კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიიჩნევდა სტალინი ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოს ყველაზე დიდ საფრთხედ

დრომ აჩვენა, რომ სტალინის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებების უმრავლესობა ყოვლად უსაფუძვლო იყო და ისიც ნათლად დადასტურდა, რომ საბჭოთა ბელადი ბევრად უფრო შორსმჭვრეტელი და „პოლიტიკურად წიგნიერი“ იყო, ვიდრე მისი თანამებრძოლებისა თუ ოპონენტების აბსოლუტური უმრავლესობა.
პროფესორი სერგეი გრიგორიევი წერს: „სტალინს ტყუილად არ უთქვამს ეს ფრაზა – ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს საფლავზე უამრავ ნაგავს დაყრიან და ტალახს დაასხამენ, მაგრამ ისტორიის ქარიშხალი მათ აქეთ-იქით მიმოფანტავსო...
პოსტსაბჭოურმა პერიოდმა და განსაკუთრებით კი ოცდამეერთე საუკუნის ათიანი წლების გლობალურმა პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა ნათლად მიგვანიშნა, რომ სწორედ ის „ისტორიული ქარიშხალი“ უბერავს, რომელზეც საბჭოთა ბელადი ჯერ კიდევ 65 წლის წინ ლაპარაკობდა. მისი პოლიტიკური გამჭრიახობა, მმართველობის სიმტკიცე და სამართლიანობა, როგორც არასდროს, საჭიროა შეშლილი და აბობოქრებული მსოფლიოსთვის, რომელიც კალეიდოსკოპური სისწრაფით მიექანება უფსკრულისკენ...
სტალინს იმპერიალისტად – „წითელი იმპერიის“ დამაარსებლად მიიჩნევენ და ეს სიმართლეა. თუმცა, საბჭოთა ბელადისთვის იმპერიალისტობა არ იყო თვითმიზანი, რომ საკუთარი განუსაზღვრელი ძალაუფლებით დამტკბარიყო, არამედ მსოფლიოს გადარჩენის ინსტრუმენტი გახლდათ. ანუ, სტალინს მიაჩნდა, რომ ერთპოლარული მსოფლიო (იგულისხმევა დედამიწაზე მხოლოდ ერთი სუპერსახელმწიფოს არსებობა) ცალსახად განადგურდებოდა. ასეთი რამ რომ არ მომხდარიყო, საჭირო იყო მეორე, პირველის საპირწონე ცენტრის არსებობა და სწორედ მეორე ცენტრის (საბჭოეთის) მმართველის მძიმე ტვირთი იკისრა მან (სტალინმა), რაც ღირსეულად ატარა 32 წლის განმავლობაში.
1936-1938 წლებში, როდესაც შეერთებულმა შტატებმა „დიდი დეპრესია“ დასძლია, აშკარად გამოიხატა, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოს უპირობო ლიდერობას უმიზნებდა. პოლიტბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე, რომელიც 1937 წლის 4 მაისს ჩატარდა, სტალინმა თავის ხელქვეითებს უთხრა:
– ნუ გაგიკვირდებათ, ამხანაგებო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც უახლოეს ოც წელიწადში ემუქრება მსოფლიოს, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია, კონკრეტულად კი მისი, როგორც წამქეზებლის, შეფარული პოლიტიკა და უახლოეს წლებში სწორედ ამისთვის უნდა მოვემზადოთ...
მიუხედავად სტალინზე არსებული ცრუ აზრისა, რომ საბჭოთა ბელადი სხვა, საწინააღმდეგო მოსაზრებას უგულებელყოფდა, პოლიტბიუროს სხდომები და ნებისმიერი განხილვა აბსოლუტური კოლეგიალურობითა და აზრთა პლურალიზმით მიმდინარეობდა. ძალიან ხშირად სტალინის საწინააღმდეგო მოსაზრებებსაც კი გამოთქვამდნენ მისი ხელქვეითები, მაგრამ ამის გამო საბჭოთა ბელადს არასდროს არავინ დაუსჯია. პირიქით, სტალინი ყოველთვის ღრმად აანალიზებდა ოპოზიციურ მოსაზრებას და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა. 4 მაისის პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინის შემდეგ ვიაჩესლავ მოლოტოვმა ითხოვა სიტყვა და სტალინს უთხრა:
– ბოდიშს გიხდი, კობა (სტალინის არალეგალური ფსევდონიმი), მაგრამ ვფიქრობ, შენი მოსაზრება ამჯერად მცდარია და ვერ დაგეთანხმები.
საბჭოთა ბელადს ჩაეცინა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა:
– რატომ არ მეთანხმები. შენი არგუმენტები თქვი.
– ჩემი არგუმენტები მსოფლიო ისტორიასა და დღევანდელ რეალობას ემყარება. პირველი – შეერთებულ შტატებსა და ჩვენ დიდი ოკეანე გვყოფს და ამერიკა ვერანაირად იქნება ჩვენთვის საფრთხე, თუნდაც უახლოესი ოცი წლის განმავლობაში. ასეთი რამ არც არასდროს ყოფილა და იმედია, ეს არც ამჯერად მოხდება. მეორე და მთავარი – როგორც ისტორიულად, ასევე რეალურად, ჩვენთვის საფრთხე სწორედ ევროპიდან მოდიოდა. შვედეთი, ბრიტანეთი და რა თქმა უნდა, საფრანგეთი და გერმანია. თუკი შვედეთზე ახლა სასაცილოა ლაპარაკი და არც საფრანგეთია პოლიტიკურად პირველ ადგილზე, ბრიტანეთის იმპერია და ჰიტლერული გერმანია ყოველთვის იყო ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე, ისევე, როგორც ამჟამად და ალბათ, მომავალ ოც წელიწადშიც სწორედ მათგან უნდა ველოდოთ ყველაზე დიდ საფრთხეს.
– ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, ტყუილად გაქვს ამის იმედი და გარწმუნებთ, რომ ის ფუჭია. მეტსაც გეტყვი, როგორც ბრიტანელების, ასევე გერმანელების ზურგს უკან სწორედ ამერიკა დგას და მათი პოლიტიკა როგორც ჩვენ წინააღმდეგ, ასევე, მთელი ევროპის წინააღმდეგაა მიმართული. აქ, უმარტივესი სქემაა  ევროპის უკიდურესად დასუსტება.  ამის ხარჯზე კი უკიდურესად გაძლიერება და შემდეგ საკუთარი პოლიტიკის გატარება. მათი პოლიტიკა კი სხვა ქვეყნების კოლონიზაცია და მათი რესურსებით სარგებლობაა. ტყუილად კი არ შეუქმნიათ „ამერიკული დემოკრატიის მამებს“ შეერთებული შტატები. ეს, ანუ ამერიკის შექმნა, ანგლო-საქსების შორსმიმავალ გეგმებში შედიოდა და რაც ახლა ვთქვი, სწორედ იმას ისახავს მიზნად. ევროპაში დიდი ომი გარდაუვალია და ჩვენ სწორი ორიენტირები გვაქვს აღებული. მაგრამ, როგორც კი იმ ომში გავიმარჯვებთ, სწორედ ამერიკასთან ჭიდილისთვის უნდა ვიყოთ მზად და ამას ვამბობ – მიუგო სტალინმა მოლოტოვს.
სწორედ ამ ისტორიულ სხდომაზე ჩამოყალიბდა სტალინის „ანტიამერიკული“ საიდუმლო დოქტრინა და „ცივი ომისთვის“ მზადება საბჭოეთმა მის დაწყებამდე ათი წლით ადრე დაიწყო.
მოგვიანებით, უკვე გადამდგარი პენსიონერი და ასაკოვანი მოხუცი ვიაჩესლავ მოლოტოვი თავის გამოუქვეყნებელ მემუარებში წერდა: „სტალინმა არა მარტო დიდი და სისხლისმღვრელი ევროპული ომისთვის, არამედ ბევრად უფრო საშიში „ცივი ომისთვისაც“ წინასწარ მოგვამზადა და მისი, როგორც პოლიტიკური შორსმჭვრეტელის გენიალობა სწორედ ამაში მდგომარეობდა. სტალინმა თავი არ მოატყუებინა „მოყვრად მოსულ“ ამერიკელ იმპერიალისტებს და მათ მზაკვრობას სიმტკიცითა და სწორი პოლიტიკით მისცა უკუგდება...“
 სტალინი, ვერც ამერიკულმა ოთხწლიანმა ატომურმა ჰეგემონიამ შეაშინა და ვერც უკიდურესმა ეკონომიკურმა ბლოკადამ. ჯერ კიდევ ატომური ბომბის არმქონე სტალინმა ამერიკული ატომური დაბომბვის საფრთხეს ის დაუპირისპირა, რომ ბელადს ევროპაში ორი მილიონი კარგად გამოწვრთნილი და კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცი ჰყავდა. შტატებს კი, თუნდაც ერთი ბომბი რომ ჩამოეგდოთ საბჭოთა კავშირში, წითელარმიელები მთელ ევროპას წალეკავდნენ, არავის დაინდობდნენ და თვით ბრიტანეთსაც კი ნაცარტუტად აქცევდნენ... ასეთი რამ კი არავის აწყობდა. მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი რომ წარმოიდგინა, ჩერჩილი საიდუმლოდ შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს და საბჭოეთის დაბომბვაზე ხელი ააღებინა. სამაგიეროდ, ჩერჩილმა გამოაცხადა „ცივი ომი“ კომუნიზმის წინააღმდეგ, რამაც მაინცდამაინც დიდი ზიანი ვერ მიაყენა საბჭოეთს.
ძალიან საგულისხმოა სენატორ მურის მოგონება სტალინზე, რომელიც 1972 წელს გამოქვეყნა. 1951 წელს, ორი ამერიკელი სენატორი – ჯეკსონი და მური სტალინს კრემლში შეხვდნენ. მური წერდა: „საბჭოთა ბელადმა ჩემსა და ჯეკსონზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. საბჭოეთის მმართველი იმდენად გლობალურად ჭვრეტდა მსოფლიო პოლიტიკას და ისეთი არგუმენტები მოჰყავდა თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად, რომ მხოლოდ წლების მერე დავრწმუნდი მათ სისწორეში. სტალინი ჯერ კიდევ 1950 წელს სთავაზობდა ამერიკას ატომური შეიარაღების მიზერულ დონემდე შეზღუდვას. ამბობდა, რომ უაზრობა იყო გაძლიერებული მილიტარიზმი და ასეთ ქმედებებს მსოფლიო შეიძლებოდა, ატომურ კატასტროფამდე მიეყვანა, რაც 1963 წლის „კარიბის კრიზისის“ დროს მართლაც კინაღამ მოხდა.
საუბრის დასრულებისას სტალინმა გვითხრა:
– ბატონებო, ამერიკა დიადი სახელმწიფოა, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ საბჭოეთი უდიადესია და როცა ტიტანები იბრძვიან, დედამიწა ზანზარებს. ეს კი ბზარს აჩენს მის ქერქში. თუ ასე გაგრძელდა, კატასტროფა გარდაუვალიაო...
ახლა, ამ გადასახედიდან მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დედამიწა კატასტროფისგან სწორედ სტალინის სიბრძნემ და სიმტკიცემ იხსნა და ახალი სტალინი არ გვაწყენდა ამ შეშლილ მსოფლიოში...“

скачать dle 11.3