კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სულშეკრულები

ანუ სკამზე დასაყრელები?!

 გასულ კვირას ისეთი საპატიო სტუმარი გვესტუმრა ოკეანის გაღმიდან, რომ ლამის სუნთქვა შეგვეკრა. ან კი როგორ არ შეგვეკვრებოდა, როდესაც ჩვენი მყიფე სახელმწიფოებრიობა ამ ჩვენი სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორის სიტყვაზეა დამოკიდებული?!
მეორე მხრივ, საპატიო სტუმარმაც – ჯონ კერის სახით – არანაკლებ სულის შემძვრელი რამე-რუმეები მოგვახსენა. კერძოდ, თვით პრეზიდენტ ობამას გზავნილი ჩამოგვიტანა (მომყავს ციტატა გზავნილიდან): „ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში არის ურყევი და ორმხრივი (მიყვარს ორმხრიობა და არა მხოლოდ სიყვარულში?!).“
რაც მთავარია, აღინიშნა ავღანეთში ჩვენი მონდომებაც (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველო სიდიდით მესამე, ხოლო „ნატოს” არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლს. მადლობას გიხდით ამ მისიაში მხარდაჭერისთვის.“
მეორე მხრივ, მტერ-მეგობარ-პარტნიორთა ომებში თავის გაჩვენება არახალია ჩვენი ბედკრული და რამდენიმეათასწლიანი ისტორიისთვის; იმას გარდა, რომ სწორედ ამ კონტრიბუტორობით მოახერხა გიორგი მეხუთემ (ბრწყინვალედ წოდებულმა) მონღოლების მიერ სამმეფედასმული საქართველოს გაერთიანება, სხვათა შორის, ყოველგვარი დიდი ომების გარეშე.
ამდენად, იბადება კითხვა: არავინაა ამ ტაქტიკის გამეორების მსურველი, თუ, ჩვენ მხოლოდ სკამზე დასმის მსურველები გვყავს თავზესაყრელად?! –

скачать dle 11.3