კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენად რთული 9 თვე გვაქვს წინ და რას გვიმზადებს ასტროლოგია პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში

რამდენად აგრესიული 9 თვე გველოდება წინ, რა ფინანსური საფრთხე გვემუქრება  და რამდენად მწარე პოლიტიკური მოვლენების მომსწრენი გავხდებით წინასაარჩევნოდ, ამაზე ასტროლოგიურ პროგნოზს დავით ბუტიკაშვილი აკეთებს. ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია მისი შეუცდომელი პროგნოზები.
– რას უნდა ველოდოთ მომავალი 9 თვის განმავლობაში?
– შავი მთვარე 22 მაისიდან მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, რომელიც გაჩერდება მომავალი წლის 14 თებერვლამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში გაძლიერებული იქნება მორიელის უარყოფითი თვისებები, რაც უკვე აისახება ადამიანებზე და, ზოგადად, დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე. ეს არის აგრესიის ზოდიაქო და, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ეტაპზე მარსიც მორიელის ზოდიაქოში იმყოფება, უნდა ვივარაუდოთ, რომ გააქტიურდებიან ტერორისტები – ამის პირველი მაგალითი – გეი-კლუბზე თავდასხმა – უკვე გვქონდა ცოტა ხნის წინ ამერიკაში. ადამიანს, რომელიც საკმაოდ ლოიალური იყო უმცირესობების მიმართ, უცებ „შარიკი გადაუბრუნდა” და ააფეთქა, რის გამოც შოკში ჩააგდო მსოფლიო. ასევე, ჩვენ ვნახეთ აგრესიისა და დაძაბულობის უმაღლესი მწვერვალი ინგლისისა და რუსეთის საფეხბურთო მატჩის შემდეგ.
– გარდა აგრესიულობისა, საზოგადოებაში რა თვისებები უარესდება?
– მორიელის შავი მთვარე განსაკუთრებით გამოვლინდება სექსუალურ ასპექტში: მოიმატებს გაუპატიურების ან სექსუალური თავისუფლების სურვილი და, ასევე, შემცირდება ფინანსური შესაძლებლობები; უფრო გასაგებად რომ ვთქვა, წინ ფინანსური შეცდომების დაშვების 9 თვეა. მაგალითად, ამ პერიოდში სარისკოა ბანკიდან კრედიტების აღება, რადგან ამ კრედიტების დაფარვა, შესაძლოა, გაგიჭირდეთ და საკმაოდ ძვირადაც დაგიჯდეთ. ასევე, დიდი სიფრთხილეა საჭირო ფულის რაიმე საქმეში დაბანდებისას; ასეთ დროს ისედაც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ, ამ პერიოდში განსაკუთრებით დაკვირვებით უნდა ავწონ-დავწონოთ რისკები.
– თქვენ ერთხელ თქვით, რომ მორიელის შავი მთვარის დროს განსაკუთრებით ფრთხილები უნდა ვიყოთ ბავშვებთან მიმართებაში. რას გულისხმობდით?
– ამ დროს შეიძლება მოხდეს ადამიანის ფსიქოლოგიური ნეგატიური ტრანსფორმაცია, დიდებთან იმდენად არა, რამდენადაც ბავშვებში, რადგან მათთან ეს მარტივად ხდება... ბავშვს ხშირად ვაშინებთ გუდიანი კაცით, ხომ? აი, ასეთი, ვითომ უბოროტო ტყუილი და შეშინებაც კი არ შეიძლება ამ 9 თვის განმავლობაში, რადგან ეს ინფორმაცია ღრმად აღწევს მასში და ამასთან გამკლავება მომავალში რთული იქნება. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუთხრათ ბავშვს შეურაცხმყოფელი სიტყვები, ვინაიდან ამით, ჩვენდა უნებურად, ნეგატიურ კოდირებას ვახდენთ მასში და, შესაძლოა, ისეთი კომპლექსები ჩამოუყალიბდეთ, რომ მთელი ცხოვრება გაჰყვეთ და ვერასდროს ვეღარ მოიშორონ. მაგალითად, რა მახინჯი ხარ, საზიზღარი ბავშვი ხარ, პოლიცია მოვა და დაგიჭერს, ექიმი დიდ ნემსს გაგიკეთებს, ღორმუცელა ხარ... – უამრავი ასეთი ფრაზა შეიძლება, ჩამოვთვალოთ. ამიტომ, ფრთხილად ვიყოთ მათთან ურთიერთობისას, თორემ, აუცილებლად ღრმა ტრავმებს მიიღებენ და მომავალში ვერანაირი ფსიქოლოგი ვეღარ დაგვეხმარება, მერე კი ნუ გაგვიკვირდება, თუ ერთ მშვენიერ დღეს, მათში არასრულფასოვნების კომპლექსს აღმოვაჩენთ.
