კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ღუპავს ქალს ნაჩქარევი გადაწყვეტილება მამაკაცთან ურთიერთობისას

ეჭვიანობა თან სდევს სიყვარულს. ეს გრძნობა ნაცნობია მისთვის, ვისაც ერთხელ მაინც ჰყვარებია. მაგრამ ზღვარგადასული ეჭვი ურთიერთობას აზიანებს. მით უფრო, როცა ამ ეჭვს საფუძველი არ გააჩნია, ან ურთიერთობა საწყის ეტაპზეა და ეჭვი მხოლოდ აზიანებს ჯერ კიდევ მყიფე, ჩანასახში მყოფ გრძნობას. მეტი დაფიქრებაა საჭირო და წინდახედულება, თორემ ეჭვმა ყველაფერი შეიძლება შეიწიროს, მათ შორის, სიყვარულიც.

 ლიკა (34 წლის): შეიძლება, ყველაფერი მარტო ჩემი ბრალია და ახლა იმიტომ ვარ ასეთ მდგომარეობაში, რომ ბევრი რამ ვერ გავითვალისწინე. ვერ გავითვალისწინე, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში უმთავრესია ნდობა. სამწუხაროდ, ნდობის მნიშვნელობას ვერ ვაცნობიერებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მხოლოდ ყალბი სიტყვები იყო. როგორ უნდა ენდო მამაკაცს, როცა საკუთარი თავის მიმართ სრული ნდობაც კი შეუძლებელია-მეთქი.
– ნდობა აუცილებელია, მაგრამ აბსოლუტური ნდობა პარტნიორის მიმართ მეც არარეალურად მეჩვენება.
– გეთანხმებით. ჩემ გარშემო ყველა ქალი იმას ამბობს, კაცს არ უნდა ენდოო; საკმარისია, თვალი მოაშორო და ეგრევე გვერდზე იწყებს ყურებას და არც მათი სიტყვებია სანდოო... პრინციპში, ძალიან ბევრი ქალი მინახავს მოტყუებული. კაცები ახერხებენ, ოსტატურად შენიღბონ თავიანთი ჭეშმარიტი სახე. რა უნდა ქალის მოტყუებას, მით უმეტეს, როცა შეყვარებულია. ამიტომ საკმაოდ ფხიზლად ვიყავი... შეცდომები გეპატიება, როცა ოცი ან ოცდაორი წლის ხარ. ოცდაათ წელს რომ გადააბიჯებ, მერე მეტი დაფიქრება გმართებს. შეცდომებსაც ძნელად გაპატიებენ. მე ქალების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ყველაფერზე რომ ფიქრობს და თანაც ძალიან ბევრს. შეიძლება, ეს ცუდიც არის, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ახლა ვნანობ იმას, რაც გავაკეთე და მეშინია, რომ უკვე გვიანაა ამ ყველაფრის გამოსწორება.
ეს მამაკაცი პირველად რომ დავინახე, შემიყვარდა. მეცინებოდა, ერთი ნახვით შეყვარებაზე რომ იწყებდნენ ლაპარაკს, მაგრამ როცა ეს მე დამემართა, მივხვდი, სასაცილოდ არ მქონდა საქმე. თან, მრცხვენოდა ჩემი მდგომარეობის გამხელის.  მოვიდა ახალი თანამშრომელი და უცებ გადავირიე მასზე – როგორია?! ისიც ჩემს ასაკში. თანაც, ჩვენს ოფისში თითქმის ყველა ქალს მოეწონა ის. სხვა ფილიალიდან გადმოიყვანეს და არავინ ვიცნობდით. მაგრამ, ამას ხელი არ შეუშლია, უზომოდ შემყვარებოდა. ძალიან დიდი ხანი ვერ ვხვდებოდი, რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩემდამი. იყო დღეები, როცა არც კი მესალმებოდა და გული მეფლითებოდა. გავბედე და ჩემს დაქალს მოვუყევი მის შესახებ. ეგრევე ჭკუა დამარიგა – რას უყურებ, ძლივს ვიღაც გამოჩნდა შენს ცხოვრებაში... ხელიდან არ გაუშვა, ბოლო-ბოლო, უთხარი, რომ მოგწონსო.
– ალბათ, არ არის ადვილი სათქმელი კაცისთვის, რომ მოგწონს...
