კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ფიქრობს საქართველოში ენდოსკოპიის განვითარებაზე პროფესორი მამუკა გურგენიძე

საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი მამუკა გურგენიძე ოჯახში მესამე თაობის ექიმია. ამიტომ, პროფესიის არჩევისას დიდხანს არ უფიქრია.

   მამუკა გურგენიძე: სამედიცინო  ინსტიტუტი 1990 წელს დავამთავრე და 1991 წლიდან ვმუშაობ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კველვით ინსტიტუტში. პარალელურად, ავიმაღლე კვალიფიკაციია  რუსეთის, გერმანიის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების წამყვან კლინიკებში, რაც დღემდე გრძელდება. ჩემი პროფესია მოიცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა  და სასუნთქი გზების ენდოსკოპიას, რაც ითვალისწინებს როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე სამკურნალო პროცედურებს. ჩვენი ინსტიტუტის  ენდოსკოპიისა და ენდოსკოპიური ქირურგიის განყოფილება  აღჭურვილია ისეთი ბოლო თაობის  აპარატურით როგორიცაა: OLYMPUS, EXERA III,II,  ERBE- VIO 300D, არგონ-პლაზმური კოაგულაციის ბლოკი და ლორწოვანის სადისექციო და სარეზექციო ბლოკით JET II. ავტომატური სადეზინფექციო აპარატურით. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებას გვაძლევს, ყველა ენდოსკოპიური პროცედურა მაღალ დონეზე ჩატარდეს.  
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას მიერ 1991 წელს, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის  დაფუძნებიდან დღემდე, მიმდინარეობს უახლესი  სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურების დანერგვა, რაც დაკავშირებულია  ულტრათანამედროვე აპარატურის  შეძენასთან. ასეთებია: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, კომპიუტერული ტომოგრაფი, ულტრაბგერითი აპარატები, სხივური თერაპიის აპარატები და სხვა.
– უცხოელ კოლეგებთან თუ გაქვთ კონტაქტი?
– ჩვენი განყოფილების ექიმები სხვადასხვა  ქვეყანაში  მიემგზავრებიან კვალიფიკაციის ასამაღლებლად – იმისათვის, რომ საქართველოში დაინერგოს ენდოსკოპიის ყველა სიახლე, რაც კი ევროპისა და აშშ-ის წამყვან კლინიკებში არსებობს. ურთიერთობა გვაქვს კოლეგებთან მრავალი საუკუნიდან, რომლებიც გვიზიარებენ როგორც პრაქტიკულ, ასევე სამეცნიერო გამოცდილებას. 2011 წელს შეიქმნა ენდოსკოპისტთა ასოციაცია, რომლის  საინიციატოვო საბჭოს მიერ  ჩატარდა საქართველოს ენდოსკოპისტთა კონგრესი.  მის ორგანიზებასა  და წარმართვაში ხელი შეგვიწყვეს ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა და გადაიქცა საერთაშორისო კონგრესად, რომლის მუშაობაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ  მსოფლიოს წამყვანი ენდოსკოპისტები სხადასხვა ქვეყნიდან. კონგრესი ტარდება ყოველწლიურად და მას ესწრებიან არა მარტო ენდოსკოპისტები, არამედ მომიჯნავე სპეციალობის ექიმები: გასტრო-ენტეროლოგები, ქირურგები, ონკოლოგები...
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თაოსნობითა და უცხოელ კოლეგებთან შეთანხმებით, იგეგმება თანამედროვე ქართული ენდოსკოპიის სასწავლო ლიტერატურის შექმნა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით.
– თანამედროვე ტექნოლოგიებმა  სრულად ჩაანაცვლა  თქვენი წინამორბედების მკურნალობის მეთოდები?
  – რა თქმა უნდა, თანამედროვე  ტექნიკის სწრაფმა განვითარებამ მედიცინაშიც გამოიწვია პროგრესი და მოხდა გარდატეხა  როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე სამკურნალო მიმართულებით.  დაინერგა ისეთი  რადიოლოგიური აპარატურა, რომლის შემქმნელებსაც ნობელის პრემია მიენიჭათ. ანალოგიური გარდატეხა მოხდა 2003 წელს, როცა იაპონელმა მეცნიერებმა  შექმნეს სიმსივნეების ადრეული დიაგნოსტიკისთვის აპარატურა სპეციალური პროგრამებითა  და რეჟიმებით. ამან რამდენიმე საფეხურით მაღლა ასწია ანთებად-დეგენერაციული და ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა. აღნიშნული ტექნიკის პრეზენტაცია მოხდა 2006 წელს. 2007 წელს კი  ჩვენი ინსტიტუტის ენდოსკოპიის განყოფილებაში  ის უკვე  დამონტაჟდა. კვლევები გახდა უფრო დეტალური. შესაბამისად, დაავადებების გამოვლენა დაიწყო ადრეულ ეტაპზე. შედეგად, ავადმყოფისთვის მკურნალობა გაცილებით გამარტივდა.  მიუხედავად ზემოთქმულისა, არავის გაუუქმებია ავადმყოფის სუბიექტური და ობიექტური გამოკვლევა, ანუ ავადმყოფის ვიზუალური, აუსკულტაციითა და ხელით გასინჯვა. არც თუ ისე იშვიათად  განიხილება  როგორც მეორეხარისხოვანი ეტაპი, რაც  ყოვლად დაუშვებელია.
ენდოსკოპიური გამოკვლევები და სამკურნალო პროცედურები საქართველოში დაინერგა 70-იანი წლების დასაწყისში  მედიცინის დოქტორების: თ. იოსელიანის, გ. დონაძის,  ა. ჭანიშვილის ვ. შენგელიძის, ჯ. ჭავჭანიძისა და სხვათა ძალისხმევით, რომლებმაც აღზარდა ჩვენი და შემდეგი თაობა.
– როგორია თქვენი დამოკიდებულება პაციენტებისადმი და თუ გამახსოვრდებათ ისინი?
– სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის წლებში ყველა ექიმს  ჰყავს   გამორჩეული და დასამახსოვრებელი პაციენტები. ეს არის დაკავშირებული იშვიათ დაავადებებთან, მათ გართულებებთან და განკურნებასთან. ძალიან დიდი როლი ენიჭება ავადმყოფისა და ექიმის ურთიერთგაგებას სამედიცინო ეთიკის ფარგლებში, რადგან ექიმთან სულიერად თანამდგომი ავადმყოფი დიდ დახმარებას უწევს თავისი მოვალეობა წარმატებით შეასრულოს. სამედიცინო პრაქტიკა არცთუ იშვიათად კარდინალურად ცვლის ექიმის  პირად გეგმებს, მისი ცხოვრების სტილს – პრიორიტეტი არის ერთი, პაციენტი. როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, მზად უნდა იყო, რომ ბევრი პირადი სურვილი გვერდზე გადადო. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, სხვა პროფესიის არჩევის სურვილი არც მქონია.

скачать dle 11.3