კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უცნაურობას ამჩნევდა თემო გოგიძე გურამ შარაძის მკვლელობამდე საკუთარ სახლთან და ვისი დავალებული „შავი საქმეების“ შესრულება მოუწევს მას გოგა ხაინდრავას ახალ ფილმში

მსახიობი თემო გოგიძე შვეიცარიიდან საქართველოში შემოდგომაზე ჩამოვიდა და მას შემდეგ აქტიურად ვხედავთ ლუდის – „ზედაზენის“ რეკლამებში, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატებს ეხმაურება. პარალელურად, სულ მალე მას გოგა ხაინდრავას ფილმშიც ვნახავთ, რომელიც ნაციონალების ცხრაწლიან მმართველობას შეეხება. ეს წლები თემოსა და მისი ოჯახისთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია. შეგახსენებთ, რომ მსახიობი გურამ შარაძის სიძეა და მას მეუღლესა და შვილთან ერთად, გურამ შარაძის მკვლელობის შემდეგ, პოლიტიკური თავშესაფრის ძიება შვეიცარიაში მოუწია.
თემო გოგიძე: „ზედაზენის“ რეკლამები, ფაქტობრივად, სერიალია, რომელიც სექტემბერში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დროს დაიწყო „ფორმულა კრეატივმა“. ჩემთვის ეს როლი ძალიან სასიამოვნოა, გადაღების პროცესიც კი ძალიან მახალისებს. მრავალფეროვანი და სპონტანურად მოფიქრებული ხუმრობებია, რომელთა წერის პროცესს მეც არაერთხელ შევსწრებივარ, რაც ჩემთვის ახალია და ძალიან მომწონს.
– შენი გმირი სპორტში ნამდვილად ვერ ერკვევა. შენ როგორ გაქვს საქმე?
– რაგბის, ვიცი, რომ ძალიან რთული წესები აქვს და მისგან ცოტა შორს ვარ. ფეხბურთი უფრო მიყვარს, მაგრამ მანიაკები რომ არიან, ისე არა. მყავს საყვარელი გუნდი „ბარსელონა“ და მას ვგულშემატკივრობ. კალათბურთშიც ვერ ვერკვევი. მახსოვს, ერთ სკეტჩში ძალიან ცნობილი მოთამაშის გვარი იყო გასოლი და მე მეგონა, „გასული“ ეწერა შეცდომით. მოკლედ, რაგბიში და კალათბურთში ისე ვარ, როგორც ჩემი გმირი. ფეხბურთში კი ვერკვევი, მაგრამ მთლად კარგადაც ვერა. ჩემს გმირსაც ლუდი უყვარს, მეგობართან სახლში ჩაჯდომა და „პონტში“ ყოფნა, თორემ სპორტი ნაკლებად იცის. მე ლუდზე არ ვგიჟდები, თუმცა კარგი ფეხბურთის ყურება მიყვარს, ისეთის, როგორსაც „ბარსელონა“ თამაშობს. ამ რეკლამების შემდეგ ქუჩაში ბევრი ადამიანის სიყვარულს ვგრძნობ, განსაკუთრებით ფეხბურთის გულშემატკივრებისას. ქუჩაში მიყურებენ და მეკითხებიან: საიდან გიცნობთ, შენ ის არ ხარ? შენ ვის „ბალესჩიკობ“? და ასე შემდეგ. სასიამოვნოა ეს ყველაფერი. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტმა გაამართლა, კიდევ აგრძელებენ.
– პარალელურად, დაიწყო მეორე პროექტი – გოგა ხაინდრავას სერიალი, რომელსაც ნაციონალების ცხრაწლიან მმართველობაზე იღებს და როგორც ვიცი, ერთ-ერთი როლი შენც შემოგთავაზეს.