– ზოგიერთი ქალისთვის ეს პრობლემა არ არის. ოსტატურად აგრძნობინებენ მამაკაცს და არც პირდაპირ თქმის პრობლემა აქვთ. მე საამისო გამბედაობა არ მაქვს და არც მიფიქრია, პირველი ნაბიჯი გადამედგა. იმედი რომ გადამეწურა, სასწაული მოხდა – მისი ყურადღების ღირსი გავხდი. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. ვერ ვმალავდი ამ გრძნობას და დაქალებმაც ეგრევე შეამჩნიეს... იცით, როგორ მეშინოდა მათთვის ჩემი საყვარელი მამაკაცი გამეცნო?! არ ვიცი, რატომ, საიდან მქონდა რაღაც ინტუიცია, რომელიც ფეხს უკან მადგმევინებდა, მაგრამ როდემდე დავმალავდი?! ხომ იცით, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში დაქალებს. ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ხვდებით, რასაც ვგულისხმობ „ახლოს ყოფნაში“. გადავწყვიტე, რომ უკვე დრო იყო ჩვენი ურთიერთობის გასაჯაროვების. როგორც კი ჩემმა ერთმა დაქალმა შეხედა, ეგრევე ისეთი რეაქცია ჰქონდა, მივხვდი, რაღაც მოხდა. მაშინვე დამიმარტოხელა და მითხრა: გოგო, შენ ხომ არ გაგიჟდი. მაგას ცოლიც ჰყავს და შვილებიც. რამ გაგაგიჟა და დაგაბრმავა, გატყუებს. სასწრაფოდ დაელაპარაკე და უთხარი, რომ ყველაფერი იციო. მე სულელმაც ეგრევე მოვირგე მოსამართლის მანტია... თან, იმის ჭკუაც არ მეყო, დიპლომატიურად და ტაქტიანად გამეკეთებინა ეს ყველაფერი. ჩემს დაქალსაც კი არ გამოვკითხე, რა არგუმენტები ჰქონდა თავისი სიმართლის დასადასტურებლად.
– ანუ, არ იყო დარწმუნებული იმაში, რასაც ამბობდა? თქვენს მეგობარს ვგულისხმობ.
– არა. პრობლემაც ისაა, რომ არ იყო დარწმუნებული. „ვიღაცაში“ არ შეშლია, მაგრამ მაინც ძალიან შეეშალა. შეეძლო, რაღაცნაირად გაერკვია სიმართლე და მერე ჩემთვის ეთქვა, ზედმეტი ემოციების გარეშე.
– თქვენს მეგობარს აბრალებთ მომხდარს?
– არა. ჩემი ბრალია. უბრალოდ, ვამბობ, რომ იმან მოახდინა ჩემი არაადეკვატური ქცევის პროვოცირება. საშინლად მოვიქეცი. მივედი და საჯაროდ სკანდალი მოვუწყვე. როგორი სულელი შეიძლება, იყოს ქალი... წარმოუდგენელია... არ ვიცი, რატომ მოვიქეცი ასე – კაპასი, ანჩხლი, იდიოტი ქალივით. მგონი, იმანაც გადამრია, რომ ფიზიკური სიახლოვე გვქონდა და უფრო სხვა „ჭრილში“ განვიხილე ყველაფერი: ანუ, „მომატყუა“, „გამომიყენა“, „აი, თურმე რა უნდოდა“ – აი, ეს „მესიჯები“ მომდიოდა ტვინში. „ვამუშავებდი“ და ნელ-ნელა ვგიჟდებოდი... სამწუხაროდ, სრულიად დაუმსახურებლად მივაყენე შეურაცხყოფა ადამიანს, რომელსაც მართლა ვუყვარდი. გაოცებული მიყურებდა და უხერხულობისგან წითლდებოდა. თანამშრომლებმაც ყველაფერი გაიგონეს, რა თქმა უნდა, ამან უარესად გაართულა სიტუაცია. ორჯერ მივიღე ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება: ერთი, რომ კარგად უნდა გამეგო ყველაფერი კაცზე, რომელიც პარტნიორად გავიხადე ორი-სამი შეხვედრის შემდეგ და მერე ამეგო ოცნების კოშკები; მეორე – მიღებული ინფორმაცია კარგად უნდა გადამემოწმებინა, სანამ სკანდალს ავტეხდი. მოკლედ, რეალურად აღმოჩნდა, რომ შვილები მართლა ჰყავს, ცოლი – არა. იმიტომ, რომ გარდაიცვალა მშობიარობისას. შვილების გაზრდაში კი და ეხმარება. სწორედ ეს ქალი ნახა ჩემმა დაქალმა. რა დამემართა, როგორ ავვარდი და თავი შევირცხვინე. იქნებ მაპატიოს კიდეც, მაგრამ მრცხვენია და ვერ ველაპარაკები. არადა, არც მისი დაკარგვა მინდა. ძალიან მიყვარს... უნდა ვაღიაროთ, რომ ქალებს ძალიან ხშირად გვეშლება მამაკაცთან ურთიერთობაში და მერე ისევ მათ ვაბრალებთ.

скачать dle 11.3