კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ მალავდა ხოსე კარერასი სალომე ჯიქიასადმი სიმპათიებს და გაგრძელდება თუ არა მათი ურთიერთობა

სოპრანო სალომე ჯიქია არაერთი კონკურსისა და ფესტივალის მონაწილეა. ბოლო ორი წელია, მისი საოპერო კარიერაც განსაკუთრებული წარმატებით ვითარდება. მის ძლიერ ხმას, ტექნიკას შესრულებაში ჩადებულ ემოციებსა  და გულს პროფესიონალი მუსიკოსები მუდმივად უსვამენ ხაზს. ის მარია კალასსაც კი შეადარეს. ცოტა ხნის წინ სალომე, რომელიც თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანია, ხოსე კარერასის გვერდით იდგა და ღირსეულ პარტნიორობას უწევდა დიდ მაესტროს. სალომეს 2019 წლამდე გაწერილი აქვს გეგმები და არაერთ დებიუტს შეასრულებს როგორც ამერიკაში, ისე ევროპის სხვადასხვა ქალაქში. 
სალომე ჯიქია: ჩემი ბოლოდროინდელი წარმატებები უკავშირდება ვარშავაში ძალიან რთულ და პრესტიჟულ – მონიუშკოს სახელობის კონკურსს, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდა. წინასწარ გავგზავნე ჩემი მონაცემები, ვიდეოები, ჩანაწერები და შემდეგ მიმიწვიეს.
– ალბათ, დიდი იყო კონკურენცია.
– ძალიან დიდი კონკურენცია იყო, მონაწილეები ამერიკიდან, რუსეთიდან, ევროპიდან ჩამოვიდნენ. როგორც ჟიურის წევრები ამბობდნენ, წელს იყო ძალიან ძლიერი ნაკადი და გაოცებულები და კმაყოფილები იყვნენ. ჟიურის წევრები საოპერო ხელოვნებაში ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები არიან, ვისაც აზრს ეკითხებიან. ღია მოსმენები იყო, მაყურებელიც ესწრებოდა, სამივე ეტაპი გადავლახე და, საბოლოოდ, პირველი ადგილი ავიღე. ეს იყო უდიდესი შოკი და დიდი სიხარული. თან, სამივე ტური პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ინტერნეტის საშუალებით და მთელი მსოფლიო უყურებს. თბილისშიც, ვინც მიცნობდა და  არ მიცნობდა, ყველა მგულშემატკივრობდა.
– როგორი იყო ჟიურის შეფასებები?
– ფინალის შემდეგ იყო ფურშეტი და ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა: პირველივე ტურიდან გამოგარჩიეთ, ისეთი თავდაჯერებული იყავით და ფრაზირებაც ისეთი განსხვავებული გქონდათო. ამ კონკურსის ჟიურის წევრმა 2017 წელს მიმიწვია ამერიკაში, სიეტლის ოპერის თეატრში, სადაც მთავარ პარტიას ვიმღერებ როსინის ოპერა „სევილიელ დალაქში“. მანამდე პეზაროში ვიყავი როსანის ახალგაზრდულ ფესტივალზე და სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი პარტია ვიმღერე. იქიდან კი უკვე დამიძახეს მთავარ ფესტივალზე, სადაც დღესდღეობით ყველა ვარსკვლავი გამოდის. მომცეს ერთ-ერთი მთავარი პარტია როსინის „ტბის ქალწულში“, რომლის პრემიერაც 9 აგვისტოს შედგება და რამდენიმე სპექტკალი გვექნება. ვმღერი  ყველასთვის საყვარელ და ცნობილ მომღერალთან, ერთ-ერთ კაშკაშა ვარსკვლავთან – ხუან დიეგო ფლორესთან, რომელიც პერუელი ტენორია და აღიარებულია, როგორც როსინის საუკეთესო ტენორი, ამ კუთხით მას ბადალი არ ჰყავს. როდესაც შარშან ვიყავი პეზაროში, მან მასტერკლასები ჩაგვიტარა და ახლა უკვე მის გვერდით აღმოვჩნდები. როსინის