კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რას ნიშნავს ვერცხლისმოყვარეობა?
პასუხი: ვერცხლისმოყვარეობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვნებაა. ეს არ ნიშნავს რომელიმე კონკრეტული ნივთის ან ძვირფასეულობის სიყვარულს, როგორც უმრავლესობას ჰგონია. ვერცხლისმოყვარეობა გულისხმობს მიჯაჭვულობას ამქვეყნიურ დიდებასა და ფუფუნებაზე; მდგომარეობას, როცა ადამიანი ყოველივე ამას უფალზე წინ აყენებს.
კითხვა: მშობლები ხშირად ეჩხუბებიან შვილებს. სწორია თუ არა ეს და გვეთვლება თუ არა ცოდვად აღზრდისას განრისხება? რა განსხვავებაა მრისხანებასა და სიმკაცრეს შორის?
პასუხი: სიმკაცრე და მრისხანება სრულიად სხვადასხვა რამ არის. სიმკაცრე აუცილებელიც კია და ამაზე წმიდა წერილიც მეტყველებს. შვილების დასჯა ცოდვად არ ითვლება, მაგრამ ეს სწორად უნდა გავიგოთ. სიმკაცრე არ უნდა იყოს აღზრდის ერთადერთი მეთოდი. მას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მივმართოთ, როცა მოფერებით არაფერი გამოგვივა. დაფიქრება იმაზეც გვმართებს, საიდან აქვს ჩვენს შვილს ესა თუ ის მანკიერი თვისება – ჩვენგან ხომ არა? ხშირად მშობლები იმით არიან უკმაყოფილოები, რა ნაკლოვანებებიც თვითონ მათ ახასიათებთ. მაგალითად, დედა შვილს ასწავლის, ტყუილი არ თქვაო და თავად ცრუობს ტელეფონით საუბრისას. მშობლებმა სიმკაცრე უპირველესად საკუთარი ცოდვების მიმართ უნდა გამოიჩინონ.
კითხვა: როგორ შევურჩიოთ ბავშვს სახელი? ახდენს თუ არა სახელი გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე?
პასუხი: სასურველია, ბავშვს სახელი რომელიმე წმიდანის პატივსაცემად დავარქვათ, რომელიც განსაკუთრებულ მფარველობას გაუწევს მას. უმჯობესია, იმ წმიდანის სახელი დავარქვათ, რომლის ხსენების დღესაც დაიბადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებს შვილისთვის მათთვის სასურველი სახელის დარქმევა ეკრძალებათ. ბავშვს უნდა მოვუთხროთ მისი მოსახელე წმიდანის ცხოვრების შესახებ, შევუძინოთ მისი ხატი და მის წინაშე ლოცვას შევაჩვიოთ. როდესაც ბავშვი წმიდანის სახელს ატარებს და იცნობს მის ცხოვრებას, ეს მის პირად ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას – მას თვალწინ ღვთივსათნოდ მცხოვრები ადამიანის მაგალითი უდევს და ცდილობს, შეძლებისამებრ მაინც მიჰბაძოს მას.

скачать dle 11.3