– როგორც ვიცი, ამ ფილმს ერქმევა „ცხრას პლიუს ერთი“. ახლახან გვქონდა შეხვედრა და ერთ-ერთი როლი შემომთავაზეს. ვიცი, რომ ნაციონალების ცხრაწლიან მმართველობაზე იქნება. ძალიან ბევრი კარგი მსახიობი შეკრიბეს, არაჩვეულებრივი ხალხი მუშაობს ამ პროექტზე და ყველა ელოდება ფილმს. თქვენს მოსვლამდე ჩემი გმირის სცენარს ვკითხულობდი და კარგ ხასიათზე ნამდვილად არ დამაყენა. პირიქით, ცოტა შემეშინდა კიდეც. მე უარყოფითი გმირი ვარ. წინასწარ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ იმის თქმა შემიძლია, რომ ვარ მკვლელის როლში, რომელიც ასრულებს სხვის არაკანონიერ დავალებას, ეგერედ წოდებულ „შავ საქმეს“. კითხვისას ძველი დრო გამახსენდა, რაც ჩვენ გამოვიარეთ.
– შენთვის და შენი ოჯახისთვის ეს თემა განსაკუთრებით მტკივნეულია. ამ მმართველობის გამო მოგიწიათ პოლიტიკური თავშესაფრის სხვა ქვეყანაში ძიება. რთული არ არის საკუთარი ტრაგედიის გახსენება?
– რა თქმა უნდა. როცა საქმე პირადად შენ და შენს ოჯახს ეხება, ორმაგად გტკივა და გახსენდება ძველი იარა. სცენარის კითხვისას მთელმა წლებმა თვალწინ ჩამირბინა და შიშის ზარმა დამკრა. როგორ ვცხოვრობდით ამხელა შიშის ქვეშ? თუმცა, მარტო ჩვენ კი არა, უამრავი ადამიანი.
– ამიტომაც ხომ არ დათანხმდი როლს?
– არა, მე, უბრალოდ, მსახიობი ვარ და ეს ჩემი საქმეა. გარდა ამისა, გოგა ხაინდრავას დიდ პატივს ვცემ და გამიხარდა ეს შემოთავაზება.
– ერთი მხრივ, რეკლამების სერია, რომელსაც გიორგი ლიფონავა იღებს და მეორე მხრივ – გოგა ხაინდრავას ფილმი. ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, პრობლემებს არ გიქმნის ორივე ერთად?
– ვხვდები, რასაც გულისხმობ. ერთმანეთისგან აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპაჟები არიან. არა, პრობლემებს არ მიქმნის. საკითხი შენ თვითონ უნდა დააყენო ასე, მით უმეტეს, დღეს, როცა თავისუფლებაა და შიშის ფაქტორი აღარ არსებობს. ამის გამო, მე პირადად, ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, ალბათ, თქვენც. ორივესთან მუშაობა პრობლემა არაა, პირიქით, „ფორმულა კრეატივის“ ბიჭებთან ვმეგობრობ. ასე იყო 2011 წლამდეც, მანამ,  სანამ თბილისიდან წავიდოდი. მიშა მშვილდაძესა და გიორგი ლიფონავას ჩემი პოლიტიზირება არ მოუხდენიათ, რაც ძალიან კარგი საქციელია და არასდროს დამავიწყდება. ვინმე თუ უარს მეუბნებოდა, იმიტომ კი არა, რომ ამის ბრძანება ზემოდან მოდიოდა, უბრალოდ, რადგან მე რუსუდანის მეუღლე ვარ, ანუ ამ ოჯახის წევრი, ეს ოჯახი კი ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო გურამის გამო, მეც ცენზურის ქვეშ უნდა მოვქცეულიყავი – მსგავსი დამოკიდებულება ლიფონავასგან არასდროს მიგრძნია. არ დამავიწყდება, საქართველოდან წასვლის წინა დღეს, სწორედ მასთან დავამთავრე „ბარამბოს“ რეკლამის გადაღება.
– როცა დაბრუნდით და „ქართული ოცნებისადმი“ სიმპათიები გამოხატეთ?
