კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქეთ ჯარს ხომ არ ჩამოუვლია?

„იაფი, ძვირი, – რა, ქარვასლაა“?!

 მართალია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვევის შეჩერების გადაწყვეტილება ორიოდ თვის წინათ მიიღეს, თუმცა ქართულმა მედიამ თავისი ყურადღება ამ ფაქტს მასშტაბურად მხოლოდ ახლაღა მიაპყრო.
მიაპყრო და გაერთიანებული შტაბის უფროსმა ბ-ნმა კაპანაძემაც გვამცნო, რომ ამ ინიციატივას დადებითად აფასებს და პროფესიული ჯარის მომხრეა!
მართალია, პირადად მე არც პრაქტიკოსი სამხედრო ვარ და არც სამხედრო საქმის თეორეტიკოსი, მაგრამ, რაკი ბედკრული საქართველოს შვილი ვარ და ამ ჩემს არცთუ დიდხნიან ერთ სიცოცხლეში ორჯერ ვიხილე საკუთარი ჯარის უკუქცევა; ხოლო, მეორე მხრივ, პერმანენტულ ჩრდილოურ საფრთხეს სამხრეთიდან ისლამური ტერორიზმიც დაემატა (ჩვენი მომიჯნავე თურქეთის ტერიტორია, სავარაუდოდ, წუთი წუთზე გაიზიარებს სირია-ერაყის ბედს), დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა ზრდასრული მოქალაქე საშუალო დონეზე მაინც უნდა ფლობდეს თავდაცვის სამხედრო უნარ-ჩვევებს და, არა იმიტომ, რომ მათი, ანუ ჩვენი შიშით ამ ჩვენს საზღვარს ჩიტიც ვერ გადმოაფრინდეს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველა დაფიქრდეს, უღირს თუ არა იმ დანაკარგის ფასად, რაც, შეიძლება, მივაყენოთ, ჩვენზე გამოლაშქრება.
ასეა თუ ისე, გვპირდებიან, ისეთ სარეზერვო სისტემას შემოგვთავაზებენ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაიზრდება და გაეფექტიანდება. ხოლო, რადგან ეს მომავალში მოხდება (იმედი მაქვს, მანამდე, ვიდრე ეს ჩემი თვალები მესამედაც არ იხილავს, რაც ორჯერ უკვე გამოსცადა), შედეგსაც მომავალში მოვიმკით.
ბ-ნი კაპანაძის მტკიცებით, პროფესიული ჯარის შენახვა უფრო იაფია, ვიდრე წვევამდელის; მეორე – წვევამდელს ვერ წაიყვან საერთაშორისო ოპერაციებში (ჩვენი დარდიც ეგ იყოს); მესამე – გაწვევით ქვეყანას აკლდება სამუშაო ძალა, გადასახადის გადამხდელი (რასაკვირველია, სამუშაო ადგილების ისეთი ცვენაა, რომ ქვეყნის კი არადა, მსოფლიო ეკონომიკა ჩამოიქცევა, თუკი რამდენიმე ათასი ქართველი ახალგაზრდა ერთი წლით ქვეყნის დაცვისთვის აუცილებელ რამეს დაისწავლის ბირჟაზე დგომის ნაცვლად!) და, ამავე დროს, სახელმწიფო გაწევს ხარჯს მისი შენახვისთვის.
არ მგონია, იმაზე ძვირად რამე ღირდეს, ვიდრე დაკარგული ტერიტორიები, თუმცა, შესაძლოა, ვცდები და შეიარაღებული ძალებისთვისაც აქტუალურია მაკარის ლოგიკა: „იყიდე-გაყიდე“, ანუ იაფი-ძვირი?! –

скачать dle 11.3