ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები
– გინდა, გასწავლო, როგორ უნდა აგრძნობინო ქალს, რომ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა?
– როგორ?
– ტრანსპორტში ადგილი არ დაუთმო!
***
სკოლის დამთავრების 50 წლისთავის იუბილეზე ძველი შეყვარებულები გვერდიგვერდ მოხვდნენ მაგიდასთან.
– როგორ ხარ, ილიკო?
– ვარ, რა...
– გახსოვს ჩვენი რომანი?
– კი მახსოვს, მარა, რათ გინდა? წელს ზემოთ შენ აღარ ვარგიხარ და, წელს ქვემოთ – მე!
***
შვილი გახეთქილი მთვრალი შედის სახლში. დედა წყევლით იკლებს:
– უი, შენი კუბო დავდგი, ა, აქ, შემოსასვლელში!
შვილი მისაღებ ოთახში შედის. დედა განაგრძობს წყევლას:
– უი, შენი კუბო დავდგი ა, აგერ, ზალაში!
შვილი შედის საძინებელში. დედა არ ჩერდება:
– შენი კუბო დავდგი, ა, აქ, საძინებელში!
– ქალო, რას დაარბენინებ მაგ კუბოს ზევით-ქვევით? დამეხვა თავბრუ! დადგი ერთ ადგილას და ჩავწვები!
***
– მინდა, ცოლს ისეთი საჩუქარი გავუკეთო დაბადების დღეზე, რომ ძვირი არ დამიჯდეს და თან გაუხარდეს, რას მირჩევ?
– ანონიმური წერილი გაუგზავნე, ძმაო.
***
მიხო გარბის მამასთან და ეკითხება:
– მამი, მამი, ბაყაყსა სათვალეები აქვს?
– არა, შვილო. რა იყო, რო?!
– უი, მაშინ, ბებია იხრჩობა ჭაობში.
***
ჩემმა ქმარმა გუშინ სერვერი გატეხა.
– ვა, ჰაკერია?
– ჰაკერი კი არა დეგენერატია – ხელიდან გაუვარდა.
***
ძმაკაცი ხვდება ძმაკაცს:
– ბიჭო, რამდენი ხანია, აღარ მინახიხარ. რა არის შენკენ ახალი?
– ახალი ისაა, რომ ბიჭი შემეძინა და მაკა დავარქვი?
– კი მაგრამ, ბიჭს მაკა რატომ დაარქვი?
– რა ვიცი, ექიმს შეეშალა და ჭიპლარი სხვა ადგილას მოაჭრა.
***
ქალი მკითხავთან მივიდა.
– თქვენ, უახლოესი 20 წელი უფულობა და უბარაქობა შეგაწუხებთ.
– 20 წლის მერე?
– მერე შეეჩვევით.
***
ცოლი მკაცრი ტონით ეკითხება ქმარს:
– ბოლოს და ბოლოს, მიყიდი იმ მძივს?
– ულტიმატუმია?
– არა, მარგალიტი.
***
ტიპი მივა მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან და ეუბნება:
– აუ, ბევრი ფული არ მაქვს და, 10 ლარი და მობილური რომ მოგცე?
– კარგი, იყოს ათი ლარი და მობილური.
მოკლედ, დაამთავრეს საქმე და ტიპმა ათი ლარი გაუწოდა.
– მობილური? – ეკითხება ქალი.
– უი, ხო, ჩაიწერე: 555 99...
***
გურული თოხებს ყიდის.
– რა ღირს შენი თოხი? – ეკითხება მეგრელი.
– ოცი ლარი, ძამა.
– ნამეტანი მოკლე ტარი აქვს, – წუნი დაუდო მეგრელმა.
– რაია ძამა, ლოჯიდან უნდა თოხნო, თუ?!