კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყავა „ჩერი“ – თქვენთვის შექმნილი დახვეწილი გემო

შპს „ჩერი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ინდუსტრიული ყავის წარმოება დაიწყო და ქართველ მომხმარებელს უნიკალური ტექნოლოგიით მომზადებული, გამორჩეულად გემრიელი, 100%-ით ნატურალური ყავა შესთავაზა. ჩვენი მკითხველების გამოკითხვებით ის ქართულ ბაზარზე ლიდერია და ამ მოკლე დროში მოახერხა მომხმარებლის რჩეული ყავა  გამხდარიყო.
კომპანია დაარსდა 2012 წლის 21 მარტს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ნედლი/მწვანე ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება (გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) და დისტრიბუცია საქართველოს  მასშტაბით.  „ჩერი“ ამჟამად საქართველოში ყველაზე მსხვილი ყავის მწარმოებელია და წარმადობის სრულად დატვირთვის შემთხვევაში, ქართული ნალექიანი ყავის ბაზრის 60 %-ზე მეტს  იკავებს. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი, ყავის ინდუსტრიაში საუკეთესოდ აღიარებული, გერმანული დანადგარებით აღჭურვილი საწარმო, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება გერმანულ და იტალიურ ყავის საწარმოებს. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ ირაკლი ლომთათიძე.
პროდუქცია
„ჩერი კლასიკი” 100 %-ით არაბიკას ყავის რჩეულ ჯიშთა ნაზავი. თითოეულ ყავას მოხალვის საკუთარი რეჟიმი და გადამუშავების ტექნოლოგია აქვს. აფრიკული ყავის მარცვლები მას აძლევს ინტენსიურ, ძლიერ გემოს, სიბლანტესა და გამორჩეულ მჟავიანობას, ხოლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკული ყავის მარცვლები კი – მატებს ხილის, კენკროვნების, ციტრუსის, ყვავილის გემოსა და მძაფრ არომატს.
„ჩერი ორიგინალი” – აზიური რობუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ყავის ჯიშთა ნაზავი. სპეციალურად შერჩეული რობუსტას ჯიში, სიძლიერე, არაბიკას ჯიშის არომატი და ბუნებრივი შოკოლადის გემო, იდეალურად არის შეხამებული.
„ჩერი ნატიფი” – მუქად მოხალული პროდუქტი აზიური რობუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ყავის ჯიშთა ნაზავი. რობუსტას ყავის ჯიშის დიდი წილის გამო, ის გამოირჩევა კოფეინის შედარებით მაღალი შემცველობით. სამხრეთ ამერიკული არაბიკა კი აძლევს ძლიერ არომატს.
„ჩერი  გოლდი” – პრემიუმ-კლასის უმაღლესი ხარისხის ყავაა. უძვირფასესი 100 %-ით არაბიკას ყავის ჯიშთა ნაზავი, შედარებით მუქი მოხალვა, გამოყენებულია აფრიკის, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის იშვიათი ეგზოტიკური ყავის ჯიშები.
ხსნადი ყავა „ჩერი” – სრულიად ახალი სიტყვა, პირველი ქართული ხსნადი ყავა განსაკუთრებული არომატით. 
ნატურალური ხსნადი ყავა გრანულებში – „ჩერი კლასიკური“, ხავერდოვანი, დახვეწილი, რბილი გემო შექმნილი ყავის ნამდვილი მოყვარულებისთვის.
ნატურალური ხსნადი ყავა სუბლიმირებული „ჩერი გოლდი,” არომატული, დაბალანსებული გემო – ყავა, რომელსაც შეიყვარებთ პირველი გასინჯვისთანავე,  „ჩერი” სხვადასხვა სახის ხსნად ყავას წარმოგიდგენთ გერმანულ DEK ჯგუფთან ერთად, გემო შექმნილია გერმანიაში.
ირაკლი ლომთათიძე (კომპანიის დირექტორი): არცთუ დიდი ხანია, რაც ბაზარზე ვართ. თუმცა ქართველმა მომხმარებელმა უკვე შეიყვარა „ჩერი.” ყავის ნედლი/მწვანე მარცვალი შემოგვაქვს  ეკვატორული  სარტყელის ქვეყნებიდან. ვიყენებთ 3 სხვადასხვა ჯიშის რობუსტას ყავას და 8  დასახელების არაბიკას. ამ ასორტიმენტისგან ვაწარმოებთ  ჩვენს  პროდუქციას. ხარისხის კონტროლი ჩვენთან ტრადიციაა.
ჩვენ  ვაწარმოებთ პროდუქტს  ყველა სეგმენტის მომხმარებლისთვის და ყავის საკმაოდ ფართო ასორტიმენტი გვაქვს. როგორც ყველა კვლევა ადასტურებს, ჩვენ კარგად მიგვიღო მომხმარებელმა. ეს კი გვაძლევს სტიმულს, კიდევ მეტი ენერგიით ჩავდგეთ მათ სამსახურში –  მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი და გემრიელი ყავა. 

скачать dle 11.3