კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააცოცხლა საშა ჩივაძის გოლმა ვანო ბაბუა

1982 წლის ივნისია. მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ფეხბურთში და მთელი ჩვენი სამეზობლო ვემზადებით საბჭოთა კავშირ-შოტლანდიის ნაკრებების თამაშის საყურებლად. იმ დღეს უზარმაზარი ფერადი იაპონური ტელევიზორი გამომიგზავნა ჩემმა ძმამ მოსკოვიდან და ვართ ერთ ამბავში: მოვიმარაგეთ ლუდი, თევზი და, თამაშის დაწყებამდე ორი საათით ადრე ვანო ბაბუა არ გარდაიცვალა?! ის 80 წლის იყო. ჩემი კარის მეზობლად ცხოვრობდა და, სხვათა შორის, ისიც ფეხბურთის საყურებლად ემზადებოდა, მაგრამ, სანამ ლუდის ბარიდან სასმელი მოვიტანეთ, იმ ცხონებულმა სულიც დალია... ცხელოდა და, მიცვალებული რომ არ გაფუჭებულიყო, „ბალზამიროვშჩიკი“ გამოვიძახეთ. სარდაფიდან ტახტი  ამოვიტანეთ, ვანო ბაბუას ცხედარი დავასვენეთ და მატჩის დაწყებამდე ხუთი წუთით ადრე ყველანი ოთახიდან გამოვიძურწეთ – მოკლედ, მიცვალებული მარტო დავტოვეთ. ჩვენთან იყო ჩვენი ძმაკაცი ვანოც, ვანო ბაბუას შვილიშვილი.
ალბათ, ბევრ გულშემატკივარს ემახსოვრება ეს ისტორიული თამაში, რომელშიც გოლები ქართველებმა – რამაზ შენგელიამ და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს. მატჩი 2:2 დასრულდა და ქვეჯგუფიდან გავედით...
თამაში რომ დაიწყო, შევთანხმდით, ემოციურად არ გვეყურებინა, რადგან გვერდით ოთახში მიცვალებული იწვა და სირცხვილი იყო. პირველი ტაიმი წავაგეთ და როგორღაც შევიკავეთ თავი ემოციებისგან,  ხოლო, როდესაც მეორე ტაიმის 59-ე წუთზე საშა ჩივაძემ გოლი გაიტანა, ისეთი ღრიანცელი ავტეხეთ, რომ ჩვენი ძველი იტალიური ეზო შეზანზარდა და მიცვალებულიც გადაგვავიწყდა. ვხტუნაობდით, ერთმანეთს ვეხვეოდით და ვხარობდით... მერე მიცვალებულიც გაგვახსენდა და დავწყნარდით, მაგრამ ამ დროს ზღურბლზე ვანო ბაბუა გამოჩნდა, რომელმაც შორიდან შეგვათვალიერა და გვისაყვედურა:
– რატომ არ გამაღვიძეთ, თქვე მამაძაღლებო, ფეხბურთი რომ დაიწყო?
ჩვენ პირები დავაღეთ მოულოდნელობისგან; ქალები კი, რომ გაიგეს, მკვდარი ადგაო, აკივლდნენ... ამ დროს შენგელიამ მეორე გოლიც შეაგდო და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა... როგორც შემდეგ ექიმმა აგვიხსნა, ვანო ბაბუას ლეთარგიული ძილით ჩასძინებია – ხდება ხოლმე ასე, მერე კი ჩვენმა ყიჟინამ გამოაღვიძა... მას მერე ვანო ბაბუამ კიდევ რვა წელი იცოცხლა და ორ ჩემპიონატს უყურა.
კოტე მიქაძის მონათხრობის მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3