კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიტყვადაუსველებლები

ანუ რა ჯობია ბრეგვაძეებში ქეიფს?!

 იმ დროს, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისში იმას ნანობდა, რაც პირველი ვიზიტისას საუცხოო ხაჭაპური და უგემრიელესი ღვინო გავსინჯე, მიკვირს, რატომ არ გესტუმრეთ აქამდეო (პათოსით: მე იმ წლების დედა ვატირე, ხაჭაპურს რომ არ ვჭამდიო), ვლ. პუტინსა და და ბარაკ ობამას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, ნუ იტყვით და, რფ-ის პრ.-ის ინიციატივით.
მხარეებს სირიაში მოქმედებების კოორდინაციის საკითხი განუხილავთ. მეტიც, მზადყოფნაც დაუდასტურებიათ, რომ გაზარდონ სირიაში რუსული და ამერიკული სამხედრო მოქმედებების კოორდინაცია (იხარე, ჭერო, მოკვდი, მტერო!).
პირველ პირებს უკრაინაზეც უსაუბრიათ; როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, რფ-ის პრ.-ს კიევის მიერ მინსკის შეთანხმებების ზუსტი შესრულების მნიშვნელობაზე გაუმახვილებია ყურადღება, ბ-ნ ობამას კი დადებითად შეუფასებია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისკენ მიმართული რუსული ძალისხმევა.
ბოლოს კი ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში აქტიური ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზეც შეთანხმებულან. მართალია, ჩვენ ვიცით, რომ არც მტრობაა მუდმივი ამ მზისქვეშეთში, არც მეგობრობა და მთავარი ინტერესებია, მაგრამ, ნეტავ, რა წყალში უნდა ჩავცვივდეთ, რომ ჩვენზეც დაასველონ სიტყვა?! და უკვე ისიც მედარდება, ან ხაჭაპურს როგორ გაიყოფენ?! –

скачать dle 11.3