთ მისი მონდომება.

ხმის უფლება

ყველა მამაკაცს, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ძალიან უყვარს მბრძანებლობა – მან უნდა ილაპარაკოს, ცოლმა უსმინოს და დაეთანხმოს. ჩხუბი და აყალმაყალი აუცილებელი არ არის. მთავარია, თავიდანვე სწორად მიუჩინოთ მას ადგილი და დაალაგოთ პრიორიტეტები ურთიერთობაში. დიახ, თქვენ უნდა გქონდეთ ხმის უფლება, მაგრამ ეს სკანდალებით არ მოიპოვება. უნდა დაფიქრდეთ და მიხვდეთ, რატომ არასოდეს ანიჭებს მნიშვნელობას თქვენი მეუღლე სიტყვებს, რომელსაც ეუბნებით. ამ პრობლემას ფესვები აუცილებლად წარსულში ექნება. ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში. თუ სულ აღფრთოვანებული შესციცინებდით, თუ ყველფერზე თავს უქნევდით, თუ ეუბნებოდით: შენ როგორც იტყვი, საყვარელოო, მაშინ ახლა ნუღარ გიკვირთ, თქვენი აზრი რომ აღარ აინტერესებს. სიტუაციის გამოსწორება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ადვილი არ იქნება. დროც დასჭირდება. ასევე, მოთმინებაც აუცილებელია. თქვენ ხელსაყრელი მომენტი, როცა შეგეძლოთ და ხმის უფლებაც გქონდათ, უკვე გაუშვით ხელიდან. კეთილი ინებეთ და გაისარჯეთ – თუკი, რა თქმა უნდა, სურვილი გაქვთ, რომ ოჯახში ხმის უფლება გქონდეთ. აუცილებლად დაფიქრდით კიდევ ერთხელ – ნამდვილად გჭირდებათ ეს ხმის უფლება?!

ის მე არ მისმენს

ქალების უმრავლესობას მოსწონს, როცა გადაწყვეტილებებს იღებს ქმარი და თავად არაფერზე წუხდება. მაგრამ ილუზია იმისა, რომ სულ ის „შეწუხდება“, თქვენ კი კომფორტში, საზრუნავის გარეშე იცხოვრებთ, მალევე ქრება. მითია მოსაზრება, რომ ოჯახს „თავისი“ სჭირდება. ეს უკვე შეცდომაა, რაც ისეთ ჩიხში შეგიყვანთ, რომლიდან გამოსვლასაც მტკივნეული შეხლა-შემოხლა მოჰყვება. საუკეთესო ვარიანტია, როცა ცოლ-ქმარი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთად იღებს. ამას ოჯახის სიმტკიცემდე და ჰარმონიამდე მივყავართ... რაც შეეხება ქმრისთვის „ოჯახის თავის“ სტატუსის მინიჭებას, მოხდება ისე, რომ აღარასდროს მოგისმენთ. აღარ დააინტერესებთ თქვენი აზრი – აზრი, რომელიც მანამდე არასოდეს გქონიათ. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის ოჯახში მთავარი შემომტანი. თუ ერთნი ხართ და ერთმანეთისთვის ცხოვრობთ, ამაზე აქცენტები აღარ უნდა კეთდებოდეს. საინტერესოა და სახალისო, როცა მნიშვნელოვან მომენტებზე ოჯახში ერთად მსჯელობენ... კამათობენ ჯანსაღად და არჩევენ საუკეთესო ვარიანტებს. ნორმალურ, ჰარმონიულ ოჯახებში საერთო „ხაზინა“ არსებობს და ცოლ-ქმარი ფულსაც ერთად განკარგავს. ქმარს უნდა აინტერესებდეს ცოლის პრობლემები და პირიქით... ისე ნუ იზამთ, ქმარს თქვენი მოსმენა აღარ მოუნდეს. ელაპარაკეთ რბილად, მაგრამ გადაჭრით. ჩხუბიც დასაშვებია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში და წესების დაცვით.

скачать dle 11.3