კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები

გურული ლატარიის ორ ბილეთს ათამაშებს. მოლარე გოგონა ეუბნება:
– იცით, თქვენ ავტომობილი მოიგეთ, გილოცავთ!
გურული დინჯად იკითხავს:
– მორემ არ ქნა აფერი?
***
დაქალი შესჩივის დაქალს:
– გოგო, აღარ შემიძლია, ჩემი ქმარი სექსის დროს ისე ლომივით ღრიალებს, მეზობლების მრცხვენია..
– მერე, სთხოვე, ცოტა შეიკავოს თავი.
– უიმე!!! ათასჯერ მაინც ვთხოვე, მაგრამ მაინც არაფერი ესმის. როგორც კი ვინმესთან შემომისწრებს, მისი ღრიალი მთელ კორპუსს ესმის.

ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
 პატრული აჩერებს მანქანას, რომელსაც ქალი მართავს და ეუბნება:
– ქალბატონო, თქვენ დაჯარიმებული ხართ.
– რისთვის?
– ღვედი არ გაქვთ შეკრული.
– ამ სიცხეში ღვედი შევიკრა კი არა, ლიფიც გახსნილი მაქვს!
***
ბირჟაზე ორი ტიპი დგას. ერთი ეუბნება მეორეს:
– დავლიოთ?
– დავლიოთ!
– მოვწიოთ?
– მოვწიოთ!
– ნარკოტიკი?
– რატომაც არა!
– ნაყინი?
– რა ნაყინი, შენ გიჟი ხომ არ ხარ? ძმაკაცი ხარ თუ მტერი? მაინცდამაინც გინდა, ყელი ამტკივდეს და სიცხე მომცეს?
***
მომაკვდავი მიხო ეუბნება მაროს:
– მარო, რომ მოვკვდები, გათხოვდები?
– არა, მიხო.
– კარგი, რა, დედაკაცო, რად არ უნდა გათხოვდე?
– ჰო, კარგი მიხოვ, გავთხოვდები.
– მერე, იმ ქმარსა ჩვენს სახლში მაიყვან?
– ხო, მიხოვ, აქ მავიყვან.
– ჩვენს ლოგინში ჩააწვენ?
– ხო, მიხოვ, ჩავაწვენ.
– ჩემს მანქანაზე დასვამ?
– არა, მიხოვ, არ იცის ტარება.
***
პარლამენტარმა ორი კაცი გაიტანა მანქანით. სასამართლოზე დაგვიანებით მისული პარლამენტარი ეკითხება მოსამართლეს:
– აბა, რა ხდება?
– რა ხდება და, ერთს, რომელმაც პარპრიზი გაგიტეხათ თავით, რვა წელი მივუსაჯეთ – ტერორისტული აქტი ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმა საკუთრების ხელყოფის ბრალდებით.
– კარგია! მეორეს?
– მეორეს, რომელიც ბუჩქებში გადავარდა, 12 წელს მივცემთ.
– პირველზე უფრო მეტს რატომ?
– მან დანაშაულის ადგილიდან მიმალვა სცადა.
***
გურულმა თქვა: „ჩვენ, ძამა, იცი, რამფერი ხალხი ვართ? რომ მოვკვტებით, ენა კიდო ერთი საათი ხალასტოიზე მუშაობს!“
***
მიხო ეუბნება შაქროს:
– ბიჯო, შარშანა მთელმა ოჯახმა ერთი საგზურით დავისვენეთ.
– ეგ როგორა, კაცო?
– სიდედრს ვაჩუქე.
***
სვანს ეკითხებიან:
– ტყეს ხედავ?
– ვერა, ხეები მეფარება.
***
მივლინებაში წასული ქმარი ერთ კვირაში ცოლს ურეკავს:
– მაინც შენ მიყვარხარ, ყველაზე მეტად.
ცოლი პასუხობს:
– ჯერჯერობით შენც საუკეთესო ხარ!

скачать dle 11.3