კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დეკოლტეს სეზონი

დეკოლტეზე კანი გაცილებით უფრო ნაზია, ვიდრე სახის კანი და, ამიტომაც, გაცილებით სწრაფად ბერდება. ჩვენი დღევანდელი ბიუთი-პროგრამა დაგეხმარებათ, გაიხანგრძლივოთ დეკოლტეს ზონის ახალგაზრდობა.
რაც უფრო ადრე დაიწყებთ სხეულის ამ ნაწილის მოვლას, მით უკეთ დაიზღვევთ თავს სტრიებისგან.
დაბერების წინააღმდეგ საჭიროა:
ა) თუ ხდები, გახდი ნელა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხეულის გარშემოწერილობა მცირდება, მაგრამ კანი ვერ ასწრებს, „დაეწიოს“ მას და ამიტომაც ჩნდება სტრიები.
ბ) დიეტას დაეხმარეთ ფიტნესით – ის შეძლებს წესრიგში მოიყვანოს კანი და დაუბრუნოს მას ტონუსი. ვარჯიშები შეასრულეთ ყველა კუნთისთვის, განსაკუთრებით კი – ხელების, კისრისა და მკერდის ზონებში, დილაობით.
გ) ნუ დაწვებით დასაძინებლად რომელიმე გვერდზე და უარი თქვით მაღალ სასთუმალზე – ასე აღარ გაგიჩნდებათ ნაოჭები კისერზე.
დ) შეეჩვიეთ წელში და მხრებში გამართულ სიარულსა და ჯდომას. რაც უფრო მოიხრებით, მით უფრო სწრაფად დაკარგავს დეკოლტეს ზონა ტონუსს.
ე) შეარჩიეთ მოხერხებული თეთრეული. არსებობს მოსაზრება, რომ ბიუსტჰალტერის ტარების გამო მკერდის კუნთები აღარ „მუშაობს“ და კარგავს ტონუსს. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა, თუმცა საჭირო არ არის, ბიუსტჰალტერი 24 საათის განმავლობაში გეცვათ. მაგრამ ის აუცილებლად უნდა ჩაიცვათ ვარჯიშის დროს.
სწორი კრემი
კანი მკერდზე ისეთივე თხელი და ნაზია, როგორიც ქუთუთოებზე და, პრაქტიკულად არ გააჩნია ცხიმოვანი ჯირკვლები. ამიტომ, თუ თქვენ დეკოლტეზე ისვამთ ცხიმიანი ან კომბინირებული კანისთვის განკუთვნილ კრემს, ამით უზრუნველყოფთ კანის მხოლოდ 20 პროცენტით დატენიანებას. დეკოლტესთვის შეიძინეთ სპეციალური კრემი, მშრალი სახის კანისთვის განკუთვნილი კრემი ან ზეთი სახისთვის. წაისვით დღეში 2-ჯერ, მასაჟის მოძრაობით, ტონიკით გაწმენდილ კანზე. წასმის ტექნიკას მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება იყოს: წრიული, მსუბუქი ჩქმეტით თუ ხელის ფაქიზი წასმით, მთავარია, ხელის მოძრაობა მიმართული იყოს ქვემოდან ზემოთ. თუკი მოძრაობას კისრიდან მკერდისკენ მიმართავთ, ნაოჭებს გააღრმავებთ.
კანის კვება
გამოგიჩნდათ თავისუფალი ნახევარი საათი? მოამზადეთ ნიღაბი დეკოლტესთვის ჩვენი რეცეპტის მიხედვით ხაჭოთი, თაფლითა და ვაშლით. ამ ნიღაბს კანი ტონუსში მოჰყავს: 2 სადილის კოვზი რბილი ხაჭო და 1 სადილის კოვზი თაფლი კარგად შეაზილეთ ერთმანეთს და მიღებული მასა წაისვით დეკოლტეზე, ზემოდან კი დააწყვეთ თხელ ნახევარმთვარეებად დაჭრილი ვაშლი (შეგიძლიათ, ცელოფანი დაიფაროთ). 20 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მასაჟი ყინულით
კანი ყინულსაც მოჰყავს ტონუსში, ამიტომ, შეგიძლიათ, დეკოლტეს ზონა დილიდანვე დაიმასაჟოთ ყინულის კუბიკებით (სასურველია, ეს კუბიკები პიტნის ან გვირილის ნახარშისგან დაამზადოთ), ან მიიღოთ კონტრასტული შხაპი: დაიწყეთ გრილი წყლით, თანდათან გადადით თბილზე, მერე ცოტა უფრო ცხელზე და იმავე თანმიმდევრობით დაუბრუნდით გრილ წყალს. შხაპის შემდეგ კანი დაიტენიანეთ.
მსუბუქი პილინგი
კანის სიმკვრივისთვის საჭიროა, კვირაში ერთხელ გაიკეთოთ პილინგი: 1 სანტიმეტრი სისქის გრეიპფრუტის „ბორბლით“ დაიმასაჟეთ დეკოლტეს ზონა, ოღონდ წინასწარ მოაყარეთ მას ზღვის მარილი.
ახლა კი შემოგთავაზებთ რამდენიმე ნიღაბს, რომლებიც დაგეხმარებათ, დაიცვათ სახისა და დაკოლტეს ზონის კანი მზის მავნე ზეგავლენისგან.
ნიღაბი ლიმონით (თუ არ გაქვთ ალერგია ციტრუსებზე): კანი გაიწმინდეთ ლიმონის ქერქის შიდა (თეთრი) ნაწილით ან ლიმონის წვენში დასველებული დოლბანდის ტამპონით და 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი თაფლითა და ლიმონით: 1 ცალ ლიმონის წვენში კარგად გახსენით 100 გრამი თაფლი. წაისვით სახესა და დეკოლტეზე და 15 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გაიკეთოთ ყოველდღე. მოათავსეთ მინის ჭურჭელში. შეინახეთ მაცივარში.
ნიღაბი კიტრით: კიტრი გათალეთ და დაიფინეთ პიგმენტურ ლაქებზე შიგნითა მხრიდან. 15-20 წუთის შემდეგ ნათალები გადაყარეთ და კანი არ ჩამოიბანოთ.
ნიღაბი ხაჭოთი: 1 სადილის კოვზი ნატურალური ხაჭო (მინარევების გარეშე) გააზავეთ რძით (არაჟნის კონსისტენციამდე) და წაისვით 20-25 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ნიღაბი ხილითა და ბოსტნეულით: ერთმანეთში შეურიეთ თითო ჩაის კოვზი უმი კომბოსტო, თეთრი კომბოსტოს მწნილი, შავი ძახველის რამდენიმე ფოთოლი და რამდენიმე ფოთოლი მჟაუნა დააბლენდერეთ; შეურიეთ 1 ჩაის კოვზი მაწონი ან კეფირი. წაისვით სახესა და დეკოლტეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

скачать dle 11.3