თავის მოვლის ყველა საშუალება ერთ სივრცეში
ბაზარზე გამოჩნდა ახალი, ხარისხზე ორიენტირებული ესთეტიკიური ცენტრი „Biolite”. მან უკვე მოახერხა მომხმარებლების მოხიბვლა – „Biolite-ში” დაგხვდებათ კომფორტული გარემო, უმაღლესი ხარისხის გერმანული აპარატურა, მაღალკვალიფიციური პერსონალი და თავის მოვლის ყველა საშუალება ერთ სივრცეში, რაც თქვენი სილამაზის გარანტია. „Biolite-ს” მრავალფეროვან მომსახურებას შორისაა:
* თმის ცვენის შესაჩერებელი პროცედურები
* გასაახალგაზრდავებელი პროცედურები
* სახისა და თავის სარელაქსაციო მასაჟი
* ანტიცელულიტური მასაჟი
* ეპილაცია სხეულის ნებისმიერ ზონაზე
* ტუჩის კორექცია – ფორმისა და ზომის შეცვლა ბიოთავსებადი ფილერებით
* სახის კანის ნებისმიერი კოსმეტოლოგიური პროცედურა საუკეთესო პროდუქციით
* ვიზაჟი
* წარბის უმტკივნეულო კორექცია, წამწამების დაგრძელება
* კაპილარების მოშორება.
კანის გაახალგაზრდავება, გაჯანსაღება და დატენიანება – ეს პლაზმოლიფტინგის პროცედურაა. თრომბოციტებით გაჯერებული პლაზმა ხელს უწყობს კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს. პლაზმოლიფტინგის სერტიფიცირებული სინჯარები ცენტრიფუგირდება რეჯელაბის ცენტრიფუგაში, სადაც თრომბოციტების რაოდენობა მაქსიმალურ ზღვარზეა, რაც აისახება პროცედურის ეფექტურობაზე. პლაზმოლიფტინგის შედეგად უმჯობესდება კანის სტრუქტურა, ხდება პიგმენტური ლაქების, კუპეროზის, აკნეს, ნაოჭების, ალოპეციის (თმის ცვენა) და ცელულიტის მკურნალობა. პლაზმოლიფტინგი არ საჭიროებს აღდგენით პერიოდს და არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა.
დიოდური ეპილაციის პროცედურა ტარდება საუკეთესო გერმანული აპარატით – Asclepion Mediostar Next-ით, რომელიც მრავალგზის გამოცდილია და საუკეთესო შედეგები აქვს – ეფექტურია ყველა ტიპის კანზე. ასევე, შესაძლებელია პროცედურა გარუჯულ კანზეც.
„Biolite-ში” თქვენს კანს უმკურნალებენ მეზოთერაპიული მეთოდით, რომლის დროსაც, უშუალოდ პრობლემურ უბანზე, კანის უჯრედებში ხდება სამკურნალო კოქტეილების მიკროდოზით შეყვანა. მეზოთერაპიის შედეგად, უმჯობესდება კანის ხარისხი, ელასტიკურობა, სწორდება სახის ოვალი, ქრება ან მცირდება ორმაგი ღაბაბი. მეზოთერაპია საუკეთესო საშუალებაა როგორც აკნეს სამკურნალოდ, ასევე კუპეროზის, თმის ცვენის, სტრიების კორექციისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.
„Biolite-ში” არსებული პროცედურებიდან აღსანიშნავია აგრეთვე, ოზონოთერაპია, რაც გულისხმობს დაბერების პროფილაქტიკას, ცელულიტისგან გათავისუფლებას და სიმსუქნის თავიდან აცილებას. ეს პროცედურა გამოიყენება ასევე სახის გასაახალგაზრდავებლად და კანის ტონუსის აღსადგენად. ხდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი. ოზონოთერაპიის შედეგად სწორდება ნაოჭები, კანი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიკური.
„Biolite-ს” მრავალფეროვანი მომსახურება არა მარტო თქვენს სილამაზეს, არამედ ჯანმრთელობასაც უზრუნველყოფს. აქ ორსულებს შეუძლიათ, გაიკეთონ მასაჟი, რომელიც ამცირებს ზურგის, წელისა და კისრის ტკივილს. ასევე, ეს პროცედურა ადუნებს დაჭიმულ კუნთებს, ამცირებს შეშუპებას, ხსნის სტრესს, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ნაყოფი იღებს უფრო მეტ საკვებ ნივთიერებასა და ჟანგბადს, რაც აუცილებელია მისი სწორი განვითარებისთვის.
„Biolite-ში” შესაძლებელია ტუჩის კორექცია ბიოთავსებადი გელით. მას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. ასევე, კეთდება ბოტოქსი (მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად), ბიორევიტალიზაცია გულისხმობს კანის გაცოცხლებას და ებრძვის წვრილ ნაოჭებს თვალის გარშემო და პირის კუთხეებთან.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ „Biolite-ში” არა მარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსაც სთავაზობენ სხვადასხვა სახის პროცედურებს! „Biolite-ში” თქვენ შეგიძლიათ, ისარგებლოთ „თი-ბისი ბანკის” 0%-იანი განვადებით! გალამაზდით და იყავით ჯანმრთელები „Biolite-ს” დახმარებით, თქვენთვის ხელმისაწვდომ ფასად!
მიაღწიეთ სრულყოფილებას
„-სთან“ ერთად!
ჩვენ არ გატყუებთ
მისამართი: ადამ მიცკევიჩის ¹9. საკონტაქტო ტელ: +995322 000 300; +995 592 301 188
facebook: Biolite esthetic center
სამუშაო საათები 10:00 – 20:00 (შაბათ-კვირის ჩათვლით).