კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მუსიკას შეუძლია სექსით მიღებული სიამოვნების გამოწვევა და რომელი დაავადების დროს როგორი მუსიკის მოსმენაა აუცილებელი

ოდითგანვე ცნობილია, რომ მუსიკა აქტიურად ზემოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე; მას შეუძლია, გადმოსცეს ადამიანის ემოციური მდგომარეობა და არაერთი დააავადებისგან განკურნოს ის. ამ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ რამაზ გახოკიძეს, რომელმაც საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა.
რამაზ გახოკიძე:  მუსიკა გვევლინება ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობის ტესტირებისა და მკურნალობის ერთ-ერთ ფსიქოფიზიოლოგიურ მეთოდად. ვერავინ უარყოფს ადამიანებზე საეკლესიო საგალობლების დადებით, დამამშვიდებელ გავლენას. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე ათასწლეულში მუსიკა წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს სამედიცინო საშუალებას, რომლის დახმარებით ცდილობდნენ სიცოცხლის გახანგრძლივებასა და  დაბერების პროცესის შენელებას. ჩინეთში მუსიკა მედიცინაზე უკეთეს სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. ჩინელების აზრით, მუსიკათერაპიის არსი მდგომარეობდა ადამიანის გონების, სხეულისა და სულის გაერთიანებაში და მუსიკა კურნავდა ყველა დაავადებას, რაც არ ხელეწიფებოდათ ექიმებს. ძველ ეგვიპტეში სიმღერით მკურნალობდნენ უძილობას, ხოლო ძველ საბერძნეთში საყვირის ბგერებით მკურნალობდნენ რადიკულიტსა და ნერვული სისტემის დარღვევებს. პითაგორა, არისტოტელე და პლატონი მიუთითებდნენ მუსიკის პროფილაქტიკურ და სამკურნალო ზემოქმედებაზე. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მუსიკა ამყარებს წესრიგსა და ჰარმონიას სამყაროში, მათ შორის, ადამიანის სხეულში ავადმყოფობით დარღვეულ ჰარმონიას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ განსაზღვრული ტონალობისა და სხვადასხვა პერიოდულობით აჟღერებულ ბგერებს შეუძლია ინფექციის გამომწვევი მიკრობების დახოცვა, რადგან ადამიანის ორგანიზმში 40 პროცენტით ეცემა მიკრობთა აქტიურობა, თუ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსმენს საეკლესიო მუსიკას ან ზარების რეკვას. გასული საუკუნის 60-იან წლებში დიდ ბრიტანეთში გაჩნდა მუსიკათერაპიის პირველი კურსი. გამოკვლევებმა აჩვენა: მუსიკა კუნთების მოდუნებით უწყობს ხელს სიმსუქნის მკურნალობას, თუმცა, არასწორად შერჩეული მუსიკის რიტმი, შესაძლოა, საშიში აღმოჩნდეს და გამოიწვიოს მუცლისა და თავის ტკივილი. ბგერითი თერაპიის ინსტიტუტში (აშშ, არიზონას შტატი) მუსიკით თმაც კი ამოჰყავთ.
– კონკრეტულად რომელ დაავადებებზე როგორი მუსიკის ჰანგები ახდენს დადებით გავლენას?
– ჰარმონიული, კეთილხმოვანი მუსიკა დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა, სუნთქვის, საჭმლის მომნელებელი სისტემების მოქმედებაზე; ანელებს პულსს, არეგულირებს არტერიულ წნევას; ნორმაში მოჰყავს კუჭის წვენის სეკრეცია, მაშინ, როცა გამაღიზიანებელი მუსიკა იწვევს საპირისპირო ეფექტს. მუსიკის ზეგავლენით ძლიერდება ორგანიზმში მიმდინარე მთელი რიგი სასიცოცხლო პროცესებისა; ძლიერდება ორგანიზმის ზოგადი ტონუსი და ნივთიერებათა ცვლა, რის გამოც მუსიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ნერვულ, ისე მთელ რიგ შინაგან დაავადებათა სამკურნალოდ. სასიამოვნო მუსიკის ზემოქმედებით ძლიერდება ყურადღება, ხდება ცენტრალური ნერვული სისტემის ტონიზირება, რაც საბოლოოდ აისახება ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. მუსიკა მოქმედებს ჰორმონების გამომუშავებაზე. თითოეულ ადამიანს აქვს თავის განუმეორებელი ინდივიდუალური რიტმი, რომელიც იცვლება ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით. რიტმი, რომელსაც მუსიკა ჰკარნახობს თავის ტვინს, ხსნის ნერვულ დაძაბულობას. ყველაზე მრავალმხრივ გავლენას ადამიანზე ახდენს კლასიკური მუსიკა, რომელიც ხშირად სასწაულმოქმედ ეფექტს იძლევა. ამ მხრივ ყველაზე კარგად არის შესწავლილი