რეპერტუარში შემიყვანა რენატო სკოტომ, რომელიც ჩემი იტალიელი პედაგოგია – მან მაზიარა პირველად როსინის შემოქმედებას. თუმცა მასთან უკვე მომზადებული ჩავედი, რადგან ვმუშაობდი არაჩვეულებრივ პედაგოგთან, გოჩა ბეჟუაშვილთან, რომლის წვლილი ჩემს ვოკალურ და  ტექნიკურ განვითარებაში ძალიან დიდია. დღემდე განვაგრძობ მასთან მუშაობას, ასე რომ ვთქვათ, მისი კონტროლის ქვეშ ვარ. რენატა სკოტოსთანაც ჩავდიოდი პერიოდულად მასტერკლასებზე. მისი წყალობით გამომიჩნდა აგენტი – მისივე შვილი, რომელიც განაგრძობს ჩემზე ზრუნვას. მარტში პერუშიც მქონდა კონცერტი, სადაც მიმიწვია როსინის ფესტივალის მთავარმა სამხატვრო ხელმძღვანელმა. სამი კონცერტი გვქონდა და საოცარი გამოცდილება მივიღე. 
– ცოტა ხნის წინ ხოსე კარერასთან ერთად იმღერე. რატომ გააკეთეს შენზე არჩევანი?
– ბატონმა ვახტანგ კახიძემ, რომელთანაც კონცერტები მქონდა, დამირეკა: რაღაც უნდა გითხრა, მოდიო. მივედი და მეუბნება: კარერასს გამოსამშვიდობებელი ტურნე აქვს და საქართველოში აპირებს კონცერტის ჩატარებას. მინდა, შენ გაუწიო მას პარტნიორობაო. მოგვიანებით გავიაზრე ყველაფერი... დიდი მადლობა ბატონ ვახტანგს, რომ მომცა საშუალება, ასეთი დიდი მუსიკოსის გვერდით ვმდგარიყავი. რეპერტუარი მათ გამოგზავნეს, ყველაფერი ახალი იყო ჩემთვის. ბევრი ნაწარმოები იყო, მასთან ერთად დუეტებიც უნდა შემესრულებინა. რა თქმა უნდა, მათაც მოსმენილი ჰქონდათ ჩემი ნამღერი, გადაუგზავნეს ლინკები, ვიდეოები და საბოლოოდ მათი მხრიდანაც დადებითი პასუხი იყო. პირველად ერთმანეთს ქუთაისში, რეპეტიციაზე შევხვდით. ურთიერთობაში ძალიან კარგი ადამიანია, ყოველგვარი მანერულობისა და გადაპრანჭვისგან თავისუფალი. მისგან ძალიან კარგი შეფასებები მოვისმინე.
– რა შეფასებები მიიღე ხოსე კარერასისგან?
– მითხრა, რომ არაჩვეულებრივი მომღერალი ვარ. ყოველი ნომრის შემდეგ, კულისებში რომ შევდიოდი, აპლოდისმენტებით მხვდებოდა – აღფრთოვანებული ვარ თქვენი შესრულებითო. აღნიშნა: ლამაზ ხმასთან ერთად, საოცარი გული გაქვთ, რაც სიმღერის დროს იგრძნობაო. მეცხრე ცაზე რომ ხარ ბედნიერებისგან, სიამოვნებას რომ იღებ იმისგან, რასაც აკეთებ, ეს შეგრძნება მქონდა კონცერტზე მის გვერდით დგომისას. მიუხედავად იმისა, რომ ასაკშია, ბოლომდე იხარჯება, საოცრად გულწრფელია სიმღერის დროს. ეს ჩემს ცხოვრებაში ისტორიული ფაქტია და ძალიან მიხარია. დუეტი რომ ვიმღერეთ, მის სახეზე ვგრძნობდი სიმპათიას ჩემ მიმართ, არ ფარავდა ამას, აშკარად გამოხატავდა. ბოლოს მადლობა გადავუხადე და ვთხოვე, პროგრამაზე ხელი მოეწერა. ძვირფასი სიტყვები დამიწერა: გილოცავ, გილოცავ, გილოცავ და გისურვებ ყველაფერს, ყველაფერს საუკეთესოსო. მას თან ახლდა აგენტი, რომელმაც ჩემთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება; შესაძლოა, ისევ ხოსე კარერასთან მომიწიოს თანამშრომლობა, რაც ჩემთვის კიდევ უფრო დიდი შოკი იქნება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პუბლიკა იყო არაჩვეულებრივი. ქუთაისში ძალიან უყვართ ხელოვნება, კულტურა და ეს ყველანაირად გამოხატეს.