– საქართველოს ბედზე რა გავლენას ახდენს ეს მორიელის შავი მთვარის 9-თვიანი პერიოდი?
– საქართველოს ჰოროსკოპში მორიელი განაგებს მეოთხე სახლს, ანუ ტერიტორიებსა და მის მთლიანობას; შესაბამისად, ამ პერიოდში ისევ გააქტიურდება მავთულხლართების თემა, გამწვავდება ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და დროდადრო იქნება პროვოცირებები რუსეთის მხრიდან –  ამისთვის მთავრობა მზად უნდა იყოს და არ აჰყვეს ამ პროვოკაციებს. ასევე, არანაირი მცდელობა არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, თორემ, ისევ ჩვენ დავზარალდებით; თუმცა, ჩემი დაკვირვებით, სახელმწიფო გონივრულ ნაბიჯებს დგამს ამ კუთხით, მაგრამ ხშირად მოსახლეობა არ უდგება საკითხს გონივრულად, მწვავე, რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, რაც, პრინციპში, ერთი მხრივ, მასმედიის დიდი დამსახურებაც არის.
– ქვეყნის ფინანსურ მხარეზე რა პროგნოზები გაქვთ?
– ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, საბანკო სისტემა დიდი მონსტრის სახეს იღებს, განსაკუთრებით კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მივიღებთ დაზარალებულ მოსახლეობას, ვინაიდან ისინი საკმაოდ აქტიურ და აგრესიულ სარეკლამო კამპანიას ჩაატარებენ, რაც უკვე სახეზეა. ამიტომ, ვინაიდან შავი მთვარე იმყოფება მორიელის ნიშანში და ჩვენ უკვე ვიცით, რომ ფინანსური შეცდომების დაშვების პერიოდია, ხალხი სწორედ ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გადაგდებულ სარეკლამო ანკესს უფრო ადვილად წამოეგება. ხომ ნახეთ, როგორ გააქტიურდნენ – გვეუბნებიან, რომ ნუ დაველოდებით ხელფასს, შეგვიძლია, ავიღოთ სესხი ორ წუთში მხოლოდ პირადობის მოწმობით და კიდევ ათასი მიმზიდველი შეთავაზებაა...
– ქუჩაში გამოსვლისა და მიტინგების რისკი თუ არის და რა ედება ამას სარჩულად?
– მოგეხსენებათ, საარჩევნო წელია და ხალხის ქუჩაში გამოსვლები, ცხადია, ნელ-ნელა გააქტიურდება; ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შეეცდება, ქუჩაში გამოიყვანოს ხალხი და ქვეყანაში ვითარება დაძაბოს. ამის ძირითადი მოტივი უკვე შარჟად ქცეული საყოველთაო სიღარიბეა, რომელიც ყველა დროსა და ეპოქაში ისედაც არსებობს და, სანამ კაცობრიობა იარსებებს, გაჭირვება და გაჭირვებულებიც იარსებებენ; ამიტომ, ასეთი ადამიანების მოძებნა ნებისმიერ ეპოქაში ადვილია. შესაბამისად, ადვილია მათი ქუჩაში გამოყვანაც და მართვაც, მაგრამ, ჩემი ასტროლოგიური პროგნოზით, უფრო გააქტიურდება სწორედ ბანკის კრედიტებითა და ვალებით შეწუხებულ ადამიანთა კატეგორია, რომელიც მთავრობას გარკვეულ ულტიმატუმებსა და მოთხოვნებს წაუყენებს.