– არა, მათთან ამის შემდეგაც ვმეგობრობ. ჩემი შესრულება მოსწონთ, მე – მათი პროფესიონალიზმი და პოლიტიკა აქ არაფერ შუაშია. თუმცა, არსებობს ცხოვრების მეორე ნაწილი, რომელშიც მე ჩემი გზა მაქვს, მათ – თავისი, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობაში შეზღუდვის მიზეზი არ ყოფილა. ვიღაცეებმა თვითონ გადაწყვიტეს, რომ ჩემი გამოჩენა არ შეიძლებოდა, თუმცა მათიც არ მიკვირს. როცა აქ ვცხოვრობდი, იცით, როგორც გვდევნიდნენ და ბუნებრივია, არ გვინდოდა გლდანის ციხესიმაგრეში მოხვედრა. „ფორმულა კრეატივთან“ ეს ხუმრობის თემაც კია, „ოცნება“ მოვიდა, ერთი ხომ უნდა გვყავდეს ბიძინისტიო, – ამბობენ ხოლმე ჩემი დანახვისას. ეს არის დემოკრატია და თავისუფლება. მე ასე მესმის. ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და პოლიტიკური დებატები არ გვაინტერესებს. ვაფასებ, რომ მათ ძალიან ცუდ დროს არ მიმატოვეს.
– როგორ ცხოვრობთ შვეიცარიაში?
– ჩემი მეუღლე, რუსო, მანამდეც იქ სწავლობდა. 2011 წელს, შექმნილი მდგომარეობის გამო, მე და ჩემი შვილიც წავედით. იქ რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებაა. მათთან რომ მომიყოლია ჩემი აქაური ცხოვრების შესახებ, უკითხავთ – სად ვნახოთ ეს ფილმიო? ვერ იჯერებენ, რომ ეს რეალობაში ხდებოდა და კინო ჰგონიათ. ახლა სასწაული რამ მოხდა: ხელოვანთა გარკვეულმა წრემ დააყენა საკითხი, რომ შვეიცარიის უკლებლივ ყველა მოქალაქეს დაენიშნოს ყოველთვიური ხელფასი 2 500 ევრო. არა აქვს მნიშვნელობა, დასაქმებულია თუ არა. მიზეზსაც გეტყვით – მაგალითად, არსებობს მხატვარი, რომელსაც სურს ნახატის შექმნა, მან ფულის შოვნაზე არ უნდა იფიქროს და მთელი დრო შემოქმედებას უნდა დაუთმოს. წარმოიდგინეთ, არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამაც კი, არ დაუჭირა მხარი ამ საკითხს, ხელისუფლებაზე საუბარიც კი ზედმეტია. მერე ეს საკითხი რეფერენდუმზე გაიტანეს და აღმოჩნდა, რომ  მოსახლეობის 78 პროცენტი წინააღმდეგი იყო. ანუ. თითქმის 80 პროცენტი უარს ამბობს ამ სახის შემოსავალზე. ადამიანები ამით მოტივაციას დაკარგავენ, რაც ცუდად აისახება განვითარებაზეო. როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოში მსგავსი სიტუაცია?!
– თქვენი ცხოვრება როგორ აეწყო იქ?
– ბავშვი სკოლაში სწავლობს, რუსუდანმა დაამთავრა სწავლა. მე დავდივარ ფრანგულ სკოლაში, სადაც უცხოელები ენას ვსწავლობთ. არ დაგიმალავთ, ჩემთვის ეს ენა რთული აღმოჩნდა. მაგრამ, საჭიროა და სხვა გზა არ მაქვს. ოთხი კურსი დავამთავრე და უკვე შემიძლია საუბარი, რაც ძალიან მიხარია. ახლა თამამად შემიძლია, ქუჩაში ნებისმიერ კითხვას ვუპახუსო ფრანგულად (იცინის). თავიდან მარტო ერთი წინადადება ვიცოდი: „მე არ ვლაპარაკობ ფრანგულად“ (იცინის). მარიამმა იქ მეათე კლასი დაამთავრა, მაგრამ აქ რომ სწავლობდეს, მე-7, მე-8 კლასში უნდა იყოს. იქ სხვა სისტემაა – ისე, 14 წლისაა. ბავშვი თავიდან ბოლომდე ინტეგრირებულია იმ ქვეყანასთან. მე და რუსუდანი კი ჭიპლარით ვართ საქართველოს მიწებებულები. მე ლეჩხუმიდან ვარ, ახლახან „ხვამლობა“ იყო და მინდა, იქაურებს დიდი სიყვარულით მივულოცო. მოკლედ, იქაურობის გარეშე არ შემიძლია. დაახლოებით, ორი წელი არ შეგვეძლო აქ ჩამოსვლა, მაგრამ ღმერთის და ბიძინას წყალობით, ეს მალე დამთავრდა (იცინის).