–  ვინ იყო ადამიანი, რომელმაც შენს მუსიკალურ კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა?
– ასეთი იყო დირიჟორი ალბერტო ძედა, გენიოსი. შარშან მოსკოვში შესრულდა  „სემირამიდას ბაღები“ საკონცერტო შესრულებით და მისი დიდი სურვილი იყო, მე მემღერა სემირამიდას პარტია, რომელიც მასთან მოვამზადე. ეს არის ადამიანი, რომლის გაკვეთილები მომღერლისთვის განძია; ყველა მუსიკოსს ვუსურვებდი, მიეცეს მასთან ურთიერთობის საშუალება. ის როსინის ახალგაზრდული ფესტივალის მთავარი ხელმძღვანელია. როგორც კი მომისმინა, პირველივე კვირას საჯაროდ გამოაცხადა: მე ამ გოგოს ვაძლევ „სემირამიდას ბაღებში“ მთავარ პარტიას, რომელიც მოსკოვში შესრულდებაო. ეს იყო საოცრება. თავად ოპერა ულამაზესია, პარტია – ურთულესი, სამ საათს გრძელდება სპექტაკლი. მუშაობის პროცესმა უდიდესი სიამოვნება მომანიჭა და დღემდე ვერ ვმალავ ემოციებს. სპექტაკლს რეცენზიებიც კარგი მოჰყვა.
– ვიცი, რომ არ გიყვარს საკუთარ თავზე საუბარი, განსაკუთრებით, როცა შენს შეფასებას ეხება, მაგრამ, მითხარი, რას წერდნენ შენზე?
– საოცარი შეფასებები იყო. ყურებს არც ვუჯერებდი. ისეთ მომღერალს შემადარეს.
– ვის შეგადარეს?
– მარია კალასს. უ...  ჟრუანტელმა დამიარა, დიდი ბედნიერებაა.
– როგორც ვიცი, დაოჯახებულიც ხარ. როგორ ეგუება მეუღლე შენს ხშირ გასტროლებს?
– ჩემი მეუღლე, გიორგი ვასაძე, მსახიობია და ახმეტელის თეატრში თამაშობს, ნიჭიერი ბიჭია. ის ჩემი დიდი გულშემატკივარია და მადლობელი ვარ მისი, რომ მაძლევს საშუალებას, თავისუფლად ვიარო და ვაკეთო ჩემი საქმე. ჩემს პროფესიულ წინსვლაში ლომის წილი დედაჩემს მიუძღვის – მან ყოველთვის ზუსტად იცოდა, რა ნაბიჯი უნდა გადაედგა ჩემთან მიმართებაში. კონსერვატორია დავამთავრე როგორც პიანისტმა, მაგრამ მესამე კურსზე გადავწყვიტე ვოკალისტობა. მიხარია, რომ ბოლომდე მივიღე საფორტეპიანო განათლება, რადგან დღეს ეს ძალიან მეხმარება სიმღერაში. სხვათა შორის, როგორც პიანისტი, ლიზა ლეონსკაიას სტიპენდიანტი ვიყავი. ყველამ იცის, რა რანგის მუსიკოსია და მისი სტიპენდიანტი რომ ხდები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

скачать dle 11.3