– რას უნდა ველოდოთ წინასაარჩევნო პერიოდში?
– მოკლედ რომ ვთქვათ, ამჯერადაც კომპრომატების ომი გველოდება. შავი მთვარე მორიელში არის საიდუმლოებების გამჟღავნების პერიოდი. როგორც წესი, ამ დროს აეხდება ხოლმე ფარდა ყველაფერ დაფარულს; განსაკუთრებით კი ფინანსური მაქინაციების და ინტიმური საიდუმლოებების გამჟღავნების პერიოდია.
– გამოდის, რომ  პირადი ცხოვრების ამსახველი არაერთი ფარული ვიდეოჩანაწერის მხილველი გავხდებით?
– და არა მარტო... ასევე, ამ პერიოდში ბევრი მაღალჩინოსანი გამოაშკარავდება კორუფციულ გარიგებაში და, ასევე, ბევრს ექნება მცდელობა, ფინანსური ინტერესები დააყენოს პირველ ადგილზე და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც აქამდე არაფრის ფასად არ გააკეთებდა. ერთი სიტყვით, წინ საკმაოდ რთული და დაძაბული საარჩევნო პერიოდი გვაქვს, მაგრამ, უნდა შევეცადოთ, რომ ადეკვატურად შევაფასოთ მოვლენები. დროა, გავიზარდოთ და ემოციებს არ ავყვეთ. ამ პერიოდში ყველა უნდა შეეცადოს, ლოგიკურად იაზროვნოს გრძნობების გარეშე; არ უნდა დავუშვათ, რომ კვლავ საარჩევნო დაპირებებისა და კარგი ორატორების მსხვერპლად ვიქცეთ, რაც მერე სანანებელი გაგვიხდება.
– აუცილებლად უნდა გკითხოთ პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერზე ბიძინა ივანიშვილზე:  რა შანსები აქვთ ამ არჩევნებზე და რა როლს შეასრულებენ ისინი ახალი პოლიტიკური ისტორიის შექმნაში?
– პრეზიდენტს სერიოზული კრიზისი ექნება, განსაკუთრებით – საინფორმაციო სფეროში. ჰოროსკოპით ის „ქალწულია” და, პირველ ყოვლისა, ფრთხილად უნდა იყოს სწორი ინფორმაციის მიღება-გაცემასთან დაკავშირებით. შესაძლოა, მისგან გამოსულმა ინფორმაციამ ან სიტყვამ ნეგატიური გავლენა მოახდინოს მისსავე პიროვნებაზე; ამიტომ, მისი ნათალური რუკიდან გამომდინარე, ის ბევრ ასეთ შეცდომას დაუშვებს და შემოიკრებს ისეთ გარემოცვას, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს მას ხელს არასწორი აქცენტების გაკეთებას.
– რაც შეეხება ივანიშვილს, ის თუ დაუბრუნდება პოლიტიკას?
– ჩემი აზრით, ის არც წასულა პოლიტიკიდან და დღემდე აქტიურია, ოღონდ, ეს სწორად უნდა გავიგოთ, ვინაიდან, ყოველი ჩვენგანი, რომელიც პოლიტიკური მოვლენებით ინტერესდება, აქტიურად ადევნებს თვალს მოვლენებს და გამოხატავს პროტესტს ან კმაყოფილებას გარკვეული საკითხების მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა პოლიტიკაში ვართ. შესაბამისად, არც ივანიშვილია გამონაკლისი, მით უმეტეს, ის გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს საზოგადოების წინაშე, რაც სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია; თუმცა, თუ პოლიტიკაში დაბრუნებაში თქვენ იმას გულისხმობთ, მოვა თუ არა ხელისუფლებაში ან კიდევ ვიხილავთ თუ არა მას რომელიმე თანამდებობაზე – ეს პრაქტიკულად გამორიცხულია.

скачать dle 11.3