ვივალდის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის, შუბერტის, გრიგის, დებიუსისა და შუმანის ქმნილებები: მოცარტის მუსიკა ხელს უწყობს ინფორმაციის სწრაფად ათვისებას და გავლენას ახდენს გონებრივი მუშაობის უნარზე. მოცარტისა და ბეთჰოვენის ნაწარმოებთა მოსმენით სწრაფად მიმდინარეობს კუჭის წყლულის  შეხორცება. ჰარმონიული მელოდია ხელს უწყობს გულის მუშაობის აღდგენას ოპერაციის შემდეგ. პოზიტიური ემოციისა და კარგი განწყობილების გამომწვევი მხიარული მუსიკის მოსმენა  რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მუსიკა აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, სისხლის წნევის რეგულაციას. ბოლო დროს პოპულარული გახდა ანესთეზიის ნაცვლად მუსიკის გამოყენება. გამოვლინდა კავშირი კლასიკურ მუსიკასა და შაქრიანი დიაბეტის მკურნალობას შორის, ასევე, მუსიკის გავლენა წყლულისა და ტუბერკულოზის განკურნებაზე. ყველაზე სასიკეთოდ ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს საფორტეპიანო და სავიოლინო მუსიკა. ფორტეპიანოზე დაკვრა იწვევს ფსიქიკის ჰარმონიზაციას, ასუფთავებს ფარისებრ ჯირკვალს, ნორმაში მოჰყავს შარდსასქესო სისტემა. ორღანის ბგერები ასტიმულირებს ტვინისა და ხერხემლის აქტიურობას. სასულე ინსრტუმენტები ასუფთავებს ბრონქებს და აუმჯობესებს სუნთქვის მუშაობას; დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე. დასარტყმელი ინსტრუმენტები კურნავს ღვიძლსა და სისხლის მიმოქცევის სისტემას.
– როგორც მივხვდი, კონკრეტული დაავადების განკურნებისთვის მუსიკალური ნაწარმოების არა მარტო ჟანრს, არამედ რიტმსა და ტონალობასაც აქვს მნიშვნელობა?
– დიახ, ასეა. ნაწარმოების არა მარტო ჟანრს, რიტმსა და ტონალობას აქვს მნიშვნელობა, არამედ, იმასაც, თუ რომელ მუსიკალურ ინსტრუმენტზე სრულდება მელოდია. ცალკეული მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობა ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმის განსაზღვრულ ორგანოზე. მაგალითად, სიმებიანი ინსტრუმენტები: ვიოლინო, ვიოლონჩელი, არფა და გიტარა გამაჯანსაღებლად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე; გარდა ამისა, ადამიანში აღძრავს მადლიერებასა და თანაგრძნობას. გიტარის ბგერები ყველაზე უკეთ გულზე მოქმედებს. ვიოლინო კარგად მოქმედებს მელანქოლიკებზე და ახასიათებს დამამშვიდებელი აქტიურობა; ალტი ეფექტურია ნერვული სისტემის დარღვევისა და სისუსტის დროს; კლარნეტი ხელს უწყობს დათრგუნული მდგომარეობიდან გამოყვანას, ნორმაში მოჰყავს გულ-სისხლძარღვთა სისტემა; არფა სასარგებლოა ისტერიის დროს, ხოლო ფლეიტა სასიკეთოდ მოქმედებს ღვიძლსა და ბრონქულ სისტემაზე. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ფოლკლორი ხელს უწყობს ბავშვის აგზნებული მდგომარეობის განმუხტვას, აცხრობს სტრესის რეაქციებს. კლასიკურ მუსიკას შეუძლია, კეთილი გავლენა იქონიოს ბავშვის არა მარტო ჯანმრთელობასა და გონებრივ შესაძლებლობებზე, არამედ, გარეგნულ მონაცემებზეც. ბგერების გავლენა ხდება ჯერ კიდევ ემბრიონულ სტადიაზე. ექსპერიმენტებით ნაჩვენები იქნა, რომ ნაყოფი მშვიდდება ვივალდისა და მოცარტის მუსიკით, ხოლო ბეთჰოვენისა და ბრამსის მუსიკის მოსმენისას იწყებს ენერგიულ მოძრაობას. ბავშვები, რომლებმაც გაიარეს დედის მუცელში მუსიკალური „სწავლება“, ჩვეულებრივ, ხასიათდებიან ამაღლებული ადაპტაციური უნარით და ფიზიკური და მეტყველების განვითარების სტანდარტული ტემპების დაჩქარებით. უკანასკნელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენით მიღებულ სიამოვნებას იგივე ქიმიური საფუძველი აქვს, რაც სექსის პროცესს, რადგან ამ დროს, თავის ტვინში გამოიყოფა დოფამინი – სიამოვნების ჰორმონი. ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ახალგაზრდობაში ენაბლუ იყო და მკურნალობის მეთოდებმა მას ვერ უშველა. ამ სნეულების დასაძლევად, ექიმის რჩევით, დეპარდიემ დაიწყო ყოველდღე ორ-ორი საათის განმავლობაში  მოცარტის მუსიკის მოსმენა. „ჯადოსნურმა ფლეიტამ“ მართლაც საოცრება მოახდინა – რამდენიმე თვის შემდეგ მომავალი ვარსკვლავი ენაბლუობისგან მთლიანად განიკურნა.

скачать dle 11.3