– იქ დასაქმების თვალსაზრისით როგორაა საქმე?
– ენა თუ კარგად არ იცი – მე ისეთი პროფესია მაქვს – ვერ შეძლებ. ახლა ნელ-ნელა მეტი შანსი მიჩნდება.
– როგორც ვიცი, საოცარი ემოციები აქვთ, როცა შენი პროფესიის შესახებ იგებენ.
– როცა ამბობ, რომ მსახიობი ხარ, რაღაც ემართებათ – ო, ლა ლააა!.. მაშინვე დიდი პოზიტივი მოდის (იცინის). პრინციპში, აქაც პოზიტივი მოდის ჩვენ მიმართ. იმ დღეს პოლიციამ გამაჩერა, მაჯარიმებდა და ვეუბნები, მე პოლიციელების საყვარელი მსახიობი ვარ-მეთქი – იმ ლოგიკით, რომ კაცები არიან და ფეხბურთი უყვართ (იცინის). თურმე, დიდი ჯარიმა უნდა გამოეწერა და დამინდო, ასეთი რამ არავის უთქვამსო (იცინის).
– არ შემიძლია, სიმამარზე, ბატონ გურამ შარაძეზე არ გკითხო. როგორ იხსენებთ მას?
– ძალიან მენატრება ის დრო. არ დამავიწყდება მასთან გატარებული დღეები და წლები. მხოლოდ სიხარული და სიყვარული მახსენდება მისგან. თავიდან, ცოტა რიდი მქონდა, მაგრამ გადავლახე და მიხარია, რომ მეგობრული და მამაშვილური დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა. საოცრად სუფთა ადამიანი იყო და როგორც ყველა გურულს, საოცარი იუმორი ჰქონდა.
– ერთგან ვნახე, იხსენებდი, სიცოცხლის ბოლო პერიოდში როგორ უთვალთვალებდნენ მას მანქანებიდან გამუდმებით.
– თვეების განმავლობაში ორი „მერსედესი“ იდგა – ერთი ჩემს სახლთან, ერთი – არაყიშვილისა და აბაშიძის კუთხეში. მაგრამ, მე და რუსოსაც გვეგონა, რომ როგორც ყველას იჭერდნენ და მერე მთელი ქვეყნის წამალს აღმოუჩნდნენ ხოლმე, მსგავსი რამ იგეგმებოდა. შიშის ზარს მცემდა, რადგან ვხედავდი იმ დაჭერების სერიას, რომელიც მაშინ ხორცილდებოდა. როგორც კი გურამი მოკლეს, იმ დღიდან ის მანქანები აღარ დამინახავს.
– საბოლოოდ, რა გეგმები გაქვთ, სად აპირებთ ცხოვრებას?
– ნახევრად შვეიცარიაში ვცხოვრობთ, ნახევრად – საქართველოში. ახლაც მთელი ზაფხული აქ ვიქნები და შემოდგომისთვის წავალ ალბათ. როგორც საქმე მოითხოვს, ისე მოვიქცევით. ისე, აქ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას და სიკვდილს. უბრალოდ, ცხოვრებამ შეგვიქმნა ისეთი პირობები, რომ სხვა ქვეყანაში მოგვიხდა თავშესაფრის ძიება და დიდი მადლობა შვეიცარიას, რომელმაც ის მოგვცა.

скачать dle 11.3