ბრძნული აზრები
შნიცლერი: ყოველგვარი კულტურის საბოლოო მიზანია, ზედმეტ ბარგად აქციოს ის, რასაც ჩვენ პოლიტიკას ვუწოდებთ.
განდი: ღმერთს რელიგია არ აქვს.
სპინოზა: კარგი ადამიანები არ იბადებიან, კარგებად მათ სწავლა-განათლება და მასწავლებლები გარდაქმნიან.
ბეკონი: საკუთარი გულის მმართველი – სამყაროს მმართველია.
გოეთე: ის, რაც წამალია ერთისთვის, შხამია სხვისთვის.
ჰორაციუსი: თუ მიზანი გინდა, საშუალებაც უნდა გინდოდეს.
სენეკა: არიან ადამიანები, რომლებიც ყოველგვარი მიზნის გარეშე ცხოვრობენ და მათ ცხოვრება ისე ექცევა, როგორც მდინარე – ბალახის ღეროს.
აინშტაინი: დროის არსებობას ერთადერთი მიზეზი აქვს – რომ ყველაფერი ერთდროულად არ მოხდეს.
არისტოტელე: სიკეთე ყველგან ორი პირობის დაცვაზეა დამოკიდებული: ყოველგვარი მოღვაწეობის საბოლოო მიზნის სწორად დადგენასა და საბოლოო მიზნის განსახორციელებლად სათანადო საშუალებების გამოძებნაზე.
ფიშერი: მადლიერება შთამომავალთა სათნოებაა.
ფაბრი: თუ ყველაფერზე თვალი დახუჭე, ქვეყანას მიცვალებული ეგონები და ცოცხლად დაგმარხავს.
დარვინი: როცა გვაქვს ფიზიკური შესაძლებლობები, გვაკლია გონებრივი; როცა გვემატება გონებრივი, გვაკლდება ფიზიკური.
ოთარ ჭილაძე: ნელ-ნელა ვეჩვევით იმ აზრს, რომ ქართველი ერი საქართველოშიც კი არ არის საჭირო; რომ ქართველის სმენა „ბიგ-ბენის“ ხმას უკეთ აღიქვამს, ვიდრე, ვთქვათ, სიონის ზარისას...
სენეკა: შეცდომა ხშირად ბოროტებად იქცევა ხოლმე.
პლუტარქე: ყბედს სურს, თავი შეგაყვაროთ და სიძულვილს კი იწვევს; სურს, გემსახუროთ და აბეზარი ხდება; სურს, გაგაოცოთ და სასაცილო ხდება; ის შეურაცხყოფს მეგობრებს და ემსახურება მტრებს.
ფოიერბახი: ღმერთი იქ მთავრდება, სადაც იწყება თვალი და ხელი.
დიუბუა: ჭეშმარიტი სიბრძნე ცხოვრებისა ის არის, რომ ყოველდღიურობაში სასწაული დაინახო.
ციცერონი: მარტო ის კი არ კმარა, ცოდნას ფლობდე, უნდა იცოდე მისი მოხმარებაც.
მიტრი: ქალის გაგება რომ შეგვეძლოს, მათი ხიბლი მეტად გაფერმკრთალდებოდა.